imedi /  04 ივლისი 2020, 14:40 / სანდო წყარო

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ

მავრების ქუჩა

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ. ინფორმაცაის ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბერლინის სატრანსპორტო კომპანიაში ჩათვალეს, რომ სახელწოდება დისკრიმინაციული ხასიათისაა. გადარქმევის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს. ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება იმსჯელებს იმაზე, საჭიროა თუ არა ამავე სახელწოდების ქუჩისთვის სახელის გადარქმევა.

მეტროს სადგურ „მავრების ქუჩის“ ახალი სახელწოდება „გლინკას ქუჩა“ იქნება. რუსი კომპოზიტორი მიხეილ გლინკა ბერლინში მოღვაწეობდა და ამავე ქალაქში 1857 წელს გარდაიცვალა. მის სახელს მეტროს სადგურ „მავრების ქუჩის“ მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ქუჩა ატარებს და სწორედ ამან განაპირობა სადგურის ახალი სახელწოდება.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 13:32

COVID19

გერმანიაში სკოლები გაიხსნა

გერმანიაში სკოლები გაიხსნა და მოსწავლეებს შედარებით მოკლე სასწავლო დღეები ექნებათ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, საკლასო ოთახებში მოსწავლეების დასაშვები რაოდენობა. ასევე, განახლდება ცხრილები, რათა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს დერეფნებში ერთმანეთთან ნაკლები შეხება ჰქონდეთ.

ნაზი ჯანეზაშვილი  რან გიდორი

04 აგვისტო 2020, 13:30

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაზი ჯანეზაშვილმა რან გიდორს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა.

04 აგვისტო 2020, 13:28

ეკონომიკა

აუქციონზე 70 მილიონი ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 146 560 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.308 პროცენტით განისაზღვრა.

04 აგვისტო 2020, 13:26

ეკონომიკა

აუქციონზე 20 მილიონი ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტით, მაქსიმალური 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.274 პროცენტით განისაზღვრა.

ბექა ფერაძე

04 აგვისტო 2020, 13:15

საზოგადოება

ბექა ფერაძე: 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა, დაჯარიმდა 33 რესტორანი და 18 ბაზარი

დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა. შემოწმდა 91 რესტორანი და დაჯარიმდა 33 ობიექტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. მისი თქმით, გამოწვევები არსებობს, თუმცა დადებითია დინამიკა, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება.

04 აგვისტო 2020, 13:14

საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის N7-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოშვილის N7-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები კაპიტალურად გამაგრდა. დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა. გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 37,00 ლარი დაიხარჯა.

04 აგვისტო 2020, 12:58

COVID19

ინფექციონისტი: კორონას მეორე ტალღა ჩვეულებრივ გრიპს თუ დაერთვება, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდება

„მეორე ტალღის დაწყებას არ გამოვრიცხავ. მაშინ, როდესაც დასასვენებლად წასული მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდება, სკოლებში სწავლა დაიწყება, არ არის გამორიცხული ამ დროს დაიწყოს მეორე ტალღა. თუ ჩვეულებრივ გრიპს ზედ დაერთვება კორონავირუსი, მდგომარეობა ძალიან გართულდება. ამიტომ მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციისკენ მოვუწოდებ.“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

04 აგვისტო 2020, 12:55

ეკონომიკა

კვლევა: BAG ინდექსით დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა.

ყვითელი ამკრძალავი ლენტი

04 აგვისტო 2020, 12:41

სამართალი

ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის ფაქტი მოხდა

ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ახლადაშენებულ ერთ-ერთი კორპუსის ბინაში ქურდობის ფაქტი მოხდა. დაზარალებულის განცხადებით, მან ბინა სავარაუდოდ, ნახევარი საათით დატოვა, როდესაც უკან დაბრუნდა, კარი გაღებული დახვდა.

