imedi /  22 მაისი 2020, 17:46 / სანდო წყარო

საფრანგეთი სიძულვილის ენის რეგულირებას ტელევიზიების შემდეგ, ონლაინ მედიაშიც იწყებს

საფრანგეთი ონლაინ მედიის რეგულაციას იწყებს. კერძოდ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ონლაინ პლატფორმებიდან სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის ამოღების ან დაბლოკვის შესახებ კანონი უკვე მიიღო. დოკუმენტი ძალაში 2020 წლის 1 ივლისს შევა.

ახალი კანონის თანახმად, ონლაინ პლატფორმებმა, მაგალითად: Youtube, Twitter, Facebook, Google და სხვა, უნდა ამოიღონ, ან დაბლოკონ სიძულვილის ენის შემცველი მესიჯები საკუთარი პლატფორმებიდან.

რეგულაციის მიხედვით, ონლაინ გამოცემებმა რეაგირება მომხმარებლის მიმართვიდან 24 საათში უნდა მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პლატფორმები 250,000 ევროთი დაჯარიმდებიან, თუ საქმე სასამართლომდე მივიდა ჯარიმა შესაძლოა 1,25 მილიონ ევრომდეც გაიზარდოს. მსგავსი რეგულაცია ევროპის კიდევ ერთმა ქვეყანამ, გერმანიამ 2017 წელს მიიღო.

კანონის მიხედვით, სიძულვილის ენის შემცველ მესიჯებად მიიჩნევა ისეთი მესიჯები, რომლებიც: აღვივებს სიძულვილს, შეიცავს პედოფილიის ნიშნებს, ან შეიცავს შეურაცხმყოფელ შინაარსს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; ხელს უწყობს, ან აქეზებს ტერორიზმს; ლახავს ადამიანის ღირსებას; შეურაცხყოფს გენდერულ იდენტურობას, შეიცავს საომარი მოქმედებებისკენ მოწოდებას.

კანონის მიხედვით ტერორიზმის წამქეზებელი, ან პედოფილიის ნიშნების შემცველი შინაარსის მესიჯები ონლაინ გამოცემებმა უნდა აიღონ, ან დაბლოკონ არა 24 საათში, არამედ სახელმწიფო ორგანოების ჩარევით შეტყობინების მიღებიდან 1 საათში.

სასამართლოებს, რომლებიც გასცემენ კონტენტის დაბლოკვის, ან პლატფორმებიდან ამოღების ბრძანებას, ექნებათ უფლებამოსილება პროვაიდერ კომპანიებს იმ ვებ-გვერდებზე და სერვერებზე დაშვების შეზღუდვა მოთხოვონ, რომლებიც არ შეასრულებენ კანონის მოთხოვნას. აღნიშნული კანონის მიღებას საფრანგეთში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მოწინააღმდეგეების აზრით, კანონი ძალიან მკაცრ ვალდებულებებს უსაზღვრავს ონლაინ პლატფორმებს, თუმცა აღნიშნული მოსაზრებები საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ არ გაითვალისწინა.

ონლაინ მედია ვალდებული იქნება დაიცვას საფრანგეთის მედიის მარეგულირებლის CSA-ს რეკომენდაციები, უკანონო მესიჯების პლატფორმებიდან ამოღების ვალდებულების სათანადოდ შესრულების შესახებ, ასევე ექნებათ ვალდებულება უკანონო კონტენტის ამოღების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით გაავრცელონ შეტყობინება. ონლაინ პლატფორმებს დაევალებათ შეტყობინების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პირდაპირ ხელმისაწვდომი იქნება სიძულვილის შემცველი კონტენტის გასაჩივრების მსურველებისათვის; ვალდებულების ნაწილია სათანადო ზომების მიღება სწრაფი რეაგირების მოხდენის მიზნით, ასევე, ისეთი პირების გამოყოფა რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან სასამართლოებისა და უმაღლესი აუდიოვიზუალური საბჭოს მოთხოვნების მიღებასა და შესრულებაზე.

