imedi /  12 ივლისი 2020, 10:35 / სანდო წყარო

ბულგარეთის პრემიერი გადადგომას არ აპირებს

ბოიკო ბორისოვი

ბოიკო ბორისოვი

მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. ბოიკო ბორისოვის თქმით, ხელისუფლებიდან ის იმ პასუხისმგებლობის გამო არ წავა, რაც ქვეყნის წინაშე აკისრია, - ამის შესახებ მან განცხადება ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივ ჩართვისას გააკეთა.

საპროტესტო გამოსვლები სოფიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ პრეზიდენტ რადევის თანაშემწეების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მათი ოფისები გაჩხრიკა.

რადევის მომხრეები პრემიერსა და მთავარ პროკურორს ოლიგარქთა ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 14:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო

მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

კიმ ჩენ ინი

09 აგვისტო 2020, 14:51

მსოფლიო

Reuters-ი: ფხენიანმა ჩაკეტილ სასაზღვრო ქალაქში დახმარება გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ქალაქის, კესონის მოსახლეობას საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნდა. ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობით, ქვეყანაში ვირუსი შეიტანა 24 წლის კაცმა, რომელიც 2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში გაიქცა.

09 აგვისტო 2020, 14:38

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე „ტირანა“ იქნება

თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტირანა“იქნება. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. შეხვედრას „დინამო არენა“ 18 ან 19 აგვისტოს უმასპინძლებს და გამარჯვებული ერთი შეხვედრის ჯამში გაირკვევა.

09 აგვისტო 2020, 14:26

მსოფლიო

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი, უგონო მდგომარეობაში, დატბორილ საცხოვრებელ სახლებში იპოვეს.

09 აგვისტო 2020, 14:22

COVID19

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა. ვიდეო

ტეხასში 19 წლის მოზარდი კორონავირუსით ინფიცირებული შეყვარებულის გამოჯანმრთელებას ყოველდღე მის სახლთან ელოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. ამ მეთოდით შეყვარებულებს დროის ერთად გატარება სოციალური დისტანციის დაცვით შეეძლოთ, მანამ სანამ გოგო გამოჯანმრთელდებოდა. 19 წლის კოლინი მაქსიმალურად ცდილობდა მისი კარანტინში მყოფი 17 წლის შეყვარებულის გამხნევებას. ყოველდღე მიჰქონდა საჭმელი, პაზლები და მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან საუბარს.

09 აგვისტო 2020, 14:06

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 900-ს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1 199 ადამიანს დაუდასტურდა, 18 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ვირუსი 80 949 ადამიანს დაუდგინდა, 1 897 გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 13:52

მსოფლიო

ლიბანის დასახმარებლად, მსოფლიო ლიდერები ონლაინკონფერენციას გამართავენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბეირუთში მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად, დღეს ონლაინკონფერენციას გამართავენ. ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.

09 აგვისტო 2020, 13:41

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები £15 მილიონს მიიღებენ

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები 15 მილიონ ფუნტს მიიღებენ. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამ თანხიდან უფრო ერთი მილიონი ფუნტი პეპ გვარდიოლას, სერხიო აგუეროს, კევინ დე ბრუინს და დავიდ სილვას შეხვდება, ფეხბურთელებს კი 700 ან 500 ათასი ფუნტი გადაეცემათ.

აფეთქების ადგილი ბეირუთში / მანალ აბდელ სამადი

09 აგვისტო 2020, 13:21

მსოფლიო

ლიბანის ინფორმაციის მინისტრი გადადგა

ლიბანის ინფრომაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა. მინისტრს გადაწყვეტილების შესახებ მეტი დეტალი არ უთქვამს, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს ბეირუთში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

09 აგვისტო 2020, 13:15

რეგიონი

დავით ბაქრაძე საგურამოში დევნილებს შეხვდა

დავით ბაქრაძის განცხადებით 8 წლის მანძილზე მთავრობას არ გაუზრდია დევნილებისთვის დახმარება, არ მოუგვარებია ბინების დაკანონება. მისი განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდება მათი დახმარება რომ უკეთეს პირობებში იცხოვრონ.

