IMEDI /  23 მაისი 2020, 19:20 / სანდო წყარო

ჯო ბაიდენი რასისტულ სკანდალში გაეხვა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი რასისტულ სკანდალში გაეხვა, ამის შესახებ BBC წერს.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ერთ-ერთ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ აფროამერიკელები, რომლებიც მხარს დონალდ ტრამპს უჭერენ, ნამდვილი შავკანიანები არ არიან.

სკანდალური განცხადების გამო ბაიდენი საკუთარმა თანაპარტიელებმაც კი მწვავედ გააკრიტიკეს, აფროამერიკელმა ამომრჩევლებმა კი მას რასიზმში დასდეს ბრალი. საბოლოოდ პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2020, 17:31

ეკონომიკა

ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

სამუშაოების მეორე ეტაპისთვის, რომელიც 3 ივნისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით; მესამე ეტაპზე, პირველი ეტაპის მსგავსად, მოძრაობა გადაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეზღუდვა 10 ივნისიდან 13 ივნისამდე იმოქმედებს.

რუსლან აბაშიძე

28 მაისი 2020, 17:18

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის მსგავსებებზე.შეხვედრის ბოლოს ქართულმა და უკრაინულმა მხარემ ოკუპაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

რუსთავის მერია

28 მაისი 2020, 17:18

რეგიონი

შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან რუსთავშიც განახლდება

შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა რუსთავში ხვალიდან განახლდება. ამასთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, შიდასაქალაქო მარშრუტებზე მომუშავე კერძო სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ტაბაღუამ, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს, დეტალურად გააცნო ის წესები და რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც, მგზავრთა გადაყვანისას სავალდებულოა.

28 მაისი 2020, 17:07

მსოფლიო

იაპონია ტურისტებისთვის ვაუჩერების დარიგებას აპირებს

ამრიგად, ხელისუფლებას სურს ტურისტულ სექტორს დაეხმაროს, რომელიც კორონავირუსისგან დაზარალდა. ასეთი სუბსიდიები მოგზაურებს დღიური ხარჯების თითქმის ნახევრის დაფარვაში დაეხმარება. ვაუჩერების გამოყენება კაფეებში, რესტორნებსა და მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ტრანსპორტს, მგზავრობის ღირებულება ტურისტებმა თავად უნდა გადაიხადონ.

ფრონტერა

28 მაისი 2020, 16:52

ეკონომიკა

საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია „ფრონტერას“ საარბიტრაჟოს გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

„საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და დააკმაყოფილა კორპორაციისა და სააგენტოს მიერ წარდგენილ მოთხოვნათა აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ფრონტერამ არსებითად დაარღვია კონტრაქტი (პწგხ), რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ფრონტერა” ვალდებულია, აუნაზღაუროს კორპორაციას მის ნაცვლად გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და, ამასთანავე, საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯთა უდიდესი ნაწილი, ჯამში 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბექა ლილუაშილი

28 მაისი 2020, 16:51

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ფართობებს ბაზარზე ვერ გაყიდის, ფართობის 30%-ს სახელმწიფო დევნილებისთვის შეიძენს

როგორც პრემიერის მრჩეველმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობების 30 პროცენტს ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართობებს შეიძენს, შემდეგ ეს ბინები ასევე გამოყენებული იქნება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 მაისი 2020, 16:44

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: პაციენტებს, რომლებმაც პრეპარატი „პლაქვენილი“ უკვე მიიღეს, შფოთვის საფუძველი არ აქვთ

„როცა ვუყურებ ჰარვარდის პროტოკოლს, როცა ვუყურებ ამერიკის და გერმანიის პროტოკოლებს, იქ არის 5-დან 10 დღემდე, მეტი ხანგრძლივობით ამ პაციენტებს ეს არ ეძლეოდათ. ამიტომ, არავითარი რისკი, გრძელვადიანი დამაზიანებელი ჰიდროქსიქლოროქინს არ ექნება, ეს ხალხი უნდა იყოს მშვიდად, რა თქმა უნდა. მაგრამ ბუნებრივია, როგორც მოვისმინეთ, აღარ იქნება ამ პრეპარატის მიმართებით ასეთი დამოკიდებულება, ის ჩანაცვლდება, სანამ არ დაზუსტდება“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

28 მაისი 2020, 16:39

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.

