22 მაისი 2020, 10:25 / სანდო წყარო

აშშ-ში სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობა ცნობილია

ფოტო: Nbcnews

ფოტო: Nbcnews

ადამიანი, რომელიც ტეხასის შტატში, ქალაქ კორპუს-კრისტიში მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზას დაესხა თავს, სავარაუდოდ ამავე ქალაქის მცხოვრები იყო, - ამის შესახებ Nbcnews-ი წერს.

ვარაუდობენ, რომ ის კორპუს-კრისტის მცხოვრები ადამ ალსახლია. თავდამსხმელი ორმხრივი სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. სროლისას დაიჭრა უსაფრთოების სამსახურის ერთი თანამშრომელიც. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტეხასის შტატში მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაბაზაზე სროლა 21 მაისს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო აეროდრომის ვებგვრდზე გავრცელდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 19:24

COVID19

დონალდ ტრამპი: საოცარი პროგრესი გვაქვს ვაქცინის მიმართულებით - უახლოეს დროში პოზიტიური სიურპრიზი გელით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე მზად არის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის 2 მილიონი დოზა.

რომან კაკულია

05 ივნისი 2020, 19:22

პოლიტიკა

რომან კაკულია „კოვიდფონდში“ მობილიზებულ 133 მილიონზე: მაქსიმალური გამჭვირვალობა ნიშნავს იმას, რომ გაირკვევა რა შემთხვევაში იქნება ამ თანხის დახარჯვა ყველაზე ეფექტური

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მედიასთან, „კოვიდფონდში“ მობილიზებული 113 მილიონი ლარის ხარჯვის საკითხს გამოეხმაურა.„ამ ეტაპზე მისი უბრალოდ შერევა საერთო თანხებთან არ მომხდარა, იმიტომ რომ მაქსიმალური გამჭვირვალობა ნიშნავს იმას, რომ გაირკვევა რა შემთხვევაში იქნება ამ თანხის დახარჯვა ყველაზე ეფექტური“, - განაცხადა კაკულიამ.

05 ივნისი 2020, 19:18

თავდაცვა

გერმანულმა კომპანია “ლოვამ“ ოფიციალური წერილით დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათი წარმოებულია

გერმანულმა კომპანია “ლოვამ“ ოფიციალური წერილით დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხაინდრავამ უწყებაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოუწოდა მედიას, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ შეეცდებიან უარყოფითად წარმოაჩინონ ყველა ის სიკეთე, რაც ჯარისთვის კეთდება.

05 ივნისი 2020, 19:11

პოლიტიკა

„ლავასოღლის“ ოჯახის წევრების განცხადებით, მათ 8 ივნისს გენერალური პროკურორი შეხვდება

მინდია გორაძის იგივე „ლავასოღლის“ ოჯახის წევრებს ორშაბათს 8 ივნისს 13:00 საათზე გენერალური პროკურორი შეხვდება - ამის შესახებ მათ აქციაზე განაცხადეს.

05 ივნისი 2020, 19:09

COVID19

თურქეთში უქმე დღეებში დაწესებული კომენდანტის საათი აღარ გახანგრძლივდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სოციალ-ეკონომიკური შედეგების გამო უქმე დღეებში დაწესებული კომენდანტის საათი აღარ გახანგრძლივდება.

გურამ მაჭარაშვილი

05 ივნისი 2020, 19:04

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილებები შედის

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა კონსტიტუციასთან თავსებადობის თვალსაზრისით გახდა საჭირო. მე-10 მოწვევის პარლამენტს უნდა დახვდეს ისეთი რეგლამენტი, რომელიც კონსტიტიუციასთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, არსებობს არა უმცირესობა და უმრავლესობა, არამედ საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო სიითი უმრავლესობა, რომელიც მინიმუმ 76 დეპუტატისგან უნდა იყოს შემდგარი. მისივე განმარტებით, თანამდებობის პირები აღარ იქნებიან უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები. ასევე, ცვლილება ხორციელდება ფრაქციის დაკომპლექტების ნაწილშიც.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 18:50

COVID19

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში სანიტარული შეზღუდვების მოხსნის დრო დადგა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში სანიტარული შეზღუდვების მოხსნის დრო დადგა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვხსნით ქვეყანას და არ მესმის, რატომ არ აუქმებს ზოგიერთი გუბერნატორი სანიტარული შეზღუდვებს. ჯორჯიის, ფლორიდისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში შეზღუდვები მოხსნეს და იქ სიტუაცია საკმაოდ კარგად ვითარდება“, - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

05 ივნისი 2020, 18:45

პოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ქართული ოცნება“ ტრადიციულ მიდგომებს არ ცვლის, რაც ვერ მოგვცემს შედეგს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეთ სწრაფად და ეფექტურად

ორი მნიშვნელოვანი საკითხია რაზეც რადიკალურად განსხვავებულია „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მიდგომა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიასთან დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

05 ივნისი 2020, 18:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჰყოფნის

ოპოზიცია უნდა იყოს სხდომაზე, მაგრამ მათ ამისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა არ ყოფნით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ოპოზიცია გააკრიტიკა, რომელიც რეგლამენრის განხილვას არ ესწრებოდა.

