imedi /  11 ივნისი 2020, 21:47 / სანდო წყარო

ჟოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა წარმატების ისტორიაა და გვინდა. რომ ეს წარმატება მომავალშიც ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ გაგრძელდეს

ჟოზეფ ბორელი

ჟოზეფ ბორელი

დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი მაგალითი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ევროკავშირისთვის პრიორიტეტია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. 33 საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა მოეხდინა ჩვენი ერთობის, პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის დემონსტრირება და მიგვეცა ბიძგი 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის გეგმებისთვის- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხა, რომელიც ტელევიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მისი თქმით, შეხხვედრაზე იმსჯელეს სამეზობლოში კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაზე და დაიგეგმა ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ლიდერების შემდეგი ვიდეოკონფერენცია, რომელიც 18 ივნისს შედგება.

„ჩვენი გზავნილი აღმოსავლეთ პატრნიორების მიმართ იყო მკაფიო. რთულ პერიოდშიც კი თქვენ უნდა ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვიმყოფებით. ჩვენ თქვენ მხარდაჭერას გიცხადებთ. ასევე, ჩვენ უნდა შევხედოთ მომავალს და როგორ შევძლებთ ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ გვაქვს იდეები, რომლებსაც წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს მაისში. გვქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე წევრი ქვეყნებიდან. მე ვიტყოდი, რომ არის გაზრდილი ინტერესი ჩვენი შემდგომი თანამაშრომლობის მიმართ. ევროკავშირი იდგა აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და ჩვენ მზად ვართ კვლავაც დავეხმაროთ პარტნიორების პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებთან გამკლავებაში. საუბარია მხარდაჭერის ამბიციურ 900 მილიონი ევროს დახმარებაზე , რომლის მობილიზიბაც მოვახდინეთ 6 პარტნიორისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა წარმატების ისტორიაა და ჩვენ გვინდა. რომ ეს წარმატება მომავალშიც ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ გაგრძელდეს“- აღნიშნა ბორელმა.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2020, 16:59

პოლიტიკა

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, ანგარიში რამდენიმე თვით ადრე იყო მოწოდებული და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მას გასცნობოდა.

ჰელსინკი

10 ივლისი 2020, 16:57

საზოგადოება

13 ივლისიდან ფინეთი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარს ნაწილობრივ გაუხსნის

13 ივლისიდან ფინეთი საქართველოსა და კიდევ 10 ქვეყნის მოქალაქეებს ნაწილობრივ გაუხსნის საზღვარს. ინფორმაცია ამის შესახებ ფინეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ჰუბერტ ქნირი და გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

გერმანიის ელჩი ასურეთის რესტავრაციაზე: ძალიან მიხარია როდესაც ვხედავ, რომ გერმანულ კულტურულ მემკვიდრეობას იცავენ და უვლიან

„ასურეთში მხოლოდ საქართველოს მხარის დაფინანსებით განხორციელდა ევანგელიური ეკლესიის აღდგენა და გერმანელი კოლონისტების რამდენიმე სახლის გამაგრება და რესტავრაცია. ძალიან მიხარია როდესაც ვხედავ, რომ გერმანულ კულტურულ მემკვიდრეობას იცავენ და უვლიან“.

10 ივლისი 2020, 16:52

მსოფლიო

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ოკლაჰომის ნაწილი ინდიელთა მიწად აღიარა

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ შტატ ოკლაჰომის მნიშვნელოვანი ნაწილი ინდიელთა რეზერვაციას მიაკუთვნა, რაც ადგილობრივი აბორიგენების ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

კობა ნარჩემაშვილი

10 ივლისი 2020, 16:44

სამართალი

კობა ნარჩემაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია საქმის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირება

რადგან არსებობს ასეთი დაზიანებები და დევს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ეს არის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, ე.ი. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ასეთი დაზიანებები მიაყენეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა.

10 ივლისი 2020, 16:43

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მასობრივი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე იმსჯელეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ორი დღის განმავლობაში უსმენდნენ დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებს თემატური მოკვლევის საკითხზე: „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

10 ივლისი 2020, 16:38

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა - „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. თემატური მოკვლევის მიზანია ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის ექსპორტისას ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევების კვლევა. არსებული მონაცემების საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, წერილობითი და ზეპირი მოსაზრებები, რომლებიც პარლამენტს ამ მოკვლევის ფარგლებში წარედგინება.

