25 მაისი 2020, 15:03 / სანდო წყარო

ვენესუელაში საწვავით დატვირთული პირველი ირანული ტანკერი ჩავიდა

ვენესუელაში საწვავით დატვირთული პირველი ირანული ტანკერი ჩავიდა, - ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ირანიდან ვენესუელის მიმართულებით სულ ხუთი ტანკერი გაგზავნეს.

აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული როგორც ვენესუელისთვის, ისე - ირანისათვის. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტანკერების გაგზავნის საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რის გაკეთებას აპირებს ოფიციალური ვაშინგტონი.

ვენესუელამ აშშ გააფრთხილა, რომ ტანკერების დასაცავად ფლოტს გაგზავნიდა. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ კი თქვა, რომ თუ აშშ ტანკერების დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას, რაიმე ფორმით, ხელს შეუძლიდა, ამას უპასუხოდ არ დატოვებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანულ გემებს ვენესუელაში 1,53 მილიონი ბარელი ბენზინი და ქიმიური დანამატები გადააქვთ. ტვირთის ჯამური ღირებულება 45,5 მილონ დოლარამდეა.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 22:00

COVID19

ბოლივიის მთავრობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ბოლივიის მთავრობის კიდევ ორ წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. შესაბამისად, ქვეყნის მთავრობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

15 ივლისი 2020, 21:59

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის განცხადებით, ბავშვს COVID-19- ის რამდენიმე სიმპტომი აღენიშნება, მათ შორის სიცხე. მაია მაისურაძის თქმით, ის კლინიკაში დედასთან ერთად იმყოფება. ბავშვის დედასაც ჩაუტარდა მოლეკულარული ტესტი, რომლის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.

15 ივლისი 2020, 21:49

COVID19

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

ინფიცირებული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

ია მეტრეველი

15 ივლისი 2020, 21:45

საზოგადოება

ია მეტრეველი: ირინა ენუქიძის დიდი წვლილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში

სწორედ ბუტათი და შემდეგ სანდრო გირგვლიანით დაიწყო ქვეყნის დაქცევა „ნაციიონალურმა მოძრაობამ“ და ირინა ენუქიძემ ნათლად დაანახა საზოგადოებას, რასთან ჰქონდა საქმე - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ „ქრონიკასთან“ განაცხადა. ია მეტრეველის თქმით, ირინა ენუქიძემ ბევრი იბრძოლა და მისი დიდი წვლილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში.

15 ივლისი 2020, 21:39

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის უწყება: სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ოპერატიული ვითარება მშვიდია

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შუშან სტეფანიანმა კომენტარი გააკეთა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შექმნილ ვითარებაზე.

15 ივლისი 2020, 21:17

სამართალი

შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას მეგობარი გოგო გამოიკითხა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაბადების დღეზე მყოფი კიდევ ერთი ერთი გოგო გამოიკითხა. მანდ მედიასთან ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ის იუბილარის, ანა გაბეჩავას მეგობარია და გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა.

კახა კუჭავა

15 ივლისი 2020, 21:11

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძე წინა არჩევნებსაც წარმატებით ხელმძღვანელობდა

ირაკლი კობახიძე წინა არჩევნებსაც ძალიან წარმატებით ხელმძღვანელობდა და ის ძალიან ძლიერი ხელმძღვანელია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი კობახიძის დანიშვნაზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ბორის ჯონსონი

15 ივლისი 2020, 21:00

COVID19

ბორის ჯონსონმა კორონავირუსის პანდემიაზე მთავრობის რეაგირების გამოძიების ჩატარებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მხარი დაუჭირა კორონავირუსის პანდემიაზე მთავრობის რეაგირების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას.

15 ივლისი 2020, 20:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იქნება გუნდი, რომლის წყალობით 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, ახალი რამდენი სახე იქნება ზუსტად, ძველი სახე ვინ იქნება და რომელ ნომრად იქნება ესა თუ ის ადამიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ამაზე კონსულტაციები არ დაწყებულა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

სერგი კაპანაძე

15 ივლისი 2020, 20:46

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან უნდა კეთდებოდეს განცხადებები, რომელიც ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს

უცნაური განცხადებაა, რბილად რომ ვთქვათ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას უთხრა. „ყველა მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რომელსაც საზოგადოებრივი ყურადღება ეთმობა, ძალიან მნიშვნელოვანია კეთდებოდეს განცხადება, რომელიც ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს, მარტო ჯგუფურს კი არა და ინდივიდუალურს ახალისებდეს, არამედ ნებისმიერი სახის ძალადობას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გიორგი ვოლსკი

15 ივლისი 2020, 20:39

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე: როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს, ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთო

როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს, რა საკვირველია არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადება- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის ძალადობის საქმეს შეეხებოდა. „პრეზიდენტს ცუდი არაფერი უგულისხმია თუ ის ტრადიციებზე საუბრობდა, ლაპარაკობდა ტრადიციაზე, რომელიც ეხება აღიარებას, რომელიც ეხება მონანიებას“, - აცხადებს ვოლსკი. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ვაჟკაცობა ჯგუფური ძალადობა არ არის.

15 ივლისი 2020, 20:37

COVID19

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას. ოქსფორდის უნივერსიტეტი ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ვაქცინის ფართო წარმოების დაწყებაზე მუშაობს.

15 ივლისი 2020, 20:33

სამართალი

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხაშურში ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხაშურის რაიონის სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

15 ივლისი 2020, 20:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

დავით მათიკაშვილი

15 ივლისი 2020, 20:29

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური პარკი შექმნა, რომელიც კიდევ ერთ ლოკაციად აღინიშნება საქართველოს ტურისტულ რუკაზე

ჩვენ გვესმოდა არაერთი სპეკულაცია და უსაფუძვლო ბრალდება, არადა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური პარკი შექმნა, რომელიც კიდევ ერთ ლოკაციად აღინიშნება საქართველოს ტურისტულ რუკაზე, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნას.

15 ივლისი 2020, 20:22

რეგიონი

დენდროლოგიურმა პარკმა პირველ დღეს რამდენიმე ათას ადამიანს უპასპინძლა

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.

არმენ სარქისიანი

15 ივლისი 2020, 20:16

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი: თუ აზერბაიჯანს ძალის ენა ურჩევნია, სომხეთის არმია მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საომარი ქმედებების გაჩაღება საკუთარ და მეზობელ ქვეყანაში არაადამიანური და უპასუხისმგებლო ქმედებაა.

მაიკ პომპეო

15 ივლისი 2020, 19:59

COVID19

მაიკ პომპეო: ჯანმოს მიერ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესწავლა აბსოლუტურად შელამაზებული გამოძიება იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესწავლა აბსოლუტურად შელამაზებული გამოძიება იქნება.

15 ივლისი 2020, 19:58

რეგიონი

ბათუმში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ბათუმში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. „ვაპროტესტებთ გახელაძის ჯერ ვერაგულად დაჭრას და შემდეგ გატაცებას. ცხადია ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას, ეს ბრძოლა არის მარათონული და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ტუღუშმა შეკრებილებმა რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. „ადამიანები ყოველდღე ქრებიან ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან. ეს უნდა გავაჩეროთ, ხმაური უნდა ავტეხოთ, სხვანაირად არ შეიძლება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მალხაზ რეხვიაშვილმა

15 ივლისი 2020, 19:51

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: პანდემიის პერიოდში ბავშვებში ტყვიაზე კვლევები არ შეჩერებულა

პანდემიის პერიოდში ბავშვებში ტყვიაზე კვლევები არ შეჩერებულა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, წელს ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯება.