10 ივნისი 2020, 18:08 / სანდო წყარო

თურქეთში „დაეშთან“ კავშირის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

ფოტო: Anadolu

ფოტო: Anadolu

თურქეთის პოლიციამ საქარიის პროვინციაში ერაყის 5 მოქალაქე „დაეშთან“ (ისლამური სახელმწიფო) კავშირის ბრალდებით დააკავა , - წერს სააგენტო Anadolu.

ეჭვმიტანილთა გამოვლენა ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოხდა. ერთი დაკავებული შინაპატიმრობაშია, დანარჩენები საპატიმროში გადაიყვანეს.

თურქეთმა ერთ-ერთმა პირველმა, 2013 წელს, გამოაცხადა „დაეში“ ტერორისტულ დაჯგუფებად და მას შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალი ტერაქტი განხორციელდა, რასაც ჯამში 315 ადამიანის სიკვდილი და ასეულობით ადამიანის დაშავება მოჰყვა.

ყველა სიახლე

მარინა ეზუგბაია

10 ივლისი 2020, 11:11

COVID19

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირების წყარო უცნობია

5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებული შემთვევასთან კონტაქტი, ერთი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:08

სამართალი

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ტრაგედიით სპეკულირება და პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია

გიორგი გახარიას თქმით, ახლა ყველას ამოცანაა, რომ გამოძიებას ხელი შევუწყოთ. „გამოძიება რომ დასრულდება და შედეგი იქნება, შემდეგ შეიძლება მისი ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ტრაგედიის სპეკულირება და გამოყენება რაღაც პოლიტიკური მიზნებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიროგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:01

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩათრეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათი მხრიდან გამოხატული თითოეული საკითხი ჩვენთვის ყურადსაღებია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“.

დონალდ ტრამპი

10 ივლისი 2020, 10:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რადიკალმა მემარცხენეებმა ჯო ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს - აზრზე არ არის, თუ რას აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალმა მემარცხენეებმა ჯო ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 10:53

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოს პროგრესსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არაფერი ემუქრება

„ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ, არც დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, არც კორუფციასთან თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესს არაფერი არ ემუქრება, ისევე როგორს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 10:51

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები, ახლა მთავარია სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ

საარჩევნო სიაში მე ვიქნები ბოლო ნომერი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

10 ივლისი 2020, 10:42

სამართალი

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, კუთვნილ საამქროში აწარმოებდა თვისობრიობა შეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს.

10 ივლისი 2020, 10:33

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 646 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 646 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სან-პაულუ, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო საფლავი

10 ივლისი 2020, 10:31

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 69 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 42 907 ადამიანს დაუდგინეს, 1 199ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსი უკვე 1 759 103 ადამიანს დაუდასტურდა, 69 254 ინფიცირებული გარდაიცვალა, 1 185 596 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

10 ივლისი 2020, 10:30

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

9 ივლისს კი სასამართლომ მანამდე გამართლებულ ისლამისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო მიიჩნევს, რომ 27 წლის მოხიუსანატ ჩაუდჰარი, რომელიც ადრე Uber-ში მძღოლად მუშაობდა, მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმზე, ტურისტულ ავტობუსზე ან გეი-აღულმის მონაწილეებზე თავდასხმას გეგმავდა.

10 ივლისი 2020, 10:23

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა

„მანჩესტერმა“ 3, ან მეტი ბურთის სხვაობით ინგლისის ჩემპიონატში, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, რაც პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდია, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა სტუმრად „ასტონ ვილას“ 3:0 მოუგო და გუნდის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ წლევანდელ სეზონში სადებიუტო ბურთი გაიტანა. თითო გოლი კი მეისონ გრინვუდის და ბრუნო ფერნანდეშის ანგარიშზეა, რომელმაც თავი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. წლევანდელ სეზონში „იუნაიტედს“ ყველაზე მეტი, ცამეტი პენალტი დაუდეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

ნათია თურნავა

10 ივლისი 2020, 10:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ხობში ჩინური ინვესტიციით საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია

„ხობში ჩინური ინვესტიციით პლატმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. განხორციელდება 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

10 ივლისი 2020, 10:15

რეგიონი

ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა მათი სიმძლავრე არ ყოფნის უხვი ნალექის გატარებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის დათვლა.

10 ივლისი 2020, 10:13

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

10 ივლისი 2020, 10:11

COVID19

ჰონგ-კონგში სკოლებს ისევ დახურავენ

კოვიდინფიცირების შემთხვევების მატების გამო ჰონგ-კონგში სკოლები ისევ დაიხურება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჰონგ-კონგში კოვიდ 19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯო ბაიდენი

10 ივლისი 2020, 10:08

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად მუხლი მოიყარა

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმბოლური ჟესტით შეუერთდა.

ბათუმი

10 ივლისი 2020, 10:07

სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანი აცხადებს, რომ თვითდაზიანება შემთხვევით მიიყენა

„ის არის კონტაქტური, იმყოფება პოსტოპერაციული განყოფილების პალატაში. დაჭრილი არასრულწოვანი კლინიკაში გუშინ 21:55 საათზე შემოიყვანეს. მას აქვს მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, ბასრი საგნით მიყენებული. ჭრილობა იყო ღრმა, სისხლდენა ჰქონდა, თუმცა შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული“, - განაცხადა მედცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ცხვარაძემ.

10 ივლისი 2020, 09:54

სპორტი

„ინტერმა” „ვერონასთან“ მატჩი ფრედ დაასრულა და ქულები დაკარგა

ანგარიში მასპინძელთა ფეხბურთელმა ლაზოვიჩმა მატჩის დებიუტში გახსნა, რასაც სტუმრებმა ანტონიო კანდრევას დუბლით უპასუხეს. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მიგელ ველოსომ უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ინტერს“ გამარჯვების საშუალება არ მისცა.

ათენი

10 ივლისი 2020, 09:45

მსოფლიო

ათენში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ათენში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას 6 პოლიციელი დაშავდა. Euronews-ის ინფორმაციით, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა სამართალდამცავებს ხელნაკეთი ბომბები ესროლა, რასაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზითა და მანათობელი ხელყუმბარებით უპასუხა.

ბოლივია

10 ივლისი 2020, 09:40

მსოფლიო

ბოლივიის დროებითი პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჟანინ ანიეს ჩავესი COVID19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან twitter-ის გვერდზე დაწერა.