ივან გეშევი

10 ივლისი 2020, 16:34

მსოფლიო

ბულგარეთის მთავარი პროკურორი პრეზიდენტს ზეწოლაში ადანაშაულებს

ბულგარეთის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის განხცადებით, ქვეყნის პრეზიდენტი რუმენ რადევი პროკურატურაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სოფო გორგოძე

10 ივლისი 2020, 16:34

საზოგადოება

სოფო გორგოძე: მივმართავ გულშემატკივრებს, აბიტურიენტებს სახლში დაელოდონ

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს მოვუწოდოთ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, როდესაც შეუძლიათ და ეს დისკომფორტს არ უქმნით, გამოიყენონ პირბადე. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავ გულშემატკივრებს, რომ დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში“.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი 2020, 16:31

პოლიტიკა

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნებში სხვა ძალების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი, ამის რეალური ნიშნები დღეს არ არსებობს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა სხვა უწყებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული და სხვა ძალების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის რისკებზე, ამერიკის ელჩის განცხადების კონტექსტს შეეხო.

სოფო კილაძე; ჰელენა სენდანდრესენი

10 ივლისი 2020, 16:27

პოლიტიკა

სოფო კილაძე ნორვეგიის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სოფო კილაძემ ნორვეგიის სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათი შეხვედრა გამართა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰელენა სენდანდრესენს, კომიტეტის საქმიანობა გააცნო და მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

10 ივლისი 2020, 16:27

სპორტი

„დორტმუნდმა“ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა

გერმანიის ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონმა „დორტმუნდმა“ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას BVB Buzz ავრცელებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2020 წლის დარჩენილი 6 თვის განმავლობაში მოთამაშეები 20 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენ, რაზეც კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰანს-იოახიმ ვაცკესთან გასაუბრების შემდეგ თითოეული მათგანი დათანხმდა.„ბორუსიას“ ხელმძღვანელები კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეების გამო, სეზონის ბოლოს 45-მილიონიან ზარალს ელოდებიან და ფეხბურთელებისთვის გასამრჯელოს შემცირებით სწორედ ამ თანხის კომპენსირება ხდება.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 16:21

სამართალი

ანრი ოხანაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ოჯახს პასუხგაუცემელი შეკითხვები არ უნდა დარჩეს

ექსპერტიზის დასკვნაზე მყისიერი რეაგირება არის სწორი, სწორია გადაკვალიფიცირება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა.

10 ივლისი 2020, 16:20

COVID19

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრს ორმხრივი პნევმონია, მის მოადგილეს კი კორონავირუსი აღმოაჩნდა

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრ საბირჯან აბდიკამიროვს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, მის მოადგილე ჰურბოლოტ უსენაევს კი კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მკურნალობას საავაადყოფოში გადიან. ბოლო მონაცემებთ, ქვეყანაში კორონავირუსის 9 300-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 122 პაციენტი კი გარდაიცვალა.

10 ივლისი 2020, 16:20

სამართალი

ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. სწრაფი სიჩქარით მოძრავი მერსედესის ფირმის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის გამოც მანქანაში მჯდომი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებულია. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის მძღოლი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნუნუ მიცკევიჩი

10 ივლისი 2020, 16:15

COVID19

ნუნუ მიცკევიჩი: ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, სრულად იზოლირებულები იქნება სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდება ტესტირება

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტინში. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათ ყოველდღიურად ზედამხედველობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო.

პეტრო პოროშენკო

10 ივლისი 2020, 16:13

მსოფლიო

პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ 4 საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ 4 საქმე აღძრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოროშენკოს ადვოკატმა, იგორ გოლოვანმა განუცხადა. მისივე თქმით, ოთხივე საქმე „პრივატბანკის“ ყოფილი თანამფლობელის, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

მამუკა მდინარაძე

10 ივლისი 2020, 16:08

სამართალი

მამუკა მდინარაძე კეზერაშვილის საქმეზე: წინასწარ ვერაფერს დავადასტურებთ, მაგრამ ფაქტია, მძიმე ბრალდებები შეიძლება იყოს

ასე ზოგადად ლაპარაკი არ შეიძლება. ვიცით, რომ ისრაელისა და საქართველოს მხარეებმა ამაზე განაცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ყველაფერს დაადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლოდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა კეზერაშვილის საქმეზე. მედია დაინტერესდა, გამოძიების კვალი მივა თუ არა მიხეილ სააკაშვილამდე.

10 ივლისი 2020, 16:00

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ფინტექ ინდუსტრიის განვითარების თემაზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო StrategEast-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ კვლევითი ორგანიზაციები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები და ფინტექ პოლიტიკის გამტარებლები, როგორც ევრაზიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

10 ივლისი 2020, 15:58

COVID19

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 30 900-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 557 ადამიანს დაუდგინეს, 11 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსი უკვე 30 903 ადამიანს დაუდასტურდა, 546 ინფიცირებული გარდაიცვალა, 18 709 კი გამოჯანმრთელდა.