28 მაისი 2020, 16:38

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სამხრეთ კორეაში შეზღუდვების ნაწილი ბრუნდება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სამხრეთ კორეაში საკარანტინო ზომების ნაწილი ისევ ამოქმედდება. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 2 კვირით მუზეუმები, პარკები და გალერიები დაიხურება. ბოლო დღეებში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 5 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 16:27

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით, მთავრობა აპირებს არამხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, სადაც კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში.

28 მაისი 2020, 16:26

ეკონომიკა

2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა

2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით – 7.2%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2.9%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.

ივანე მაჭავარიანი

28 მაისი 2020, 16:21

ეკონომიკა

საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

საქართველომ ფინანსური დახმარების მიღების შესახებ შეთანხმება კიდევ ერთ დონორთან გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე.

28 მაისი 2020, 16:17

ეკონომიკა

გლდანის ხევის NI–NI ა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

გლდანის გამგეობის ცნობით, პროექტის შედეგად, ეწყობა მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, მონტაჟდება გარე განათების სისტემება, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გამგეობის ბიუჯეტიდან 75 555 ლარია გათვალისწინებული.

28 მაისი 2020, 16:15

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა, 32% – რუსეთიდან, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია.

მეუფე იაკობი

28 მაისი 2020, 16:14

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ევროპაში კი არა, სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით

„ევროპაში კი არა სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით. ორმაგი სტანდარტებია და ეს არის ძალიან ცუდი. გეტყვით რაში მდგომარეობს ეს ორმაგი სტანდარტი. მე გინდ ცილს მწამებენ, გინდ მაგინებენ, არაფერია, პასუხსაც არ ვცემ. პასუხი რატომ უნდა გავცე? თუ რამე არ მახსოვს, ცოდვები რაც ჩადენილი მაქვს, უფალი მომიტევებს“.

გიორგი ვოლსკი

28 მაისი 2020, 16:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს

„ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, რომ ასეთ ფორმატში, მათი მონაწილეობით ჩატარდეს შემდგომი კვლევა. ვინაიდან, ამაზე რუსეთი უარს ამბობს, ეს გვაჩვენებს, რომ მიკერძოებული და თავისი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანები აქვს სახელმძღვანელოდ, რათა დაწეროს ის, რაც სურს. გარდა ამისა, არსებობს წესი, კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც რუსეთიც უნდა მიჰყვებოდეს ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო დონეზე პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 15:59

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა შეუფერხებლად გააგრძელონ მშენებლობის პროცესი

მიმდინარე პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1.7 მილიონი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ამ მშენებლობის პროცესში ჩართული არიან ჩვენი მოქალაქეები. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

28 მაისი 2020, 15:57

ეკონომიკა

საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მოწოდების უმთავრესი წყარო კვლავ აზერბაიჯანია

ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ და მისი წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წელს ბუნებრივ აირზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით.

მიტროპოლიტი დანიელი

28 მაისი 2020, 15:43

საზოგადოება

მეუფე დანიელი: საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა ყველა ეპარქიის გიმნაზიებსა და სასულიერო სასწავლებლებსაც არ ყოფნის

მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო ისევ და ისევ იმისთვის, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, უფრო მეტიც უნდა გამოიყოს, რადგან სულიერი საზრდოსთვისაა ეს საჭირო.

მანჩესტერ იუნაიტედი

28 მაისი 2020, 15:37

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დავალიანების გამო ბანკიდან კრედიტი აიღო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბრიტანულმა საფეხბურთო კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ბანკიდან (Bank Of America) კრედიტის სახით 140 მილიონი ფუნტი აიღო.