imedi /  29 ივნისი 2020, 10:13 / სანდო წყარო

პოლონეთის პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა

ეგზიტოლების თანახმად, პოლონეთში გამართულ საპრეზდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხმების 41,8 მოიპოვა, მის მთავარ კონკურენტს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის კი ამომრჩეველთა 30,4%-მა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა. იმის გამო, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელი მინიმუმ 50%-ის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა შეძლო, 12 ივლისს მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს სწორედ დუდა და ტშასკოვსკი დაუპირისპირდებიან.

პოლონეთის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:13

რეგიონი

ნინო წილოსანი: RMG-მ ჩაატარა ძალიან დიდი სამუშაო და ჩამომდინარე წყლების პრობლემა უკვე აღმოფხვრილია

გარემოს დაცვა და ეკოლოგია არ არის ტრაფარეტული სიტყვები, მას აქვს პირდაპირი კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან და ისევე, როგორც ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობითა თუ სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ეკოსისტემის რღვევა ახდენს გავლენას ადამიანს სიცოცხლეზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძე

10 ივლისი 2020, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დაბეგვრის ნაწილში, თითქმის შესრულებულია

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა“.

კრისტიან ურსე; დავით ზალკალიანი

10 ივლისი 2020, 18:01

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამული ინსტრუმენტის - ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას.

10 ივლისი 2020, 17:53

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ოჯახის პოზიციაა, რომ ექვს პირს, რომლებიც ბავშვებს და გიორგის დაედევნენ, ბრალი უნდა დაუმძიმდეთ

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, რომ ექვს პირს, რომლებიც ბავშვებს და გიორგის დაედევნენ, ბრალი უნდა დაუმძიმდეთ. ამის შესახებ, მან დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალეკო გეჯაძე

10 ივლისი 2020, 17:47

სამართალი

დამოუკიდებელი ექსპერტი: ნაკლებსავარაუდოა, რომ თუკი ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა ცემის შედეგად მიიღო, ისინი ერთ ადამიანს მიეყენებინა

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა იმისთვის, რომ დადგინდეს კონკრეტულად რა საგნით არის დაზიანებები მიყენებული.

კარიმ ბენზემა

10 ივლისი 2020, 17:44

სპორტი

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ივნისის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიმ ბენზემა დასახელდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ივნისის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიმ ბენზემა დასახელდა. გასული თვის განმავლობაში ლა ლიგაში გამართულ 5 შეხვედრაში „რეალის“ 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბენზემა წელს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც იბრძვის - მის ანგარიშზე 17 გოლია და პირველ პოზიციაზე მყოფ „ბარსელონას“ ლიდერს ლიონელ მესის 5 ბურთით ჩამორჩება. ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბში 2009 წლიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში „რეალთან“ ერთად 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ სამეფო თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ უეფას სუპერთასი და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

10 ივლისი 2020, 17:40

მსოფლიო

აია-სოფია ისევ მეჩეთი გახდება

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება.

10 ივლისი 2020, 17:34

სპორტი

წლევანდელ სეზონში „ბარსელონა“ 200 მილიონ ევროს იზარალებს

წლევანდელ სეზონში საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ 200 მილიონ ევროს იზარალებს. ფინანსისტების და მარკეტოლოგების გათვლით, კლუბის წლიური შემოსავალი მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს თანხა 800 მილიონამდე შემცირდა. ასეთი რეგრესის მიზეზი ტრიბუნაზე მაყურებლის დასწრების აკრძალვის გამო ბილეთების გაყიდვიდან დაკარგული შემოსავალია და თან, ამ ყველაფრის ფონზე, ნაკლები შანსია წელს „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი გახდეს, რაც კლუბს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსს უსპობს.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი 2020, 17:31

მსოფლიო

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, სუსის მთავარი ამოცანა არჩევნების ექსცესების გარეშე ჩატარებაა

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტის მთავარი მიმართულებები სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუსის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა წარადგინა.

