imedi /  21 მაისი 2020, 18:44 / სანდო წყარო

New York Times: 22 მაისს დონალდ ტრამპი ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლას გამოაცხადებს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

22 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლას გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი ტრამპის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამოსვლა შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ შეთანხმების მოქმედების გახანგრძლივებას არ გეგმავს. აღნიშნულ შეთანხმებას მოქმედების ძალა 2021 წელს ეწურება.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და იგი სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ითვალისწინებს ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 20:59

COVID19

პაატა იმნაძე: ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის

ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „ყველას გვინდა, რომ ვაქცინა მალე შეიქმნას. ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის, დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ვაქცინა შეიქმნება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

05 ივნისი 2020, 20:56

სამართალი

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადიციას განიხილავენ

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადიციას, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში Imedinews განუცხადეს.

ხათუნა ზახაშვილი

05 ივნისი 2020, 20:55

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: მოდით, მცირე მანძილზე გადაადგილებისთვის გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები

მოდით, სატრანსპორტო საშუალებებში დავუთმოთ ადგილი მათ, ვისაც ეს ტრანსპორტი ყველაზე მეტად სჭირდება; მცირე მანძილებზე გადაადგილებისთვის ისევ გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები და ვეცადოთ, რომ ნაკლებად ავიდეთ ტრანსპორტში, თუ ამისი გარდაუვალი საჭიროება არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 20:50

COVID19

პაატა იმნაძე ტრანსპორტში კონდიციონერების ჩართვაზე: ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ

ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ. სანამ არ გვექნება მყარი მტკიცებულება, რომ ეს რისკებს არ ზრდის, ეს უნდა დარჩეს ძალაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერების ჩართვაზე ნებართვის გაცემა.

05 ივნისი 2020, 20:35

COVID19

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 6800-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID19-ით კიდევ 338 ადამიანი დაინფიცირდა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა.

05 ივნისი 2020, 20:30

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 40 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 40 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 40 261 ადამიანი გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2020, 20:24

COVID19

ამირან გამყრელიძე: არავინ იცის, საკმარისი იქნება ვაქცინის ერთხელ გაკეთება თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დამცველობის უნარი ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს - საკმარისი იქნება მისი ერთხელ გაკეთება თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება.

05 ივნისი 2020, 20:23

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ე.წ საბურთალოს კლასტერი მართულია, ყველა კონტაქტზე დაწესებულია ზედამხედველობა

გამოვლენილია ყველა შესაძლო კონტაქტი, რომელიც ადამიანურ ძალებს აღემატებოდა. ყველა მათგანზე დაწესებულია ზედამხედველობა. გუშინ იმავე შემადგენლობიდან კიდევ ორი შემთხვევა იყო დადასტურებული. ეს კონტაქტები უკვე გამოვლენილი იყო და იზოლირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2020, 20:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი კავასაკის სინდრომს იწვევს

ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი კავასაკის სინდრომს იწვევს, არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილი

05 ივნისი 2020, 20:11

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: სექტემბრიდან სასწავლო პროცესებს ჯანმრთელი ბავშვები უნდა ესწრებოდნენ

სასწავლო პროცესებს ჯანმრთელი ბავშვები და პედაგოგები უნდა ესწრებოდნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ზოგადი წესები და სასწავლო ოთახები შეძლებისდაგვარად კარგად განიავდეს.

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 20:02

COVID19

პაატა იმნაძე: განკურნებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება ისევ აღმოჩნდეს, მაგრამ ეს არაა ხელახლა ინფიცირება

ყველა მკვლევარი უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხში, ასევე ფეკალიებში შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის აღარაა სიცოცხლისუნარიანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 19:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმუშევრობის შემცირებაზე: იმედია, ჯორჯ ფლოიდი ახლა გვიყურებს და ამბობს, რომ ეს დიდებული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმუშევრობის დონის შემცირებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ „ჯორჯ ფლოიდი კმაყოფილი იქნებოდა ამ დიდებული დღით“.

05 ივნისი 2020, 19:55

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად, ჟახუნდერის, ჩიხარეშის, ლენტეხის და ჩოლურის თემში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების მოწყობას ადგილზე გაეცნო. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 1 210 000 ლარს შეადგენს.

ნათია თურნავა

05 ივნისი 2020, 19:48

პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი: ჩვენს ქმედებებზე ვაგებთ პასუხს მოსახლეობის წინაშე, თუმცა შემდგომში ვინ რას ისაუბრებს კამერებთან, ეს მათი დღის წესრიგით არის ნაკარნახევი

მთლიანობაში მიუხედავად ყველაფრისა შეხვედრა იყო საქმიანი, ამომწურავად გავეცით ყველა კითხვას პასუხი, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა..

05 ივნისი 2020, 19:41

სამართალი

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ა.ი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „2020 წლის 5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

საცურაო აუზი

05 ივნისი 2020, 19:36

COVID19

საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის ახალი პროტოკოლები შემუშავდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გასახსნელად ახალი პროტოკოლების შემუშავება იქნება საჭირო.

ნათია თურნავა

05 ივნისი 2020, 19:36

პოლიტიკა

ნათია თურნავა: კოვიდფონდი ოქროს რესურსია, რომელიც ჩვენ ყველას, მთავრობას კი არა, მოსახლეობას გაგვაჩნია რომ უფრო ხანგრძლივად გავუძლოთ ამ ბრძოლას

ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი და პანდემია.აქედან გამომდინარე გაუმართლებელი იქნებოდა მთელი რესურსი რომ ერთბაშად დაგვეხარჯა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

05 ივნისი 2020, 19:28

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მუნიციპალიტეტებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ პირველი მოსმენისთვის წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება აღნიშნული კანონის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანა, რაც მისცემს მუნიციპალიტეტებს საშუალებას საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში დაარეგულირონ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება.

პირბადე

05 ივნისი 2020, 19:26

COVID19

სახიფათოა თუ არა ყოველდღიურად პირბადის რამდენიმე საათის განმავლობაში ტარება

საზიანოა თუ არა ყოველდღიურად პირბადის რამდენიმე საათის განმავლობაში ტარება ჯანმრთელობისთვის, ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეა, პაატა იმნაძეს ბრიფინგის დროს შეკითხვა დაუსვეს. მან არ დააკონკრეტა, უქმნის თუ არა ჯანმრთელობის პრობლემას ადამიანებს პირბადის ტარება, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია, რომ მიუჩვეველი ადამიანებისთვის მისი ტარება დისკომფორტს იწვევს.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 19:24

COVID19

დონალდ ტრამპი: საოცარი პროგრესი გვაქვს ვაქცინის მიმართულებით - უახლოეს დროში პოზიტიური სიურპრიზი გელით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე მზად არის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის 2 მილიონი დოზა.