imedi /  24 მაისი 2020, 19:00 / სანდო წყარო

ბენიამინ ნეთაიაჰუს საქმეზე სასამართლო პროცესის პირველი სხდომა დასრულდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესის პირველი სხდომა დასრულდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როცა სასამართლოს წინაშე მმართველი ლიდერი წარდგა. გამოძიება მას კორუფციაში ადანაშაულებს. 70 წლის ნეთანიაჰუ სხდომათა დარბაზში შესვლამდე მან გარეთ შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე აწეული თავით შედის.

სხდომაზე კი მოსამართლეებს განუცხადა, რომ ბრალდება წაიკითხა და ესმის, რაშიც ადანაშაულებენ. ნეთანიაჰუს პირბადე ეკეთა და ჟურნალისტების დარბაზიდან გასვლამდე სკამზე დაჯდომაზე უარს აცხადებდა. ის დანაშაულს არ აღიარებს.

პროცესის შემდეგი სხდომა 19 ივლისს გაიმართება.

ნეთანიაჰუს ბრალი სამი ეპიზოდის - „საქმე 1000“, „საქმე 2000“ და „საქმე 4000“-ის მიხედვით წარუდგინეს. ორ საქმეზე პრემიერს საზოგადოებრივი ნდობით ბოროტად გამოყენებაში, „საქმე 4000“-ის შემთხვევაში კი საზოგადოებრივი ნდობით ბოროტად გამოყენებასა და მექრთამეობაში ადანაშაულებენ.

ბრალდების მხარეს საქმეზე 300-ზე მეტი მოწმე ჰყავს დარეგისტრირებული. დაცვის მხარის მოწმეთა რიცხვი უცნობია. სპეციალისტების აზრით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების გარეშე სასამართლო პროცესი სულ მცირე ორი წელი გაგრძელდება, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, რომელიმე მხარე განაჩენს გაასაჩივრებს.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2021, 13:37

პოლიტიკა

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს უჭერს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიას წერილობითი განცხადება განიხილა, მისი ნამდვილობა დაადგინა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:29

სამართალი

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ: ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა

„პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა“, - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი არჩევნების შემდეგ მიიღებს

„დღეს კომიტეტი განიხილავს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იცით, რომ ეს ფორმალური ნაწილია, რომელიც ავალდებულებს კომიტეტს, რომ განიხილოს ეს საკითხი. საბოლოო ჯამში ეს გახლავთ პარლამენტის გადასაწყვეტი და ვნახოთ. იცით, რომ არჩევნებამდე არ ვაპირებთ შეკრებას, იქნება შემდეგ სხდომა და პარლამენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

17 სექტემბერი 2021, 13:27

სპორტი

თეა წულუკიანი: ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ ქართული სპორტის მუზეუმი

ვინაიდან სპორტის მუზეუმს აღარ გააჩნია საკუთარი ფართი, ფონდები დროებით ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული. მინისტრის განცხადებით, ყველა ექსპონატი სათანადოდ მოვლილი და შენახულია, რაც ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მუზეუმის ექსპონატები ფონდებში კი არ ინახებოდეს, არამედ იყოს გამოფენილი და ხელმისაწვდომი ახალგაზრდა თაობისათვის. ამიტომაც, სამინისტრო გეგმავს სამუშაო პროცესის წამოწყებას, რომლის მიზანიც სპორტის მუზეუმის აღდგენა და მისთვის შესაბამისი ფართის გამონახვაა.

17 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

ისრაელში ჩატარებული კვლევა: ის პირები, რომლებმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს, თითქმის 20-ჯერ მეტად არიან დაცულნი სერიოზული დაავადებებისგან და 10-ჯერ მეტად - ინფიცირებისგან

ისრაელში ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ის პირები, რომლებმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს, თითქმის 20-ჯერ მეტად არიან დაცულნი სერიოზული დაავადებებისგან და 10-ჯერ მეტად - ინფიცირებისგან იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც მეორე დოზა, სულ მცირე, ხუთი თვის წინ მიიღეს.

მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:17

სამართალი

მაია რჩეულიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაგზავნის შემდეგ, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. მაია რჩეულიშვილი 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არც ერთი მხარე არ აწერდა ხელს.

