imedi /  11 ივნისი 2020, 21:34 / სანდო წყარო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირის თითოეული ქვეყანა გადაწყვეტს საზღვის გახსნას მესამე ქვეყნისთვის, რაც დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე

ჟოზეფ ბორელი

ჟოზეფ ბორელი

ვროკავშირის თითოეული ქვეყანა გადაწყვეტს საზღვის გახსნას მესამე ქვეყნისთვის, რაც დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ანუ რა ვითარებაც იქნება 1 ივლისისთვის - ასე უპასუხა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა „ქრონიკის“ კითხვას, იქნება თუ არა საქართველო 1 ივლისის სიაში, ვისთანაც ევროკავშირი საზღვრის გახნას აპირებს.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციაა.

„ჩვენ შეგვიძლია შევადგინოთ კრიტერიუმები და შევეცადოთ ხელი შევუწყოთ კოორდინაციას, რადგან არ გამოვიდეს ისე, რომ ერთმა გახნას და მეორემ დაკეტოს ან დაკეტილი დატოვოს. ბრიუსელში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კრიტერიუმების შედგენა და კოორდინაციაში ჩვენი წვლილის შეტანა. ევროკავშირის თითოეული ქვეყანა გადაწყვეტს საზღვის გახსნას მესამე ქვეყნისთვის, რაც დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ანუ რა ვითარებაც იქნება 1 ივლისისთვის. დღეიდან 1 ივლისამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. პერსპექტივა კარგი გვაქვს, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს და ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ.დღეს არ შემიძლია გითხრათ, რომელი ქვეყანა რა გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს 20 დღის შემდეგ. ეს არავინ იცის“. აღნიშნა ბორელმა.

ევროკომისიამ 1-ლი ივლისიდან შენგენის ზონაში უცხოელების დაშვების კრიტერიუმები უკვე დაასახელა

ყველა სიახლე

საბა კვირკველია

04 ივლისი 2020, 13:25

სპორტი

საბა კვირკველიამ შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვოს

მოსკოვის „ლოკომოტივი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას გაშვებას აპირებს. რუსული მედიის ცნობით, ლოკომოტივი ცენტრალურ მცველლს ეძებს და ამ პოზიციაზე კვირკველიას სავარაუდო შემცვლელებიც ჰყავს, რომლებიც 28 წლის ქართველ ფეხბურთელზე უმცროსები არიან.

04 ივლისი 2020, 13:20

მსოფლიო

ბრიტანეთში არალეგალური მუსიკალური ღონისძიების დაშლისას 7 პოლიციელი დაშავდა

დიდ ბრიტანეთში, დასავლეთ ლონდონში, არალიცენზირებულ მუსიკალურ ღონისძიებაზე შეკრებილთა დაშლის მცდელობისას 7 სამართალდამცველი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეკრებილებმა პოლიციელებს აგურები დაუშინეს, რის შედეგადაც მათი ნაწილის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადამიანი ძაღლი ასაკი

04 ივლისი 2020, 13:13

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ძაღლის და ადამიანის ასაკის შედარების ახალი ფორმულა დაადგინეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი ფორმულა შეადგინეს, რომელიც ძაღლების ზრდის სიჩქარეს ითვალისწინებს. კვლევისთვის მათ ლაბრადორები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ამ ჯიშის ძაღლები ადამიანზე გაცილებით სწრაფად იზრდებიან, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კი ეს ტემპი უფრო ნელი ხდება.

04 ივლისი 2020, 13:11

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანია: ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს გაფრთხილება კიდევ ერთხელ მიეცა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძემ, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფოთში წყალარინების ქსელის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში სამუშოები მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. მშენებელი კონტრაქტორი ახალი ქსელის მოწყობას რეკვავას, აკაკის, ჭავჭავაძის, წმინდა გიორგისა და თავდადებულის ქუჩებზე ახორციელებს.

აჭარა დახმარება

04 ივლისი 2020, 13:08

რეგიონი

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სამთავრობო კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

04 ივლისი 2020, 13:04

მსოფლიო

ოკლაჰომას 2 პოლიციელს მკვლელობაში ადანაშაულებენ, მათ მსხვერპლზე ელექტრო შოკი 50-ჯერ გამოიყენეს

ჯოშუა ტეილორსა და ბრენდონ დინგმანს, 1 ივლისს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ელექტრო შოკის ჭარბი გამოყენების შედეგად მათ 28 წლის ჯარედ ლაკის სიცოცხლე იმსხვერპლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ოფიცრებმა ელექტრო შოკები 50-ზე მეტჯერ გამოიყენეს, რაც ძალის გადამეტება იყო და როგორც დოკუმენტში წერია ეს სიკვდილის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

04 ივლისი 2020, 12:59

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 583 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 19 267-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე 235-ია. აზერბაიჯანში კორონავირუსის დამარცხება 10 820-მა ადამიანმა შეძლო.