მიურიელ ბოუზერი

05 ივნისი 2020, 18:38

მსოფლიო

ვაშინგტონის მერმა დონალდ ტრამპს ქალაქიდან ფედერალური სამართალდამცველებისა და სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდა

ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, ქალაქიდან ფედერალური სამართალდამცველები და სამხედროები გაიყვანოს.

რონალდ ნიჟარაძე

05 ივნისი 2020, 18:31

პოლიტიკა

როლანდ ნიჟარაძე: ოკუპირებულ გალში მყოფი ქართულ სკოლების პედაგოგები არიან გმირები

ჩვენი მასწავლებლები არიან გმირები, ისინი დისტანციურ რეჟიმში ახერხებენ და ერთი პარაგრაფიც არ ჩაუგდიათ. დღეს ოკუპირებული გალიდან დარეგისტრირებულია 161 აბიტურიენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ გამოცდებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ განაცხადა.

05 ივნისი 2020, 18:30

COVID19

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით 4 442 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსი კიდევ 4442 ადამიანს აღმოუჩინეს, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 105 680-ს მიღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 12 545 ადამიანი გარდაიცვალა, 74 448 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კლინკებში 17 687 პაციენტი რჩება.

ირაკლი კობახიძე

05 ივნისი 2020, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მიხედონ საკუთარ 12%-იან, 3%-იან და უფრო დაბალ რეიტინგებს და მოემზადონ არჩევნებისთვის

სჯობს, მიხედონ საკუთარ 12%-იან, 3%-იან და უფრო დაბალ რეიტინგებს და ასე მოემზადონ არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შანსებზე საუბრისას განაცხადა. „სანამ „ქართული ოცნება" პანდემიასთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს, როგორც სამედიცინო კუთხით, ასევე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, ოპოზიცია ერთმანეთში თანამდებობების განაწილებისთვის იბრძვის.

თამარ ხულორდავა

05 ივნისი 2020, 18:23

პოლიტიკა

თამარ ხულორდავა: საერთოდაც არ მაქვს გადაწყვეტილი, ვიქნები თუ არა შემდეგი პერიოდი პოლიტიკაში აქტიური

„ვფიქრობთ, ერთმანეთში ვმსჯელობთ, რამდენიმე კოლეგას გვაქვს მჭიდრო კონსულტაციები, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, ფაქტია, რომ მარტო ადამიანი პოლიტიკაში არ არსებობს. საერთოდაც არ მაქვს გადაწყვეტილი, ვიქნები თუ არა აქტიური შემდეგი ციკლის განმავლობაში პოლიტიკაში“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

პედრო სანჩესი

05 ივნისი 2020, 18:22

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერი: შეშფოთებულნი ვართ აშშ-ში საპროტესტო აქციებზე რეაგირების ავტორიტარული სტილით

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო.

ირაკლი კობახიძე

05 ივნისი 2020, 18:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლოა რამდენიმე პარტიას ერთობლივი ფრაქციის შექმნის საშუალება ჰქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიზანი პარლამენტის მუშაობის დახვეწაა და მმართველი პარტია ყველა პრინციპულ საკითხზე პოზიციები შეჯერდება, მათ შორის, დამოუკიდებელ დეპუტატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

05 ივნისი 2020, 18:18

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ახალი სასტუმრო „ნიუ პორტი“ დაათვალიერა

ახალი სასტუმრო, გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

ირაკლი კობახიძე

05 ივნისი 2020, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროცესი დაწყებულია, მაგრამ არც სიის და არც მაჟორიტარების ნაწილში გადაწყვეტილება მიღებული არ არის

მაჟორიტარების ვინაობა დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელსაც კითხვით მიმართეს, თუ არის ცნობილი მაჟოროტარების პირველი ათეულის ვინაობა და კობახიძე თუ იქნებით პირველ ათეულში.

05 ივნისი 2020, 18:12

მსოფლიო

აშშ-ში სროლას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ალაბამის შტატში სროლის ადგილას პოლიციამ 7 ადამიანის ცხედარი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი შერიფის გვერდზე ვრცელდება. სროლის შესახებ პოლიციას ღამით შეატყობინეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გარდაცვლილები იპოვეს: ყველა მათგანი ზრდასრული კაცი და ქალია

ირაკლი კობახიძე

05 ივნისი 2020, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაუგებარია, როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს გიორგი რურუას პატიმრობის საკითხი პოლიტიკურ პროცესს

„გაუგებარია, როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს გიორგი რურუას პატიმრობის საკითხი პოლიტიკურ პროცესს. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია. ჩვენგან საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი პრობლემა არ დადგება, მთავარია იმ დეპუტატებმა, ვისაც საჯაროდ აქვთ გამოხატული მხარდაჭერის მიზანი, სამივე მოსმენისას მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. თუ ეს ასე იქნება, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.