18 მაისი 2020, 19:33 / სანდო წყარო

უკრაინის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად მოსახლეობის 20% კუჩმას მიიჩნევს

ლეონიდ კუჩმა

ლეონიდ კუჩმა

სოციოლოგიური ჯგუფის Rating Group Ukraine-ს მიერ 12-13 მაისს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მოსახლეობის მესამედის აზრით ქვეყანა განვითარების სწორი გზით მიდის, მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ არჩეული გზა არასწორია, ხოლო 17%-ს არჩევანის გაკეთება უჭირს.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უფრო ხშირად დადებითად შეაფასეს ახალგაზრდა რესპონდენტებმა, რომლებიც ამავე დროს პრეზიდენტ ზელენსკის და პარტია "ხალხის მსახურის“ მომხრეები იყვნენ.
სანდო პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველია ვლადიმირ ზელენსკი, რომელსაც მოქალაქეთა 57% ენდობა, ხოლო 37% - არ ენდობა.
გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს უკრაინის მოსახლეობის 39,3% ხმას მოქმედ პრეზიდენტს მისცემდა, 13,9% პრორუს პოლიტიკოსს - იური ბოიკოს, 13,3% - პეტრო პოროშენკოს, 8,6% - იულია ტიმოშენკოს, 5,9% - პროევროპულ კანდიდატ იგორ სმეშკოს.
მეორე ტურის შემთხვევაში უკრაინელთა 75% მხარს დაუჭერდა ზელენსკის, 25% - პოროშენკოს. იგივე შეფარდება გამოკვეთა ამ კითხვაზე ბოიკოს და ტიმოშენკოს შემთხვევაშიც.
დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად მოსახლეობის 20% კუჩმას მიიჩნევს, 16% - ზელენსკის, 13% - კრავჩუკს, 12% - პოროშენკოს,9% - იანუკოვიჩს, ხოლო 6% - იუშჩენკოს.
უკრაინის მოსახლეობამ ზელენსკის ერთწლიანი პრეზიდენტობის ყველაზე წარმატებულ მიმართულებებად მიიჩნია ტყვეთა განთავისუფლების და პანდემიასთან ბრძოლის საკითხები.
შედარებით უკამაყოფილოა მოსახლეობა ქვეყნის ერთიანობის, საერთაშორისო პოლიტიკის, თავდაცვის გაძლიერების, სოციალური დაცვის და განათლების რეფორმების კუთხით.
მთავრობის მუშაობამ ყველაზე დაბალი შეფასებები ოლიგარქების პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის პრობლემის ვერ შეზღუდვის, მიწის და სამედიცინო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპის და დონბასში მიმდინარე კონფლიქტის საკითხების გამო მიიღო.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის შს მინისტრი და პრემიერი იყო, ცდილობს ძირი გამოუთხაროს ექსპერტიზის ბიუროს მიმართ ნდობას

„მან ყველაზე კარგად იცის როგორც შს მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა, რა ნიშნავს ეს ბიურო, რა როლი აქვს ამ ბიუროს, მათ შორის ამ ქვეყანაში გამოძიების წარმოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა და რამდენად არასახელმწიფოებრივია, როცა ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობას. დანარჩენი მნიშვნელოვანიც აღარაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნებისა“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ

„ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

იაგო ხვიჩია

17 სექტემბერი 2021, 12:48

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ

„ადამიანის იძულება არ შეიძლება. არ შეიძლება, ადამიანი იძულებით მუშაობდეს, მათ შორის პარლამენტში. ნების გამოხატვაა ხომ მთავარი? ნების ნამდვილობაში უნდა დარწმუნდეს პარლამენტი. უფლებამოსილების შეწყვეტა ნიკა მელიას თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ. არ მგონია, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის ჩემი ხმა გახდეს საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნიკას დაველაპარაკები და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

17 სექტემბერი 2021, 12:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ადგილობრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობისა და ორგანიზაციიების შიდა სტანდარტების დარღვევები ერთმანეთისგან გამიჯნონ

„სამი ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშებში, ზოგადი ტენდენციაა იმის ხშირად მითითება, რომ „გამოვლენილი დარღვევები, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

ალეკო ელისაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:46

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ნიკა მელიას ასე ძალიან თუ უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, დეპუტატი იყავიო

„როცა პირველად სადეპუტატო უფლებამოსილებას უჩერებდნენ, მაშინ ამის წინააღმდეგ ხმა მივეცით და აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით. ვინაიდან, ახლა თავად ითხოვს, კი ბატონი, შეუწყდეს. თუ ასე ძალიან უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