კელი დეგნანი

04 ივლისი 2020, 12:51

პოლიტიკა

კელი დეგნანი: საქართველოში გატარებული 5 თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებებს დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.

04 ივლისი 2020, 12:38

სამართალი

ხობის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ტოიოტას“ ფირმის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გარდაცვლილი ხობში მცხოვრები მე-10 კლასის მოსწავლეა. მოზარდი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სენაკიდან, ზუგდიდში მიმავალმა მანქანამ გაიტანა.

ჩილიბოი რალეპელე

04 ივლისი 2020, 12:31

სპორტი

მორაგბე ჩილიბოი რალეპელე აკრძალული პრეპარატების მიღების გამო 8-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

სამხრეთ აფრიკელი მორაგბე ჩილიბოი რალეპელე აკრძალული პრეპარატების მიღების გამო 8-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას RTE ავრცელებს. სპორტსმენს დოპინგზე ტესტი 2020 წლის 27 იანვარს ჩაუტარდა, თუმცა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საბოლოო გადაწყვეტილება ახლაღა მიიღო და რალეპელე რაგბიდან რვა წლით მოკვეთა, რაც მისთვის კარიერის დასრულების ტოლფასია, რადგან უკვე 33 წლისაა.

მაიმუნი ქოქოსი

04 ივლისი 2020, 12:25

მსოფლიო

ბრიტანეთის სუპერმარკეტებმა უარი თქვეს ქოქოსის პროდუქციის იმ ნაწილზე, რომელიც მაიმუნების მიერ დაკრეფილი ხილისგან მზადდება

ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ Peta დაადგინა, რომ ტაილანდში ასეთ საქმიანობას 8 ფერმა ეწევა, რომლებიც მაიმუნებს ველურ ბუნებაში არალეგალურად იჭერენ და წვრთნიან. თითო მაიმუნს აქ დღეში 1000-მდე ქოქოსის შეგროვება შეუძლია, მაშინ როცა ადამიანის მუშაობის შემთხვევაში ეს რიცხვი დაახლოებით 80-ს შეადგენს.

ჯამალ ჰაშაღი

04 ივლისი 2020, 12:22

მსოფლიო

თურქეთის სასამართლოში ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა

​​თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განაახლა. სასამართლო საქმეში საუდის არაბეთის მოქალაქეების მონაწილეობას განიხილავს. ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში ბრალი 20 ადამიანს წაუყენეს.

04 ივლისი 2020, 12:13

საზოგადოება

გლდანის რაიონში კიდევ რამდენიმე ქუჩის მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები კიდევ რამდენიმე მისამართზე დასრულდა, მათ შორის, ქერჩის N6 კორპუსთან, სადაც გზის საფარის მოწყობა 1 413 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 52 541 ლარი დაიხარჯა.

დონალდ ტრამპი

04 ივლისი 2020, 12:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აშშ-ს მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკას მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა უწოდა. New York Post-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთასთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძე

04 ივლისი 2020, 12:08

პოლიტიკა

კახა კალაძემ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აშშ 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღევანდელი დღე მიულოცა. მისი თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.

04 ივლისი 2020, 11:52

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელის 12 წევრი მოკლეს

მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე, ქალაქ ნუევო-ლარედოში მექსიკის პოლიციამ ნარკოკარტელის 12 წევრი მოკლა. ოფიციალური უწყებების ცნობით, ადგილობრივ პოლიციელებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.

რუსეთი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 11:50

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 674 515-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მარიო ბალოტელი

04 ივლისი 2020, 11:48

სპორტი

მარიო ბალოტელი შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს

„ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იტყობინება. მისი ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა არგენტინულ კლუბში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მოლაპარაკებებს „ბოკა ხუნიორსთან“ მისი აგენტი მინო რაინოლი აწარმოებს.

არჩილ თალაკვაძე

04 ივლისი 2020, 11:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გვეამაყება, რომ ქართველი და ამერიკელი ერები ერთმანეთის მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! გვეამაყება, რომ ჩვენი ერები ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი მეგობრობა ძლიერია!“ - წერს თალაკვაძე Facebook-ზე.

სომხეთი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 11:38

COVID19

სომხეთში კორონავირუსით კიდევ 580 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, მათ შორის ერთის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადება“ სახელდება. სულ კი COVID-19-ს ქვეყანაში 447 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსი 11 331 პაციენტმა დაამარცხა.