imedi /  17 მაისი 2020, 08:46 / სანდო წყარო

პუერტო-რიკოს აშშ-ის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის თარიღი ცნობილია

პუერტო-რიკო

3 ნოემბერს პუერტო-რიკოში ქვეყნის სტატუსის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Time-ი ავრცელებს.

მოქალაქეები ერთ კითხვას უპასუხებენ - „უნდა შევიდეს თუ არა პუერტო-რიკო აშშ-ის შემადგენლობაში“. რეფერენდუმის შედეგები აშშ-ის მიერ შესასრულებლად სავალდებულო არ იქნება. ამერიკული კანონმდებლობით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ კონგრესს შეუძლია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ის შემადგენლობაში შესვლა კუნძულზე შექმნილი ვითარების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. პუერტო-რიკოს საგარეო ვალი 80 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მოსახლეობის 45% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ქვეყანაში დაბალიაა განათლებისა და ჯანდაცვის დონე, საპენსიო სისტემა კი პრაქტიკულად არ მუშაობს.

ანალოგიური რეფერენდუმი პუერტო-რიკოში 2017 წლის 12 ივნისს გაიმართა. მაშინ მოსახლეობის 97%-მა აშშ-ის შემადგენლობაში შესვლას მისცა ხმა, თუმცა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კონგრესში კენჭისყრის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.

პუერტო-რიკო აშშ-ზე დამოკიდებული ტერიტორიაა და ვაშინგტონის მართვის ქვეშ იმყოფება, თუმცა ქვეყნის განუყოფელ ნაწილს არ წარმოადგენს. პუერტორიკოელებს ორმაგი - აშშ-ისა და პუერტო-რიკოს მოქალაქეობა აქვთ, თუმცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

ყველა სიახლე

აშშ-ის საელჩო

27 მაისი 2020, 19:44

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო „ბორდერიზაციის” პროცესთან და რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესთან და რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ „ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით. საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა.

27 მაისი 2020, 19:41

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოებზე სახელმწიფოს ადმინისტრირება საკანონმდებლო დონეზე უნდა გამკაცრდეს

უახლოეს პერიოდში ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება- ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობა პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

27 მაისი 2020, 19:39

COVID19

კვიპროსი კორონავირუსით ინფიცირებულ უცხოელ ტურისტებს მკურნალობის ხარჯებს დაუფარავს

კვიპროსის ხელისუფლება უცხოელ ტურისტებს მკურნალობის ყველა ხარჯს დაუფარავს იმ შემთხვევაში, თუ მათ ქვეყანაში ყოფნისას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 19:30

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ვთქვით, რომ 9 პროდუქტზე კურსთა შორის სხვაობას დავაზღვევთ - თუ ჩვენს პროგრამაში ჩართულ კომპანიებში დაფიქსირდა 300 პროცენტიანი ფასის ზრდა, ამ ფაქტს აუცილებლად გავითვალისწინებთ

„იქ რომ იყო 300 პროცენტიანი ფასის ზრდა, გპირდებით, რომ ამას ჩავთვლით, როგორც სოციალურად უპასუხისმგებლო კომპანიას, მეწარმეს. რაიმე სანქციებს არ მივიღებთ, რა თქმა უნდა, და ვერ მივიღებთ, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ შემდგომში ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც ქართული კანონმდებლობა გვაძლევს“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

27 მაისი 2020, 19:26

COVID19

მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი ივნისიდან დაიწყება

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი ივნისიდან დაიწყება.

აქცია ბათუმში

27 მაისი 2020, 19:23

რეგიონი

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში საბაგიროსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

27 მაისი 2020, 19:20

სპორტი

განახლდება თუ არა საფეხბურთო მატჩები

"მაყურებლების გარეშე უნდა დავაკვირდეთ, ალბათ, ორი კვირა, ერთი თვე და მერე ნელ-ნელა შეიძლება ყველასთან ერთად. რომ არ გამოვეთიშოთ საერთაშორისო ტურნირებს, რაც მნიშვნელოვანია", -განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 19:10

ეკონომიკა

გიორგი გახარია: შიდა ტურიზმი ყველამ ერთად უნდა განვავითაროთ

„ტურისტულ სექტორს დახმარება სჭირდება, როგორც ორგანიზაციების, ასევე თითოეული მოქალაქის დონეზე უამრავი ადგილია საქართველოში, რომელიც მე, თქვენ და დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს ჯერ არ უნახავს და ეს უნდა გავიაზროთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:59

პოლიტიკა

გიორგი გახარია: დღეს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა

დღეს საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც საქართველო პირველ ადგილზეც იყო. „300 მილიონიც რომ ჩამოვაჭერით, კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ვერ ჩამოვაჭრიდით და გეტყვით, რატომ. ამ ხარჯების შემდგომი შემცირება პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია ბიუროკრატიის ხარისხზე. ახლა პირიქით პროცესი უნდა წავიდეს, შეიძლება ვიდავოთ ფიზიკურ რაოდენობაზე, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო დღეს არის მე-2 ადგილზე მსოფლიოში. პოლიტიკური მოტივი გავიგე, აშკარაა, კარგი თემაა, მეც ასე მოვიქცეოდი თქვენს ადგილას, ალბათ, მაგრამ ამის უკან შინაარსი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:58