09 აგვისტო 2020, 13:02

მსოფლიო

უნგრეთში პოლონელების ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

უნგრეთში, საავტომობილო მაგისტრალიდან თხრილში გადავარდა ავტობუსი, რომლითაც პოლონელები მგზავრობდნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამმა ადამიანმა, რომელთა შორის 5 წლის ბავშვიცაა, მძიმე დაზიანებები მიიღო.

09 აგვისტო 2020, 12:53

კულტურა

ბრიტანეთში, აუქციონის სახლის თანამშრომელს საფოსტო ყუთში მაჰათმა განდის სათვალე დახვდა

„ვიღაცამ სათვალე საფოსტო ყუთში პარასკევს, საღამოს დატოვა და ის იქ ორშაბათამდე იდო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ კონვერტზე ეწერა, რომ ეს განდის სათვალეა“ - დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ენდრიუ სთოუ.

09 აგვისტო 2020, 12:49

სამართალი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ტყიბულში ახალგაზარდა კაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მას დროს ესროლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ლუკა დონჩიჩი

09 აგვისტო 2020, 12:37

სპორტი

ლუკა დონჩიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

ლუკა დონჩიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Essentially Sports-ი ავრცელებს. „დალასის“ სლოვენიელი ლეგიონერი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელიც სამმაგი დაბლების მაჩვენებლით გალიდერდა. „მილუოკისთან“ ოვერტაიმში 136:132 მოგებულ შეხვედრაში დონჩიჩმა თამაში 36 ქულით, 14 მოხსნით და 19 შედეგიანი გადაცემით დაასრულა და ლიგაში სამმაგი დუბლი კარიერაში მეჩვიდმეტედ შეასრულა, რითაც ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონის მიღწევა გააუმჯობესა.

09 აგვისტო 2020, 12:26

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

„ერთის გარდა, ცნობილია ყველას ინფიცირების წყარო, რომელზეც ახლა კვლევა მიმდინარეობს. ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ორი სამედიცინო პერსონალია. ორი არის იმპორტირებული, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

09 აგვისტო 2020, 12:14

COVID19

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 28 500-ს გადააჭარბა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 314 362 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 503 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

09 აგვისტო 2020, 12:11

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ლიგაში ორივე ფინალისტი ცნობილია

საქართველოს ფუტსალის ლიგაში ორივე ფინალისტი ცნობილია. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „თელასი ჯორჯიანსმა“ ნახევარფინალის მეორე მატჩში „თბილისი“ 8:4 დაამარცხა და ტიტულის დაცვისთვის იბრძოლებს. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი ორმა ფეხბურთელმა გიორგი ტიკურიშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

09 აგვისტო 2020, 12:06

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარაში ერთით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, COVID-19 კარანტინში მყოფი პირს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ერთი პაციენტი გამოჯჯანმრთელდა. ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 18 პაციენტი.

ჩავი ერნანდესი

09 აგვისტო 2020, 12:05

COVID19

კარანტინის წესების დარღვევის გამო, „ალ საადის“ მთავარი მწვრთნელი ჩავი კატარის ფეხბურთის ფედერაციამ 2 700 დოლარით დააჯარიმა

კარანტინის წესების დარღვევის გამო, „ალ საადის“ ლეგენდარული ესპანელი მთავარი მწვრთნელი ჩავი ყატარის ფეხბურთის ფედერაციამ 2 700 დოლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას First Post-ი ავრცელებს. ერნანდესი კორონავირუსით რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდა და იზოლაციაში გადაინაცვლა, თუმცა ჩავი ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ იცავდა და სახლიდან გარეთ რამდენჯერმე გავიდა. ლეგენდარული ესპანელი ვირუსისგან მალევე განიკურნა და საქმიანობას დაუბრუნდა. მისი მომზადებული „ალ საადი“ კატარის ჩემპიონატში ოცი ტურის შემდეგ 41 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ალ დუჰაილს“ 5 ქულით ჩამორჩება.

09 აგვისტო 2020, 11:52

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 5,189 შემთხვევა დაფიქსირდა, 77 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 5,189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 887,536-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 14,931-მდე გაიზარდა.