IMEDI /  02 ივნისი 2020, 14:27 / სანდო წყარო

კიევში რესტორნების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

უკრაინაში, კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობასთან რესტორნების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, მთავრობას რესტორნების ასოციაცია საქმიანობის განახლების და ობიექტების გახსნის უფლებას სთხოვს.

აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს. უკრაინის ხელისუფლებამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინი 12 მარტს გამოაცხადა. 11 მაისიდან კი შეზღუდვების შერბილების შესახებ გააკეთა განცხადება. კიევში ჯერჯერობით სალონები და მაღაზიები გაიხსნა.

შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე 22 მაისიდან გაიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღები და სასტუმროები.

1-ლი ივნისიდან უკრაინაში გაიხსნა საცურაო აუზები, სპორტდარბაზები, რკინიგზა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

სოსო ფხაკაძე

15 ივლისი 2020, 10:32

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: გვინდა, გულწრფელად დავაფიქსიროთ მადლიერება, რომ პარლამენტთან ერთად მივაღწიეთ კომპრომისულ რედაქციას

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომელსაც გუშინ პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ბიზნესთან შეთანხებულია.

გიგა მანდარია

15 ივლისი 2020, 10:27

რეგიონი

აგვისტოდან თერჯოლაში მცხოვრები 500-მდე ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თერჯოლაში, ჯაბიძის ქუჩაზე მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გამრიცხველიანების სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებთან შესახვედრად წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია ჩავიდა. მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს. ჯაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს ცენტრალიზებული წყალმომაარგების სისტემა არასდროს ჰქონიათ და დღემდე ეზოებში მოწყობილი ჭებით სარგებლობენ.

მამუკა მდინარაძე

15 ივლისი 2020, 10:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კობახიძეზე: მას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ საარჩევნო პროცესს როგორც იურისტი და მენეჯერი სწორად გაუძღვეს

ირაკლი არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი, თუკი ვინმე შეიძლება იყოს კვალიფიციური ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი კობახიძის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა. „მას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ საარჩევნო პროცესს როგორც იურისტი, როგორც მენეჯერი გაუძღვეს სწორად და კიდევ ერთი დამატებითი რგოლია ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წარმატებაში, რომელსაც თქვენ 31 ოქტომბერს აუცილებლად ნახავთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჩეხეთი მატარებლები

15 ივლისი 2020, 10:15

მსოფლიო

ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეხეთში, ქალაქ ჩესკი-ბროდის მახლობლად ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამგზავრო მატარებლის მემანქანე. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე შეჯახების მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

15 ივლისი 2020, 10:07

რეგიონი

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ღვთისმშობლის კვართი, დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და მრევლთან ერთად ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.საზეიმო მსვლელობა დადიანების მუზეუმიდან მშენებარე ტაძრამდე გაიმართა რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

15 ივლისი 2020, 09:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1000-ს გადასცდა

​​საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

15 ივლისი 2020, 09:29

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მივიდა. ის ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას და საზეიმო წირვას დაესწრება. ადგილზე ასევე იმყოფებიან სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენიმე წუთში სასახლის ეზოდან ღვთისმშობლის წმინდა კვართს გამოაბრძანებენ და მრევლთან ერთად საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

დავით ზალკალიანი

15 ივლისი 2020, 09:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტზე: უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ კომისრის მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით

ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ კომისრის მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს განუცხადა. დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა ევროკომისიაში, ასევე, შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობდა. „ევროკავშირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი და კორონავირუსის დროს გაიღო ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერა, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ევროკავშირი საკმაოდ პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომელიც ჩვენს საფინანასო სექტორში მიმდინარეობს. სრული მზაობაა, რომ ეს ფინანსური მხარდაჭერა იყოს მდგრადი და თანმიმდევრული“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

15 ივლისი 2020, 09:00

მსოფლიო

უცხოელ სტუდენტებს სწავლების დისტანციური რეჟიმის გამო აშშ-ში დარჩენა აღარ აეკრძალებათ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს გეგმაზე, რომ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ, აშშ-ში ყოფნის უფლება შეუზღუდოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მილიონზე მეტი სტუდენტი სწავლობს აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში და ბევრი სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.

15 ივლისი 2020, 08:45

ტექნოლოგიები

Google-ი მომხმარებლების თვალთვალში დაადანაშაულეს

კომპანია Boies Schiller Flexner-ი კორპორაცია Google Alphabet Inc-ს სასამართლოში უჩივის და მომხმარებლების თვალთვალში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. კომპანიის ინფორმაციით, Google-ი უკანონოდ აგროვებს მომხმარებლებზე ინფორმაციას მაშინ, როცა მათ ანგარიშის ფუნქცია გათიშული აქვთ. Boies Schiller Flexner-ი კორპორაციას მოსმენების შესახებ კალიფორნიის შტატის ფედერალური კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, კორპორაცია უკანონოდ აგროვებს ინფორმაციას ახალი ამბებისა და რეკლამის სფეროში. კომპანიაში აცხადებენ, რომ თვალთვალისთვის Google-ი იყენებს პროგრამა Firebase-ს. ეს პროგრამა უჩინარ ჩანართშია ჩაშენებული. პროგრამით ხდება მონაცემის შენახვა, ინფორმაციის გადაგზავნა და ასევე სისტემაში ხარვეზების კონტროლი.

15 ივლისი 2020, 08:36

COVID19

კორონავირუსი: ვითარება საქართველოს კლინიკებში

ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად 27 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი 6 პაციენტია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კოვიდცენტრიდან თორმეტი პაციენტის ანალიზებია გადაგზავნილი და პასუხი დღეისთვის გახდება ცნობილი. რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, იქ კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ავადმყოფი მკურნალობს. აქედან ორი ტრაილერის მძღოლია. ერთ პაციენტს პნევმონია აქვს, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

15 ივლისი 2020, 08:25

სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ორ კანდიდატს მოუსმენენ. საბჭოს წევრების კითხვებს პაატა ქათამაძე და ლაშა ქოჩიაშვილი უპასუხებენ. გასაუბრების პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. საბჭოში სულ 6 კანდიდატს უნდა მოუსმინონ. გასაუბრება 2 ვაკანტურ ადგილზე მიმდინარეობს. შერჩეულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

15 ივლისი 2020, 08:22

მსოფლიო

მედია: აია სოფიას ტაძარში ლოცვისას ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ

სტამბოლის აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ. ამის შესახებ aljazeera იუწყება. aljazeera-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა. „სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული არ იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის, ტაძარში შესვლა კი, უფასო იქნება“, - აცხადებს ომერ ჩელიკი. .

15 ივლისი 2020, 08:10

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი სტუმრებს დღეიდან მიიღებს

​​​​​​​შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ვიზიტორებისთვის დღეიდან გაიხსნება. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

15 ივლისი 2020, 08:01

საზოგადოება

დღეს ბარსელონადან სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ი (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. სარეპატრიაციო რეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება. ფრენას ქართული ავიაკომპანია ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე დაბრუნდება.

15 ივლისი 2020, 01:02

COVID19

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

სალიმატა სიმპორე

15 ივლისი 2020, 00:56

სპორტი

ბელარუსში ეჭვობენ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ბურკინაფასოელი მოთამაშე კაცია

კლუბმა დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მოიყვანს დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტებს, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს გამართული.

ბენქსი

15 ივლისი 2020, 00:55

კულტურა

ბენქსიმ ახალი გრაფიტი ლონდონის მეტროში დახატა

ბენქსიმ მისთვის ჩვეული შავი ვირთხები დახატა: ისინი აცემინებენ, პირბადეებს პარაშუტებივით იყენებენ და მათში იმალებიან. ამგვარად მხატვარმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ბევრი ადამიანი ნიღაბს სწორად არ იყენებს.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 00:51

პოლიტიკა

კახა ბექაური: სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო

„ბიზნესთან შეთანხმებასა და კონსენსუსს მივაღწიეთ. კარგია, რომ ჩვენი მოსაზრება გაიზიარეს, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი“.

15 ივლისი 2020, 00:51

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 666 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 303 699 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 409 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.