COVID19

გიორგი გახარია: ყველა სერვისი, რომელსაც მთავრობა აწვდის მოქალაქეებს, უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს

„მესმის, რომ ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვქონდა სრულად მობილიზებული, როგორც რუხის კლინიკა, ასევე გორის ჰოსპიტალი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში, ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გრიგორი კარასინი

27 მაისი 2020, 18:54

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი: საქართველოს ხელისუფლების საჯარო განცხადებები რუსი ექსპერტების ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების თაობაზე ოფიციალური ხაზით გამაგრებული არ არის

საქართველოს ხელისუფლების საჯარო განცხადებები რუსი ექსპერტების დელეგაციის ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების თაობაზე ოფიციალური ხაზით გამაგრებული არ არის, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:51

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ - რაც მე პარლამენტში მომითმენია

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას, გულწრფელად გეუბნებით, რომ პატივს ვცემ, რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუხისმგებლობიანად მოვსულვარ და მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

27 მაისი 2020, 18:47

ეკონომიკა

გიორგი გახარია: საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია, რაც ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს

საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია. მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება და ეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როდესაც ეს ფული არ მჭირდება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:35

COVID19

გიორგი გახარიამ ოპოზიციას კორონავირუსის გამო სხვა ქვეყნებში დაწესებული ჯარიმები გააცნო

„რა თქმა უნდა, 3 ათასი ლარი დიდი ჯარიმაა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ რეკომენდაციები უკვე აღარ მუშაობდა და მოქალაქეები რთულად იჯერებდნენ, რომ ეს მათთვის საციცოცხლო რისკია, იძულებულნი გავხდით, შემაკავებელ ინსტრუმენტებად გამოგვეყენებინა ჯარიმები“.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:32

COVID19

პრემიერი: ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე - სეროპრევალენტური კვლევა. ვიდეო

„ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე - სეროპრევალენტური კვლევა. გუშინ დასრულდა ქვეყანაში სეროპრევალენტური კვლევა. ამ სეროპრევალენტურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ინფიცირებულ რეგიონში სეროპრევალენტური კვლევა და ეს სეროპტრევალენტური კვლევა ტარდება შემთხვევითი შერჩევითი მეთოდით, აჩვენა, რომ დახურულ ინფიცირებულ რეგიონებშიც შერჩევითად მოხდა 300 ადამიანის გამოკვლევა და სრულად სუფთა რეგიონშიც, არ დავასახელებ რომელში, იქაც. რეალურად, 2 G და M ანტისხეულის მატარებელი გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი“, - განაცხადა პრემიერმა.

ენტონი ფაუჩი

27 მაისი 2020, 18:31

COVID19

ენტონი ფაუჩი: ამერიკელებს მოვუწოდებ, საჯარო ადგილებში ყოფნისას პირბადე აუცილებლად ატარონ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ ამერიკელებს მოუწოდა, საჯარო ადგილებში ყოფნისას პირბადე აუცილებლად ატარონ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:26

საზოგადოება

გიორგი გახარია: სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, ფინანსურ დახმარებას მიიღებს

„520-ე დადგენილება არის რთული, მაგრამ უკიდურესად საჭირო დადგენილება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში იყოს უფრო დაბალანსებული და სტაბილური, მდგრად გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე. ამიტომ 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის დახმარებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეველოპმენტის და სამშენებლო სექტორის დახმარების შემდგომ, შემდეგი სექტორული ანტიკრიზისული გეგმა იქნება ჯანდაცვის სისტემის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:26

COVID19

გიორგი გახარია: სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით არავინ დასჯილა, რადგან არავის არაფერი დაუშავებია

სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით არავინ დასჯილა, უბრალოდ არავის არაფერი არ დაუშავებია. საბედნიეროდ არავის უყიდია უვარგისი ტესტები, ამ პროცესში გამოწვევები სხვდასხვა იყო- ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში დასმული კითხვის საპასუხდო განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეალურად ეს ადამიანები დასჯას არ იმსახურებდნენ.

27 მაისი 2020, 18:25

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდის გაგრძელება არ განიხილება

კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდის გაგრძელება არ განიხილება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. „კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იყო ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სწრაფად, სანამ სტრუქტურირებული იქნებოდა სისტემურად სოციალური დახმარება, ადამიანებს მივხმარებოდით, რომ ჯიბიდან გასავალი შეგვემცირებინა. ორი მიმართულება იყო ეს - კომუნალურები და კრედიტები. კომუნალურები მთავრდება, შემდგომ გაგრძელებაზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ. ვნახოთ ეს ფინანსური შედეგები როგორი გვექნება. კრედიტის მოსმახურების ნაწილში გაგრძელება იქნება”, - განაცხადა პრემიერმა.

გიროგი გახარია

27 მაისი 2020, 18:19

სამართალი

გიორგი გახარია ფარცხალაძის დაჯარიმებაზე: ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დააჯარიმეს. „ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.