Imedi /  18 მაისი 2020, 10:23 / სანდო წყარო

ბელგიაში ექიმებმა პრემიერ-მინისტრს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს

ბელგიაში ექიმებმა, პრემიერ-მინისტრს, სოფი ვილმესს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს, როდესაც ის ბრიუსელში ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ რეგულაციას, ასევე, ჯანდაცვის სისტემას აპროტესტებენ.

სამედიცინო დაწესებულების 120-მდე თანამშრომელმა სენ-პიერის საავადმყოფოსკენ მიმავალ პრემიერს ზურგი შეაქცია. თანამშრომლები მთავრობის ბრძანებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო სავალდებულო გახდა.

გარდა ამისა, ექიმების თქმით, ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით არასაკმარის თანხებს გამოყოფს.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

28 მაისი 2020, 15:06

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, რომ საქართველომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა

„უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოსწონთ. არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა და ჩვენ პრაქტიკულად მინიმალური დანაკარგით გავედით ამ ფონს“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

28 მაისი 2020, 15:04

მსოფლიო

ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად სამთავრობო ძალების 7 წარმომადგენელი დაიღუპა

შეტაკება ქაბულის ჩრდილოეთით მოხდა, როცა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. „თალიბანში“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ცნობილია, რომ დაჯგუფების რამდენიმე წევრიც დაიღუპა.

28 მაისი 2020, 14:56

თავდაცვა

ინსტიტუტებს შორის, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა.

კორონავირუსი ირანი

28 მაისი 2020, 14:52

COVID19

ირანში კორონავირუსის 2 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 627-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა თითქმის 113 ათასი პაციენტი.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 14:46

COVID19

პაატა იმნაძე: ტურისტებს ვერ ჩამოვიყვანთ იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს

„ტურისტი არ ჩავა ქვეყანაში, სადაც COVID-19 მძვინვარებს, მაგრამ მეორე მხრივ, იმ ქვეყნებიდა, სადაც ეს ინფექცია მოდებული იქნება და ვირუსი მძვინვარებს, რა თქმა უნდა, ტურისტებს უარს ვეტყვით და ვერ ჩამოვიყვანთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა. მისივე თქმით, გარკვეული კოტროლის მექანიზმები ტურიზმისთვის განკუთვნილ რეგულაციებში ჩაიწერება.

28 მაისი 2020, 14:40

სამართალი

2008 წლის შემდეგ ქართული სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა 29%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

28 მაისი 2020, 14:38

საზოგადოება

2008 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა 30%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

28 მაისი 2020, 14:33

საზოგადოება

ბოლო 12 წელიწადში საქართველოში მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა 37%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

დანია ტესტები რობოტი

28 მაისი 2020, 14:32

COVID19

დანიაში შექმნეს რობოტი, რომელიც ექიმებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებაში დაეხმარება

რობოტი 3D პრინტერზე დაბეჭდილ ხელს იყენებს, რომელსაც თითოეული პაციენტის შემდეგ ავტომატურად უტარდება დეზინფექცია. რობოტების პირველი პარტია გასაყიდად შემოდგომაზე იქნება მზად.

28 მაისი 2020, 14:22

თავდაცვა

2008 წლის შემდეგ პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა 24%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

28 მაისი 2020, 14:18

საზოგადოება

UNICEF: მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა შესაძლოა 15%-ით გაიზარდოს

იმ ეკონომიკურმა ზიანმა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, შესაძლოა 2020 წლის ბოლოსთვის, დამატებით 86 მილიონი ბავშვის სიღატაკე გამოიწვიოს. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და „გადავარჩინოთ ბავშვების“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამ მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სიღატაკეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შესაძლოა, 15%-ით გაიზარდოს და 670 მილიონი შეადგინოს, - აცხადებენ ორგანიზაციებში. „ისეთი მასშტაბური და ღრმა ფინანსური სირთულეებია, რომ ყველა ის ძალისხმევა რომელიც ბოლო წლებში გატარდა ბავშვთა სიღატაკის შემცირების კუთხით, შესაძლოა წაიშალოს და ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისების მიღმა დარჩნენ“, - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორე.

