06 ივნისი 2020, 15:07 / სანდო წყარო

იტალიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნები 15 ივნისიდან მათი მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნიან

იტალია იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნები 15 ივნისიდან იტალიელებისთვის საზღვრებს გახსნიან, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიამ, რომელიც კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა (აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ბრაზილიის შემდეგ), 3 ივნისიდან ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი საზღვრები უკვე გახსნა.

„15 ივნისი ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. იტალიაში ჯანდაცვის მდგომარეობა უმჯობესდება. ოპტიმისტურად ვუყურებ 15 ივნისს“ - განაცხადა ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა სლოვენიაში სტუმრობისას.

მისივე განცხადებით, გერმანია და შვეიცარია 15 ივნისიდან იტალიელების მიღებას უკვე დათანხმდა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფექცია 234 531 ადამიანს დაუდგინდა, 33 774 გარდაიცვალა, 163 781 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის პირველი შემთხვევა იტალიაში 21 თებერვალს აღრიცხეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 13:20

საზოგადოება

2020 წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:19

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს

„ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპონენტში, ამ კომპონენტშიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დამკვირვებლებსაც ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო და არ შევუშალოთ ამ პროცესს ხელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნები წარიმართოს გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

07 ივლისი 2020, 13:19

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა მოინახულა

გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:07

COVID19

გაგრძელდება თუ არა ონლაინ სწავლის რეჟიმი - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი

07 ივლისი 2020, 13:06

პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: აუცილებელია, ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია ზომები

აუცილებელია, ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების მოქმედების ვადის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებაზე.

07 ივლისი 2020, 13:06

საზოგადოება

საწვავის ხარისხზე კონტროლი მკაცრდება

საწვავის სათანადო ხარისხი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის შენარჩუნების, აქედან გამომდინარე კომიტეტმა და ინიციატორებმა, გადავწყვიტეთ რომ სანქციები გავამკაცროთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „POSTV-ის“ ეთერში განაცხადა.

07 ივლისი 2020, 13:04

COVID19

ავსტრალიის მთავრობამ მელბურნში საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოაცხადა

ავსტრალიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ მელბურნში, საგანგებო მდგომარეობა მეორედ გამოაცხადა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გიგა ბოკერია

07 ივლისი 2020, 12:55

საზოგადოება

გიგა ბოკერია: „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, რეგულაციები, რომელიც ზღუდავს უფლებებს, წარსულს ჩაბარდება

„კანონპროექტში ყველა ავტორიზებული და ლიცენზირებული სუბიექტი წერია და შეიძლება გამოყენება ნებისმიერის მიმართ. ასეც რომ არ იყოს და დაგვიმტკიცონ, ინტერნეტის კონტროლი ნაკლები პრობლემაა, რატომ არ ენდობიან სასამართლოს“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დავით ნარმანია

07 ივლისი 2020, 12:51

ეკონომიკა

დავით ნარმანია: სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

რომან გოცირიძე

07 ივლისი 2020, 12:50

პოლიტიკა

რომან გოცირიძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე: ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური

გამოდის რომ, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება პანდემიის საკითხით მანიპულირებს და ხელში იგდებს ისეთ ბერკეტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას არჩევნების პროცესში უხეშად ჩასარევად. ფაქტობრივად, დიქტატურის დამყარება შეუძლიათ ამ კანონით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე განუცხადა.

07 ივლისი 2020, 12:46

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

ლევან კობერიძე

07 ივლისი 2020, 12:39

პოლიტიკა

ლევან კობერიძე: კორონავირუსი 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე გახდა

„კორონავირუსთან მეგობრობა და სიახლოვე გარკვეულწილად შანსების თემას უჩენს „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად ასე ადვილად მასთან დამშვიდობება არ უნდათ და არც იმ კანონპროექტებთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მათ განუსაზღვრელ ძალაუფლებას აძლევთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დაბა ბაკურიანი

07 ივლისი 2020, 12:37

საზოგადოება

ზამთრის სეზონზე ბაკურიანის შეუფერხებელი წყალმომარაგებისთვის ტენდერი ორ პროექტზე გამოცხადდა

ზამთრის საკურორტო სეზონზე ბაკურიანის სასმელი წყლის დებიტის გაზრდისა და დაბის შეუფერხებლად წყალმომარაგებისთვის, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებზე წინადადების მიღება 20 ივლისს, ხოლო ბაკურიანში წყლის სისტემის ოპტიმიზაციის სამუშაოებზე 17 ივლისს სრულდება. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით10 მილიონ ლარამდეა.

07 ივლისი 2020, 12:34

საზოგადოება

თბილისის 28-ე საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამავე ადგილას მომავალი წლიდან ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, შენობა კეთილმოეწყობა და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

07 ივლისი 2020, 12:29

სამართალი

ბათუმში 9 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს ქალი, რომელმაც საკუთარ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. როგორც Imedinews-ს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ენტონი ფაუჩი

07 ივლისი 2020, 12:16

COVID19

ენტონი ფაუჩი: ახალგაზრდებმა არ უნდა იფიქრონ, რომ სერიოზული შედეგების დადგომისგან დაცულნი არიან

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მდგომარეობა კარგი არ არის.

07 ივლისი 2020, 12:12

რეგიონი

კელი დეგნანმა სოფელ ყარაფილაში საწარმოს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის მთავრობა აგრძელებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მხარდაჭერას. დღეს შიდა ქართლის სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობის დასაწყებად ელჩი კელი დეგნანი და გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მესაკუთრეებს შეუერთდნენ საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოსი ამერიკის საელჩო აქვეყნებს. ამ ადგილობრივ ბიზნესს USAID/Georgia და სტარტაპ საქართველო უჭერს მხარს.

07 ივლისი 2020, 12:10

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 400-მდე ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 390 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 196 944-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 024 პაციენტი გარდაიცვალა, 182 200 კი გამოჯანმრთელდა.

გენადი მარგველაშვილი

07 ივლისი 2020, 12:09

საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი: აბიტურიენტები, საგამოცდო ცენტრებში კოვიდინფექციით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ, აბიტურიენტების უსაფრთხოების შესახებ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

სერგო რატიანი

07 ივლისი 2020, 12:04

პოლიტიკა

სერგო რატიანი: ამ პირობებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტის მიღება საზიანოა

არსებულ პირობებში კანონის მიღება საზიანოა. ფაქტობრივად, ის ეჭვქვეშ აყენებს მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციას და რეალურად საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ კანონთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე განუცხადა.