04 აგვისტო 2020, 12:38

საზოგადოება

პროექტის „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“ ფარგლებში 7 ვიდეო-სახელმძღვანელო შეიქმნა

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“. ამ პროექტის მთავარი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერა და წახალისებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 12:36

რეგიონი

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბეგლარ ხოზრევანიძის ოჯახი აქციას მართავს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბეგლარ ხოზრევანიძის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ. ბეგლარ ხოზრევანიძე 27 ივნისს დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის თქმით, არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს დაპირისპირება და ის, რომ თავად პოლიციელი გია გოგოლაძე ესხმის თავს მოქალაქეს და სცემს.

მიხეილ რამიშვილი

04 აგვისტო 2020, 12:15

სამართალი

ადვოკატის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში არსებული მასალის კლონირება და დეშიფრაცია დასრულებულია

გვეცოდინება, იყო კომპიუტერში შეღწევის მცდელობა, თუ არა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ რამიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფება.

04 აგვისტო 2020, 12:13

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავენ. ისინი ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვენ. ბაჩალიაშვილის მშობლები ითხოვენ ამერიკის ელჩი მათი შვილის გარდაცვალების დეტალებით დაინტერესდეს და საქმის გამოძიება ამერიკის ფედერალურმა ბიურომ განაგრძოს.

04 აგვისტო 2020, 11:50

COVID19

აჭარაში COVID-19-ის ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში COVID-19 51 წლის კაცს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ განუცხადა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, კაცი სავარაუდოდ ტრაილერის მძღოლისგან დაავადდა. ის მოთავსებულია კლინიკაში, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

04 აგვისტო 2020, 11:44

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 1 300 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო.

წითელი ბარათი

04 აგვისტო 2020, 11:44

სპორტი

ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში არბიტრის ან მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მიმართ განგებ დახველება წითელი ბარათით დაისჯება

არბიტრის ან მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მიმართ დახველება ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში წითელი ბარათით დაისჯება. მსაჯებისთვის ახალი რეკომენდაციები, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას მოთამაშეთა ქცევას ეხება, ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ ახლახანს შეიმუშავა. კორონავირუსული ინფექციის პანდემიის ფონზე, არბიტრი მოედნიდან გააძევებს იმ ფეხბურთელს, რომელიც არბიტრისა და მეტოქის სახესთან ახლო მანძილზე განგებ დაახველებს.

04 აგვისტო 2020, 11:44

საზოგადოება

„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე 5 აგვისტოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე 5 აგვისტოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინმფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე თქმით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა.

04 აგვისტო 2020, 11:41

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი CNN-ის ეთერში: საქართველოს მიზანია უსაფრთხო მიმართულებად დარჩეს და ამ მიზნით ყველაფერს ვაკეთებთ

საკარანტინო ზონები, უსაფრთხოების ზომები, რეგულაციები, კერძო სექტორის ჩართულობა და პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში საქართველოს ერთ-ერთ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დასახელება, - ამ და სხვა თემების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა CNN-ის პოპულარული ბიზნესგადაცემაში Quest Means Business ისაუბრა. ინტერვიუს დროს რიჩარდ ქუესთის თანაწამყვანი ზეინ აშერი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნის დეტალებით დაინტერესდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საზღვრების ფრთხილ, ეტაპობრივ გახსნას და უსაფრთხოების დაცვას, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.

04 აგვისტო 2020, 11:39

პოლიტიკა

თბილისში ეუთოს წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებენ

დღეიდან თბილისში „ოდირის“ წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს იწყებენ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წინასწარი შემფასებელი მისია საგანგებო პროტოკოლით იხელმძღვანელებს. შეხვედრა საგარეო უწყებაში გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

მარკუს სმარტი

04 აგვისტო 2020, 11:38

სპორტი

„ბოსტონის“ კალათბურთელი მარკუს სმარტი არბიტრის შეურაცხყოფისთვის $15 ათასით დააჯარიმეს

„მილუოკისთან“ (112:119) წაგებული მატჩის შემდეგ, „სელტიქსის“ მოთამაშემ აღნიშნა, რომ მსაჯმა ვერ გაბედა „ბაქსის“ ლიდერის იანის ანტენტოკუმპოს გაძევება და ამით, მათი გუნდის გამარჯვების შანსები შემცირდა.