imedi /  17 მაისი 2020, 08:52 / სანდო წყარო

ლოს-ანჯელესის ცენტრში აფეთქება მოხდა

ლოს-ანჯელესის ცენტრში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

აფეთქება ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ერთსართულიან არასაცხოვრებელ შენობაში ხანძრის ჩაქრობის დროს მოხდა, დაშავდა 11 მეხანძრე. მათი მდგომარეობა მძიმეა, ისინი ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

ხანძარი ლოკალიზებულია, მას ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 09:53

სამართალი

ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

25 მაისი 2020, 09:47

თემა

როდის შევძლებთ ზღვაზე დასვენებას? გადადის თუ არა ახალი კორონავირუსი საკვებით? აქტუალური კითხვები COVID-19-თან დაკავშირებით

2020 წლის ყველაზე აქტუალური თემა ახალი კორონავირუსული ინფექცია და მასთან დაკავშირებული კითხვებია. ზოგს COVID-19-თან დაკავშირებით გარკვეული ფობია ჩამოუყალიბდა, სხვები თვითიზოლაციისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი. ვიღაცას ინფექციის წარმოშობის მიზეზი და კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობა უფრო აინტერესებს, ზოგს ზაფხულში დასვენების გეგმა აღელვებს. კითხვა ბევრია და პასუხებიც გარკვეულწილად განსხვავებული, თუმცა სპეციალისტები რიგ შემთხვევაში მაინც თანხმდებიან.

25 მაისი 2020, 09:45

სამართალი

პოლიციამ მარნეულში ძარცვის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

25 მაისი 2020, 09:37

სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა იწყება

კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით,ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია ითხოვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი სასამართლო პროცესები დისტანციურ რეჟიმში არ წარიმართოს.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2020, 09:26

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ Twitter-ის გვერდზე ყველა პოსტს თვითონ არ წერს

„პოსტებს მხოლოდ დილით ან საღამოს ვდებ, სხვა დროს- იშვიათად. ამისთვის მყავს ერთი შესანიშნავი ბატონი. დენი ამ საქმეს მშვენივრად აკეთებს,“-აღნიშნა ტრამპმა. მას მხედველობაში დენი სკავინო ჰყავდა, რომელიც პრეზიდენტის აპარატში სოციალური ქსელების მიმართულებას კურირებს.

25 მაისი 2020, 09:09

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 39 კმ-ში, სოფელ ხალაწანთან იყო. 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 06:06 საათზე მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

25 მაისი 2020, 09:00

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში და როგორია პაციენტების მდგომარეობა

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კი, მხოლოდ 1 ინფიცირებული იმყოფება. კორონავირუსის დიაგოზით, იქ სულ 14 პაციენტია, ხოლო რესპუბლიკურ საავადმყოფოში 31 კოვიდინფიცირებული ჰყავთ, მათთაგან ერთი მართვით სუნთქვაზეა, დანარჩენი პაცინტების მდგომარეობა სტაბილურია და სამი მათგანის გაწერას ელოდებიან.

25 მაისი 2020, 08:41

პოლიტიკა

უკრაინიდან კონსულტაციებზე გამოძახებულ საქართველოს ელჩს საგარეო უწყებაში დღეს ელოდებიან

ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ორკვირიანი კარანტინი დიპლომატს სწორედ დღეს უსრულდება, შესაბამისად, მას სამინისტროში ელოდებიან. როგორც რამდენიმე დღის წინ ზალკალიანმა განაცხადა, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

25 მაისი 2020, 08:30

საზოგადოება

დღეიდან მართვის უფლების თეორიული გამოცდა განახლდება

დღეიდან მართვის უფლების მისაღებად, თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი აღდგება მათთვის, ვინც ელექტრონულად დაჯავშნა რიგი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ვერ ისარგებლა სერვისით. მათ საშუალება ეძლევათ, გავიდნენ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც ელექტრონულად დარეგისტრირდნენ.

25 მაისი 2020, 08:10

საზოგადოება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც დარჩება და მოკლევადიანი პაემნები, მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული. დაწესებულებებში პრევენციული ზომები კვლავ გამკაცრებული იქნება. სტუმარი ვალდებულია დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, მათ შორისაა პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

25 მაისი 2020, 08:02

კულტურა

26 მაისს 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ ჩვენება გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ ჩვენება. ფილმები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე 24 საათით გასაჯაროვდება.