17 სექტემბერი 2021, 13:16

ეკონომიკა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, საქართველოს მასშტაბით 12 976 გადამხდელს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გაცნობითი სახის ვიზიტები, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაასაჩივრა ოზურგეთის მოქმედი მერის ქმედება - სამსახურეობრივი ნიშნით შეხვედრა თანამშრომლებთან

არსებობს ორი მუნიციპალიტეტი, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მერი არ იყო, მათ შორის ოზურგეთი, სადაც იცით რომ იქ მოქმედი მერი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის, - ასე უპასუხა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის შეკითხვას, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს.

17 სექტემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საია-ს შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციამ, მონიტორინგის მიმდინარეობისას, რაიმე სახის დადასტურებული კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა

საია-ს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის I შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციამ მონიტორინგის მიმდინარეობისას ვერ აღმოაჩინა რაიმე სახის დადასტურებული კანონდარღვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანალიზში ვკითხულობთ.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის შს მინისტრი და პრემიერი იყო, ცდილობს ძირი გამოუთხაროს ექსპერტიზის ბიუროს მიმართ ნდობას

„მან ყველაზე კარგად იცის როგორც შს მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა, რა ნიშნავს ეს ბიურო, რა როლი აქვს ამ ბიუროს, მათ შორის ამ ქვეყანაში გამოძიების წარმოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა და რამდენად არასახელმწიფოებრივია, როცა ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობას. დანარჩენი მნიშვნელოვანიც აღარაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნებისა“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ

„ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

იაგო ხვიჩია

17 სექტემბერი 2021, 12:48

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ

„ადამიანის იძულება არ შეიძლება. არ შეიძლება, ადამიანი იძულებით მუშაობდეს, მათ შორის პარლამენტში. ნების გამოხატვაა ხომ მთავარი? ნების ნამდვილობაში უნდა დარწმუნდეს პარლამენტი. უფლებამოსილების შეწყვეტა ნიკა მელიას თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ. არ მგონია, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის ჩემი ხმა გახდეს საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნიკას დაველაპარაკები და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ალეკო ელისაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:46

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ნიკა მელიას ასე ძალიან თუ უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, დეპუტატი იყავიო

„როცა პირველად სადეპუტატო უფლებამოსილებას უჩერებდნენ, მაშინ ამის წინააღმდეგ ხმა მივეცით და აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით. ვინაიდან, ახლა თავად ითხოვს, კი ბატონი, შეუწყდეს. თუ ასე ძალიან უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

17 სექტემბერი 2021, 12:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ადგილობრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობისა და ორგანიზაციიების შიდა სტანდარტების დარღვევები ერთმანეთისგან გამიჯნონ

„სამი ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშებში, ზოგადი ტენდენციაა იმის ხშირად მითითება, რომ „გამოვლენილი დარღვევები, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

17 სექტემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

აშშ და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ

აშშ და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონში აშშ-ისა და ავსტრალიის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თუ დავსვამთ კითხვას - ვის აწყობს ის, რაც ახლა ხდება და გულწრფელად გავცემთ პასუხს, მივხვდებით, რომ ეს პასუხი მიდის „ნაციონალურ მოძრაობამდე“

ჩვენ თუ დავსვამთ კითხვას - ვის აწყობს ის, რაც ახლა ხდება და გულწრფელად გავცემთ პასუხს, მივხვდებით, რომ ეს პასუხი მიდის „ნაციონალურ მოძრაობამდე“, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სავარაუდო ფარული ჩანაწერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხი და ამით ცდილობენ, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვიონ

ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აკეთოს და გამოაქვეყნოს. იცით რომ პროკურატურა დაიწყო გამოძიება, ახლა მათი პრეროგატივაა გვიპასუხონ, რასთან გვაქვს საქმე, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

17 სექტემბერი 2021, 12:32

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: 3 ადგილობრივი ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშებში, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ ფაქტებს უნდა მოიცავდეს, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მომხდარი ფაქტებია მოყვანილი

„ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა სამი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც, რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოიკვეთა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

17 სექტემბერი 2021, 12:24

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობასა და ზ.ჟვანიას სკოლის მსმენელებს შეხვდა და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ უპირველესი ამოცანაა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლება.

17 სექტემბერი 2021, 12:24

საზოგადოება

„ჯეოქეისის“ სატრენინგო პროგრამის კურსდამთავრებულთა ალუმნი ქსელი შეიქმნა

ქსელში გაწევრიანებულ სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და ორგანიზაციის ერთიანი ქოლგის ქვეშ „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსებთან ერთად იმუშაონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. გამოაქვეყნონ სტატიები მათთვის საინტერესო საკვლევი თემატიკის გათვალისწინებით.