17 სექტემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

აშშ და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ

აშშ და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონში აშშ-ისა და ავსტრალიის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თუ დავსვამთ კითხვას - ვის აწყობს ის, რაც ახლა ხდება და გულწრფელად გავცემთ პასუხს, მივხვდებით, რომ ეს პასუხი მიდის „ნაციონალურ მოძრაობამდე“

ჩვენ თუ დავსვამთ კითხვას - ვის აწყობს ის, რაც ახლა ხდება და გულწრფელად გავცემთ პასუხს, მივხვდებით, რომ ეს პასუხი მიდის „ნაციონალურ მოძრაობამდე“, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სავარაუდო ფარული ჩანაწერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხი და ამით ცდილობენ, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვიონ

ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აკეთოს და გამოაქვეყნოს. იცით რომ პროკურატურა დაიწყო გამოძიება, ახლა მათი პრეროგატივაა გვიპასუხონ, რასთან გვაქვს საქმე, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

17 სექტემბერი 2021, 12:32

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: 3 ადგილობრივი ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშებში, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ ფაქტებს უნდა მოიცავდეს, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მომხდარი ფაქტებია მოყვანილი

„ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა სამი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც, რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოიკვეთა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

17 სექტემბერი 2021, 12:24

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობასა და ზ.ჟვანიას სკოლის მსმენელებს შეხვდა და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ უპირველესი ამოცანაა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლება.

17 სექტემბერი 2021, 12:24

საზოგადოება

„ჯეოქეისის“ სატრენინგო პროგრამის კურსდამთავრებულთა ალუმნი ქსელი შეიქმნა

ქსელში გაწევრიანებულ სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და ორგანიზაციის ერთიანი ქოლგის ქვეშ „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსებთან ერთად იმუშაონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. გამოაქვეყნონ სტატიები მათთვის საინტერესო საკვლევი თემატიკის გათვალისწინებით.

17 სექტემბერი 2021, 12:10

COVID19

ამ დროისთვის ციციშვილის კლინიკაში 64 კოვიდინფიცირებულ მოზარდს მკურნალობენ

ამჟამად კლინიკაში 64 ბავშვი წევს, დანარჩენი მშობლები არიან - სულ 102 ადამიანი, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

17 სექტემბერი 2021, 11:58

პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური კოდექსის შემუშავებაზე იმსჯელეს

სოციალური კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონფერენცია გაიმართა.

ირაკლი ნადარეიშვილი

17 სექტემბერი 2021, 11:57

ტექნოლოგიები

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია ესპანური Making Science შემოვიდა

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია, ესპანური Making Science შემოვიდა, რომელმაც ინვესტირება განახორციელა ქართულ IT კომპანია Sweeft Digital-ში. ამ თანამშრომლობით Making Science-ი საქართველოდან განახორციელებს ოპერირებას და ქართულ კომპანიასთან ერთად მომსახურებას გაუწევს საერთაშორისო კლიენტებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 სექტემბერი 2021, 11:50

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: 420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადავეცით

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მლნ. ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წყალტუბოში განაცხადა, სადაც 420 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცა.

17 სექტემბერი 2021, 11:42

სამართალი

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა - მათ შორის ნარკორეალიზატორი

„სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. ბ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მის მიერ ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი““.

17 სექტემბერი 2021, 11:31

პოლიტიკა

EURACTIV: მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგს, რეალური საქმე მაინც საქართველოს მიერ გაკეთდა, ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული მედიაციით ხელი შეეწყო მშვიდობის დამყარებას

სტატიაში, რომლის ავტორია I3pact EU-ის დამფუძნებელი ვლად ოლტენუ, წარმატებულად არის შეფასებული საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მედიაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რამაც ხელი შეუწყო მშვიდობის დამყარებას.

ალუდა ღუდუშაური

17 სექტემბერი 2021, 11:29

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი

სავარაუდო ფარული ჩანაწერების თემას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფრის უკან ე.წ. დესტრუქციული ოპოზიცია დგას, რომლის წარმომადგენლებიც ხალხის მხარდაჭერის არქონის გამო, მსგავსი მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებისთვის თავის შეხსენებას.

17 სექტემბერი 2021, 11:09

COVID19

საქართველოში 1 306 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ ეტაპზე 1 306 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 11:06

სამართალი

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

„ცენტრ პოინტის“ 11-წლიანი საქმე დახურულია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს. მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს.