IMEDI /  03 ივნისი 2020, 08:53 / სანდო წყარო

ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება. ამის შესახებ გამოცემა USA Today წერს.

ფლ​ოიდს ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს ცნობილი ამერიკელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერ-უმცროსი დაფარავს.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 15 მაისს მინეაპოლისში პოლიციელებმა მოკლეს, რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები და მასობრივი უწესრიგობები მოჰყვა.

ყველა სიახლე

ირანი უკრაინა ავიაკატასტროფა

12 ივლისი 2020, 20:50

მსოფლიო

ირანში უკრაინული ლაინერის ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი დაასახელეს

გადაადგილების შემდეგ კომპლექსში ახალი ლოკაციის შესახებ მონაცემები არ იყო შეყვანილი, რამაც ავიალაინერის აღმოჩენის დროს ხარვეზი გამოიწვია. კომპლექსმა ლაინერი აღიქვა როგორც „სამიზნე, რომელიც თეირანის მიმართულებით სამხრეთ-დასავლეთიდან მიფრინავს“, მაშინ როცა სინამდვილეში თვითმფრინავი თეირანიდან ჩრდილოეთ-დასავლეთიდან მიფრინავდა.

12 ივლისი 2020, 20:34

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუა ხნის მამაკაცი სატვირთო მანქანის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

12 ივლისი 2020, 20:26

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში ავტომობილი მდინარეში გადავარდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში, „დელიკას“ ფირმის ავტომობილი, მდინარე „მულხურაში“ გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ბეჩოს თემის მკვიდრი, 45 წლამდე ასაკის კაცია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

მაკენზი ბეზოსი

12 ივლისი 2020, 20:20

ეკონომიკა

ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალი გახდა

ახლა ბეზოსი აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგის ლიდერია და პირველ ადგილზე მაღაზიების ქსელ Walmart-ის დამფუძნებლის ქალიშვილი, ელის ულტონი ჩაანაცვლა. ულტონის ქონებას Forbes-ი 57,3 მილიარდად აფასებს.

12 ივლისი 2020, 20:13

რეგიონი

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაზგაყვანილობის მილი გასკდა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაზის მილი დაზიანდა. შემთხვევა ერთერთ მშენებარე კორპუსთან ახლოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში imedinews-ს განუცხადეს, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე სახანძრო ბრიგადა იყო გასული.

რიონი სამძებრო სამუშაოები

12 ივლისი 2020, 19:49

რეგიონი

ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მდინარე რიონში ხანდაზმული კაცის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, კაცი 9 ივლისს გაუჩინარდა. საღამოს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ

კორონავირუსი აზერბაიჯანი

12 ივლისი 2020, 19:44

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 24 041 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 306 ადამიანი, 15 093-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ირანი კორონავირუსი

12 ივლისი 2020, 19:34

COVID19

ირანში კიდევ 194 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 257 303-მდე გაიზარდა.

სუდანი ქალები

12 ივლისი 2020, 19:17

მსოფლიო

სუდანში ქალთა წინდაცვეთის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

„ყველა ამ ცვლილების მიზანი კანონის წინაშე თანასწორობის მიღწევაა. უარი ვთქვით ყველა მუხლზე, რომელიც დისკრიმინაციას იწვევს. ჩვენს ხალხს გარანტიას ვაძლევთ, რომ სამართლებლივი რეფორმა მანამ გაგრძელდება, სანამ არ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც სუდანში ადამიანის უფლებებს არღვევს“, - აღნიშნა ნასრედინ აბდულბარიმ.

12 ივლისი 2020, 18:47

სამართალი

ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სომხეთი აზერბაიჯანი

12 ივლისი 2020, 18:39

მსოფლიო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ერევანში აღნიშნავენ, რომ შეტევის მოგერიება საპასუხო ცეცხლის გახსნით შეძლეს. ამასთან, სომხურ მხარეს არც დაშავებულები და არც დაღუპულები ჰყავს. ბაქოში კი აცხადებენ, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ მსხვერპლი ორივე მხარეს არის და აზუსტებენ, რომ ინციდენტის შედეგად 2 აზერბაიჯანელი სამხედრო გარდაიცვალა, 5 კი დაიჭრა.

12 ივლისი 2020, 18:27

რეგიონი

კახეთში, „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ”, ფერმერებისთვის ტრენინგი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ კორონავირუსი

12 ივლისი 2020, 18:20

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის 66 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ეს პანდემიის დაწყებიდან ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყანაში. აშშ-ში ინფიცირებულების რაოდენობამ უკვე 3,2 მილიონს აჭარბებს.

ხანძარი

12 ივლისი 2020, 18:19

სამართალი

ადვოკატის ინფორმაციით, ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაცია სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, სპეცოპერაციის შედეგად, ზუგდიდში დაკავებული დადუ შენგელია თბილისში გადაიყვანეს. დაკავებულის ადვოკატის პაატა სოტკილავას თქმით, სავარაუდოდ გამოძიება მას ნარკოდანაშაულს ედავება. მისივე თქმით, რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს საცხოვრებელი ბინიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

აჭარა

12 ივლისი 2020, 17:42

COVID19

აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა.

კორონავირუსი ავსტრია

12 ივლისი 2020, 17:07

საზოგადოება

ORF Nachrichten: საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, - ნათქვამია სტატიაში.

EUMM

12 ივლისი 2020, 17:03

პოლიტიკა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გუშინ, მის მიერვე მართული ცხელი ხაზის ინტენსიურ რეჟიმში გამოყენებას ადასტურებს, რაც ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრას უკავშირდებოდა“.

12 ივლისი 2020, 16:57

საზოგადოება

დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ირალნდიის სამთავრობო ღონისძიებაში პირველად მონაწილეობს

2020 წლის 12 ივლისს, დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, პირველად ირლანდიის ისტორიაში, მონაწილეობს ომებში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართულობა ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში შესაძლებელი გახდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინში მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის მამა დავით ლონერგანის ერთობლივი ძალისხმევისა და გაწეული მუშაობის შედეგად.

12 ივლისი 2020, 16:51

COVID19

რუსთავის ცხელების ცენტრი პაციენტმა თვითნებურად დატოვა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრიდან" პაციენტი გაიქცა. როგორც „იმედინიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი მათთან საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა.

უორენ ბაფეტი

12 ივლისი 2020, 16:48

ეკონომიკა

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა და ქველმოქმედმა, სულ ახლახანს გამოაცხადა 5 ორგანიზაცია, რომელიც მის ყოველწლიურ დონაციას მიიღებს. როგორც ბაფეტმა აღნიშნა, ის აპირებს, რომ თავისი ქონების 99% ქველმოქმედებაში დახარჯოს, საიდანაც მისი თქმით, უმეტეს ნაწილს ის ბილ და მელინდა გეითსების სახელობის ფონდს, მისი მეუღლის საქველმოქმედო ფონდსა და მისი 3 შვილის საქველმოქმედო ფონდებს შესწირავს.