მაია ცქიტიშვილი

28 მაისი 2020, 14:13

ეკონომიკა

​მაია ცქიტიშვილი: ლუგარის ლაბორატორია ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას და ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ ამ რუსულ ნარატივს

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის ფარგლებში არაერთხელ შევთავაზეთ სხვადსხვა ორგანიზაციებს იქ შესვლა. რა თქმა უნდა, ეს ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება, მით უმეტეს რუსეთთან. თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ნაწილში ყველასთვის ღიაა ლუგარის ცენტრი,“ - აღნიშნა ცქიტიშვილმა

28 მაისი 2020, 14:11

თავდაცვა

2008 წლის შემდეგ ქართული ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობა 17%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა. თუ 2008 წელს ჯარს, როგორც ინსტიტუტს, მოსახლეობის 70% ენდობოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 17%-ით გაიზარდა და 87% შეადგინა.

კახა კალაძე

28 მაისი 2020, 14:09

საზოგადოება

კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაძვირდება

მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის. ავტობუსები მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავდება.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 14:05

COVID19

პაატა იმნაძე: კანალიზაციის წყლებშიც ვიკვლევთ, ხომ არ არის კორონავირუსი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კვლევის იმ მეთოდზე ისაუბრა, რომელსაც მისივე თქმით, მსოფლიოში ძალიან ცოტა განვითარებული ქვეყანა იყენებს. პაატა იმნაძის თქმით, ჩამდინარე წყლებში მიმდინარეობდა კვლევა, ხომ არ ფიქსირდება კორონავირუსი.

ჯორჯ ფლოიდი პროტესტი

28 მაისი 2020, 14:04

მსოფლიო

აშშ-ში შავკანიანი კაცის მკვლელობას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

ფლოიდი ორშაბათს, 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 40 წლამდე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს სუნთქვის საშუალება მისცენ. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველები დააკავეს.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 14:04

COVID19

პაატა იმნაძე: ზოგს ლუგარის სახელი არ მოსწონს, ზოგი - ვინც იქ ვმუშაობთ, რას ვიზამთ, მიჩვეულები ვართ

„ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოში აყვებიან ხოლმე ლუგართან დაკავშირებულ დეზინფორმაციას. ორი ფრთა გამოიკვეთა: ზოგს ლუგარის სახელი არ მოსწონს, ზოგს - ვინც იქ ვმუშაობთ, რას ვიზამთ, მიჩვეულები ვართ“.

28 მაისი 2020, 13:55

საზოგადოება

სემეკმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია როგორც უშუალოდ კომისიის საქმიანობა, ასევე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და ტენდენციები.

28 მაისი 2020, 13:54

ეკონომიკა

სემეკმა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“​ სახელზე ლიცენზიები გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია გასცა. სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების ორგანიზებას, ელექტროენერგიით ვაჭრობას შიდა ბაზარზე, ასევე მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებასა და ინტეგრაციას. ლიცენზიის ფარგლებში „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ ჩამოაყალიბებს გამჭვირვალე, ხელმისაწვდომ და საიმედო ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემას დღით ადრე, დღიური, საბალანსო, დამხმარე მომსახურებების ბაზრებისა და უბალანსობისათვის.

მეუფე იაკობი

28 მაისი 2020, 13:53

რეგიონი

მეუფე იაკობი ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე: ჩვენ სინოდის სხდომაზე მივიღეთ. ვერც მეუფე ანტონი და ვერც სხვა მეუფეეები მაგას ვერ შეცვლიან

მეუფე ანტონი ჩვეულებრივი იყო, იმ აზრზეა, ევროატლანტიკური და ევროპისკენ სწრაფვისკენ არ გადაუხვევია, იმიტომ, რომ ჩვენ სინოდის სხდომაზე მივიღეთ. ვერც მეუფე ანტონი და ვერც სხვა მეუფეეები მაგას ვერ შეცვლიან, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის ქადაგებას გამოეხმაურა.