25 მაისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

აშშ-ში ოჯახმა ქუჩაში მილიონი დოლარით სავსე ტომრები იპოვა

ოჯახი გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, როცა გზაზე დაგდებულ ტომარას გადაუარეს. თავიდან იფიქრეს, რომ მასში ნაგავია, თუმცა მისი საბარგულში მოთავსება და მოგვიანებით გადაგდება გადაწყვიტეს. შემდეგ იქვე კიდევ ერთი ასეთი ტომარა დაინახეს და ისიც თან წაიღეს.

კატა ფეხბურთი

25 მაისი 2020, 00:41

ტაბლოიდი

ამერიკელმა ფეხბურთელმა თავის კატას გოლი ვერ გაუტანა ⚽🐈 ვიდეო

დიქსონმა კარი თავის სახლში დააყენა და გოლის გატანას პატარა წითელი ბურთით ცდილობდა. კატა კი, რომელსაც სახელი „ბავარიის“ მეკარის, მანუელ ნოინერის პატივსაცემად მიაუნუელ ნოიერი დაარქცა, ყველა დარტყმას იგერიებდა.

ლამები

25 მაისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

უელსში იზოლაციაში მყოფთათვის საკვები ლამებს მიაქვთ

სამხრეთ უელსში მაღალი რისკის მქონე და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებთან საკვები ლამებს მიაქვთ. ლამა პემბროკის გარშემო მოგზაურობს და საჭირო ნივთები მიაქვს მათთვის, ვინც პანდემიის კრიზისის გამო სახლს ვერ ტოვებს.

წყლის გოჭი

25 მაისი 2020, 00:10

ტაბლოიდი

იაპონიის კაფეში სოციალურ დისტანციას სათამაშო წყლის გოჭის გამოყენებით იცავენ

იაპონიის ერთ-ერთი კაფე სოციალური დისტანციის დასაცავად სათამაშო წყლის გოჭებს იყენებს. მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობა განაახლა, იზუ შაბოტენის პარკში მდებარე კაფემ კლიენტებზე ზრუნვა ამ ფორმით გადაწყვიტა.

24 მაისი 2020, 23:55

მსოფლიო

საფრანგეთში პირველად ქალაქის მერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

საფრანგეთში, ტრანსგენდერი ქალი, ქალაქ ტილუა-ლეს-მარშენის მერი გახდა. ამის შესახებ La Voix du Nord წერს. 55 წლის ტრანსგენდერ ქალს მარი კოს მუნიციპალიტეტის 14-მა დეპუტატმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ადამიანებმა იმიტომ კი არ ამირჩიეს, რომ ტრანსგენდერი ვარ, მათ მოეწონათ ჩემი პროგრამა“, - აცხადებს კო.

24 მაისი 2020, 23:40

მსოფლიო

ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი გადაიდო

აშშ-ში, ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი, თვის ბოლოს გადაიტანეს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ Reuters წერს.

შოთა არველაძე

24 მაისი 2020, 23:37

სპორტი

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - წერს არველაძე.

თალიბები ავღანეთი თალიბანი პატიმრები

24 მაისი 2020, 23:32

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობა „თალიბანის“ 2 000-მდე მებრძოლს გაათავისუფლებს

გამოცემის ინფრომაციით, ასეთი გადაწყვეტილება ღანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც „თალიბანმა“ მუსლიმურ დღესასწაულ რამადან-ბაირამთან დაკავშირებით 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ღანის თქმით, პატიმრების გათავისუფლება „კეთილი ნების ჟესტია“, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის წარმატების უზრუნველყოფაა.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი

24 მაისი 2020, 23:12

მსოფლიო

დაპირების მიუხედავად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი არ გაიხსნა

განცხადება იმის შესახებ, რომ ტაძარი თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ მომლოცველების მიღებას განაახლებდა 23 მაისს გავრცელდა, თუმცა დღეს ტაძრის კარი კვლავ დაკეტილი იყო. ადგილზე მყოფმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გახსნა კვლავ გადაიდო, თუმცა ახალი თარიღი არ დაუსახელებიათ.