ახალი კანონი ითვალისწინებს ჯარიმას იმ პირებზეც, რომლებიც ბოროტად გამოიყენებენ გასაჩივრების საშუალებას და გაასაჩივრებენ კონტენტს, რომელიც არ შეიცავს უკანონო მესიჯებს, ასეთ პირებს შესაძლოა 15 ათას ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ.

ახალი კანონის შესრულებას საფრანგეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყება გააკონტროლებს, უმაღლეს აუდიოვიზუალურ საბჭოს ექნება უფლება დარღვევის შემთხვევაში ონლაინ პლატფორმებს დააკისროს ფულადი ჯარიმა მათი მთლიანი წლიური ბრუნვის მაქსიმუმ 4%-ის ოდენობით. საბჭო აგრეთვე უფლებამოსილია შეიმუშაოს სახელმძღვანელო წესები და ვალდებულია, უზრუნველყოს წლიური ანგარიშგების მომზადება იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ ონლაინ პლატფორმები კანონის მოთხოვნებს.

ყველა სიახლე

ნანა კაკაბაძე

20 სექტემბერი 2021, 14:32

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ომბუდსმენი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებები უხეშად დაარღვიეს იმ ტელეკომპანიებმა, რომლებიც ავრცელებენ ფაილებს, ის აქტიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მისი პოლიტიკური გემოვნებისთვის არის საჭირო

„მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, უფლებადამცველები ამ ქვეყანაში დუმან. უპირველეს ყოვლისა დუმს ომბუდსმენი, რომელიც არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებები უხეშად დაარღვიეს იმ ტელეკომპანიებმა და ჟურნალისტებმა, რომლებმაც 17 სექტემბრიდან დღემდე არ მოიშალეს უკანონო ქმედებები და ეტაპობრივად ავრცელებენ სხვადასხვა ფაილს. ლომჯარია აქტიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გემოვნებისთვის და ორიენტაციისთვის არის ეს საჭირო“, - აცხადებს კაკაბაძე.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 14:28

COVID19

თამარ გაბუნია: „მიუ“ შტამი ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი, ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმოსგან

„მიუ“ შტამი ჯერჯერობით კვლავაც რჩება დაკვირვების საგნად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის. ეს ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი. ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმოსგან. რამე განსხვავებული მიდგომა ამ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს და არც მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რისკები არ გაჟღერებულა ჯანმრთელობის ორგანიზაციიდან. “მიუ“ შტამი საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მიხეილ სარჯველაძე

20 სექტემბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საიას კონსულტაციები სარჩელზე სახელისუფლებო პარტიასთან არ გაუმართავს

კონსულტაციები სახელისუფლებო პარტიასთან არ გამართულა და ამის თაობაზე წინასწარ ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს საია-ის სარჩელზე საუბრისას განუცხადა. სარჯველაძე აღნიშნულით გამოეხმაურა საია-ის წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ ამ თემაზე პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები გამართეს.

ნიკა სიმონიშვილი

20 სექტემბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

საია-ის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციოს არჩევნებამდე პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად მიმართეს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ირწმუნება, რომ კონსტიტუციური სარჩელით, რომლითაც სასამართლოს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მიმართა, არავის ინტერესებს არ ემსახურება. კითხვაზე, რატომ არ გამოხატეს ოლქების საზღვრებზე ამ დრომდე პოზიცია, ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულად ვისთან, საია-ს თავმჯდომარე არ ასახელებს.

თორნიკე რიჟვაძე

20 სექტემბერი 2021, 14:17

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში

„ამ კვლევის შესაბამისად, პირველივე ტურში ვიმარჯვებთ როგორც ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებში, იმარჯვებს ჩვენი მერობის კანდიდატი. ასევე, ამ შედეგებით, საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილები მყარი უმრავლესობით. კვლევები ასახავს განწყობას როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. კირთაძე, ვარშალომიძე - ესენი ასოცირდებიან ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევასთან, იუნკერების საფლავის გაყიდვასთან. მე მგონი საზოგადოებაში აბსოლუტურად ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული“, - აცხადებს რიჟვაძე.