10 ივლისი 2020, 17:28

COVID19

სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის გაფართოებული პირველადი ტესტირება დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის გაფართოებული პირველადი ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალისტებმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მას შემდეგ მიიღეს, რაც მოქალაქეს ამავე სოფელში ჩასვლის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა.

10 ივლისი 2020, 17:26

საზოგადოება

ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა.

10 ივლისი 2020, 17:11

საზოგადოება

ნალექის გამო, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნებია მოსალოდნელი

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

10 ივლისი 2020, 17:08

სპორტი

საქართველოს კრისტალბეთ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის გათამაშებაში ბათუმის „დინამომ“ პირველად გაიმარჯვა

საქართველოს კრისტალბეთ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის გათამაშებაში ბათუმის „დინამომ“ პირველად გაიმარჯვა. გია გეგუჩაძის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად თბილისის „ლოკომოტივს“ 4:1 მოუგო, რომელსაც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველად უხელმძღვანელა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში დუბლი ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონიმ შეასრულა, თითო ბურთი მალხაზ გაგოშიძისა და ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა. სიმსივნისგან განკურნების შემდეგ „ლოკომოტივის“ რიგებში პირველი ბურთი გაიტანა მამია გავაშელიშვილმა, რომელმაც ბოლო 37 წუთი ითამაშა. მეხუთე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა „სამტრედიასა“ და „ჩიხურას“ შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.

მირიან ნიკოლაძე

10 ივლისი 2020, 17:06

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ამ ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს

ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდეგ ის გადააგდეს მდინარე არაგვში, -ეს განცხადება მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი ბოტკოველი

10 ივლისი 2020, 17:05

რეგიონი

გიორგი ბოტკოველს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობის ნაწილმა სოფლის დატოვება მოსთხოვა

„ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიორგი ბოტკოველს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობის ნაწილმა სოფლის დატოვება მოსთხოვა. ეს მას შემდეგ, რაც ბოტკოველმა „მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი სოფელში ჩაიყვანა და საძოვრების გასხვისების საკითხზე აქციის გამართვა მოისურვა. სწორედ ეს გახდა მოსახლეობასა და რადიკალურ ოპოზიციონერთან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.

10 ივლისი 2020, 16:59

პოლიტიკა

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, ანგარიში რამდენიმე თვით ადრე იყო მოწოდებული და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მას გასცნობოდა.

10 ივლისი 2020, 16:58

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებული მეწარმეების საწარმოებსა და კომპანიებში გაივლიან.

ჰელსინკი

10 ივლისი 2020, 16:57

საზოგადოება

13 ივლისიდან ფინეთი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარს ნაწილობრივ გაუხსნის

13 ივლისიდან ფინეთი საქართველოსა და კიდევ 10 ქვეყნის მოქალაქეებს ნაწილობრივ გაუხსნის საზღვარს. ინფორმაცია ამის შესახებ ფინეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ჰუბერტ ქნირი და გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

გერმანიის ელჩი ასურეთის რესტავრაციაზე: ძალიან მიხარია როდესაც ვხედავ, რომ გერმანულ კულტურულ მემკვიდრეობას იცავენ და უვლიან

„ასურეთში მხოლოდ საქართველოს მხარის დაფინანსებით განხორციელდა ევანგელიური ეკლესიის აღდგენა და გერმანელი კოლონისტების რამდენიმე სახლის გამაგრება და რესტავრაცია. ძალიან მიხარია როდესაც ვხედავ, რომ გერმანულ კულტურულ მემკვიდრეობას იცავენ და უვლიან“.

10 ივლისი 2020, 16:52

მსოფლიო

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ოკლაჰომის ნაწილი ინდიელთა მიწად აღიარა

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ შტატ ოკლაჰომის მნიშვნელოვანი ნაწილი ინდიელთა რეზერვაციას მიაკუთვნა, რაც ადგილობრივი აბორიგენების ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.