imedi /  18 მაისი 2020, 10:39 / სანდო წყარო

ეგვიპტეში ოპოზიციური ონლაინ გამოცემის მთავარი რედაქტორი დააკავეს

ლინა ატალა

ლინა ატალა

ეგვიპტეში დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა „მადა მასრის“ მთავარი რედაქტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეს მედაიასაშუალება ავრცელებს.

ლინა ატალა ქაიროში ტორას ციხესთან იმ დროს დააკავეს, როდესაც ის დემოკრატიული მოძრაობის დაკავებული აქტივისტივის დედასთან ინტერვიუს წერდა.

როგორც „მადა მასრი“ წერს, პოლიცია უარს ამბობს ატალას დაკავების მიზეზის დასახელებაზე და მასთან ადვოკატსაც არ უშვებს.

ყველა სიახლე

30 მაისი 2020, 21:57

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტს ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ქაბულში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამის შესახებ Tolo News იტყობინება. ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეარხ Khurshid-ის მიკროავტობუსში ამოქმედდა. აფეთქების შედეგად ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 21:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სამომავლოდ დაგვჭირდება უფრო გაბედული და მასშტაბური ინტერვენციები, რომ ეკონომიკის აღდგენა დროულად მოვახერხოთ

საქართველომ დაამტკიცა, რომ ეფექტურად მართა კოვიდ პანდემია, შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, საზოგადოების, ინსტიტუტების, მათ შორის ეკლესიის, ასევე, მეგობრების - ევროკავშირის, აშშ-ის დამსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან ანტიკრიზისული გეგმის მიმართულებებზე ისაუბრა.

30 მაისი 2020, 21:32

ტაბლოიდი

ჯონ ლენონისა და მისი მკვლელის დღემდე უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა

გამოცემა Daily Mail-მა ჯონ ლენონის დღემდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი მკვლელობის დღეს, 1980 წლის 8 დეკემბერს არის გადაღებული.

30 მაისი 2020, 21:12

მსოფლიო

ინგუშეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ინგუშეთის ქალაქ სუნჟაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მებრძოლთა ჯგუფი მოიქციეს ალყაში. ამ დროისათვის ოპერაციის დამასრულებელი ფაზა მიმდინარეობს.

30 მაისი 2020, 20:59

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის ბავშვი რეანიმაციაშია

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს. როგორც Imedinews დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ბავშვს წყლით სხეულის 20% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 20:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში პრემიერის მოსმენისას ოპოზიციისგან სოციალური დახმარების სისტემის რეფორმაზე მსჯელობის წამოწყებას ელოდა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ ეს სფერო რეფორმას საჭიროებს და ის უფრო სამართლიანი უნდა გახდეს.

30 მაისი 2020, 20:30

საზოგადოება

1-ლი ივნისიდან „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები სტანდარტული გრაფიკით იმუშავებს

1-ლი ივნისიდან „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს უბრუნდება. სერვისცენტრები იმუშავებს შაბათსაც.

30 მაისი 2020, 20:07

სპორტი

ლონდონის საფეხბურთო კლუბის „არსენალის“ პრეზიდენტი ჩიპს კესვიკი პენსიაზე გავიდა

17-წლიანი მუშაობის შემდეგ, ლონდონის საფეხბურთო კლუბის „არსენალის“ პრეზიდენტი ჩიპს კესვიკი პენსიაზე გავიდა. 80 წლის სპეციალისტი „მეთოფეებში“ 2003 წლიდან სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობზე მუშაობდა და კლუბისთვის ახალი საშინაო სტადიონის, „ეშბერტონ გროუვის” აშენება მის სახელს უკავშირდება.

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 19:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბრბო რომ თეთრ სახლთან კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქცია პროფესიულად მართული იყო და არაფერი საერთო ჰქონდა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნასთან.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 მაისი 2020, 19:48

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, ნიღაბი პირველ რიგში სწორად უნდა გამოვიყენოთ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნიღაბი სწორად გამოიყენონ. მისი განმარტებით, ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ და ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

30 მაისი 2020, 19:27

სპორტი

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ ვალდესი სამწვრთნელო კარიერას იწყებს

38 წლის ყოფილმა მეკარემ ესპანეთის მეოთხე ლიგის კლუბი „ორტა“ ჩაიბარა, რომელიც გასულ წელს მეთორმეტე ადგილზე გავიდა და ახალ სეზონში მესამე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

30 მაისი 2020, 19:16

საზოგადოება

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო დაწესებულებებს სთხოვს, რომ თანამშრომლების მიერ უფლებამოსილებების განხორციელება დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდეს

საჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

30 მაისი 2020, 19:08

COVID19

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Skynews ავრცელებს. Sinovac პეკინის ბიოტექნიკური კომპანიაა და დაახლოებით 1000 მოხალიესე კორონავირუსის ვაქცინის ტესტირების მე-2 ეტაპში იღებს მონაწილეობას. კომპანიის განმარტებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სულ მალე ტესტირების მე-3, დასკვნითი ეტაპი დაიწყოს.

30 მაისი 2020, 18:58

COVID19

პოლონეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

პოლონეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და 1 051 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 23 376 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11 016 გამოჯანმრთელდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა აღწერეს.

ასტონ ვილა

30 მაისი 2020, 18:52

COVID19

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ინგლისის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბის, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. 79 წლის რონ სმიტი ოთხი კვირის წინ დაინფიცირდა და ექიმებმა უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ გადაარჩინეს.

30 მაისი 2020, 18:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ AE SOLAR-მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია აშშ-ში გაგზავნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

30 მაისი 2020, 18:31

ეკონომიკა

Nissan-ი წარმოებას ამცირებს და ქარხნებს ხურავს

ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ხურავს ქარხნებს ესპანეთში, ინდონეზიაში და ტოვებს სამხრეთ კორეის ბაზარს. ბრენდი ასევე გადის რუსეთის ბაზრიდან. ამის შესახებ euronews წერს. ამის მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა. მხოლოდ ბარსელონაში კომპანიის ბაზაზე მომუშავე 3 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

30 მაისი 2020, 18:19

ტექნოლოგიები

ახალი Android-ის პრეზენტაციის თარიღი ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო

Google-მა Android 11-ის ბეტა ვერსიის პრეზენტაციის თარიღი, რომელიც 3 ივნისს იყო დაგეგმილი, ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადადო, - ამის შესახებ ინფორმაციცა Android Developers-მა twitter გვერდზე გაავრცელა. „ახლა არ არის ზეიმის დრო“, - ნათქვამია ტვიტში.

მაგოტი მიამუნი გიბრალტარი

30 მაისი 2020, 18:14

მსოფლიო

გიბრალტარის მთავრობამ ტურისტებს კუნძულზე მაიმუნებთან შეხება აუკრძალა

დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის ხელმძღვანელობამ ცხოველების დასაცავად მიიღო, რადგან შიშობენ, რომ ტურისტებმა შესაძლოა მათ კორონავირუსის გადასდონ. მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ კანონის აღსრულებისთვის მკაცრ ზომებს მიიღებენ.

30 მაისი 2020, 18:13

ეკონომიკა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს კიდევ ერთი ქართული ღვინო დაემატა

„ახოები“ წითელი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. „ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.