20 სექტემბერი 2021, 14:16

მსოფლიო

სომხეთის პრემიერის პრესმდივანი: სომხეთი მზად არის, თურქეთთან მაღალ დონეზე დიალოგი დაიწყოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორკიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, თურქეთთან მაღალ დონეზე დიალოგი დაიწყოს.

20 სექტემბერი 2021, 13:43

პოლიტიკა

კარი ჰენრიკსენი: საქართველო სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით პოლიტიკური რეფორმების აქტიურად განხორციელების მაგალითია

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, კარი ჰენრიკსენი 18-19 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს აჯამებს.

20 სექტემბერი 2021, 13:34

COVID19

ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს

ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

20 სექტემბერი 2021, 13:29

COVID19

თამარ გაბუნია: სუსტი იმუნიტეტის მქონე პირების ჯგუფი იქნება პირველი, ვისთანაც ბუსტერ დოზებზე ვისაუბრებთ

„ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, რამდენად არის ეს დოზა აუცილებელი იმისთვის რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს და საერთაშორისოდ არის 6-8-თვიანი ვადა რეკომენდებული მესამე დოზისთვის და უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება პირველი ჯგუფი, ვისთანაც ვისაუბრებთ ბუსტერ-დოზებზე. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომლებიც ჯერჯერობით ცალსახა და მკაფიო ბუსტერ დოზების მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:27

COVID19

თამარ გაბუნია: როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური იყოს იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ვაქცინაციას აზარალებს

როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური იყოს იმგვარ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ვაქცინაციის ვაქცინაციას აზარალებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ბილბორდებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, დასადგენია, დაირღვა თუ არა ხელშეკრულების პირობები, როდესაც ვაქცინაციის ბანერები პოლიტიკური ხასიათის ბანერებით ჩანაცვლდა.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

თამარ გაბუნია: ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია

„ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია. რა თქმა უნდა, ორსული ქალები იცრებიან, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთეული შემთხვევაა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

თამარ გაბუნია: ვფიქრობთ, ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც სწავლა საკლასო გარემოში გაგრძელდება

ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით წინადადებებს ამზადებენ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:15

COVID19

თამარ გაბუნია: კვირას 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა

„თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვის მაჩვენებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:14

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაზე: შედეგების შეფასებისთვის, ერთი თვე მაინც უნდა დავაკვირდეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სულ მცირე, ერთი თვის გასვლა მაინცაა საჭირო იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ეფექტი გამოიწვია ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:11

COVID19

თამარ გაბუნიამ განმარტა, გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

„აცრა ქვეყანაში არის ნებაყოფლობითი და ჯერჯერობით ეს აცრა ჩვენთვის იქნება ნებაყოფლობითი, მოქალაქის გადაწყვეტილებით. სხვაგვარი მოდელი ჯერჯერობით არ განიხილება“, - განაცხადა გაბუნიამ.

20 სექტემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

შს სამინისტროს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისთვის ჩატარდა​ ონლაინტრენინგი - „არჩევნები და უსაფრთხოება“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანტონიო გუტერეში

20 სექტემბერი 2021, 13:10

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში ჩინეთსა და აშშ-ს მოუწოდებს, ახალი ცივი ომი თავიდან აიცილონ

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჩინეთსა და აშშ-ს მოუწოდებს, ახალი ცივი ომი თავიდან აიცილონ.

20 სექტემბერი 2021, 12:59

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

შალვა პაპაუშვილი

20 სექტემბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საია-ის სარჩელი არის აბსურდული

საია-ის სარჩელი არის აბსურდული. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში გვქონდა მსჯელობა, თუ როგორ არის საზღვრები გადანაწილებული. ეს არის პოლიტიკური თანხმობის ნაწილი და ამაზე ყველა შევთანხმდით, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, სადაც ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

მიხეილ ჩხენკელი

20 სექტემბერი 2021, 12:56

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ISET-ის სკოლის პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ნაყოფიერი სტუდენტობა, წარმატება და პროფესიული განვითარება უსურვა.