imedi /  08 ივნისი 2017, 07:57 / სანდო წყარო

ჯეიმს კომი: ტრამპი პირადად მის მიმართ ერთგულებას მთხოვდა

ჯეიმს კომი

ჯეიმს კომი

8 ივნისს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და ამაში ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების მონაწილეობას იძიებს. მანამდე კი მედიისთვის კომის განცხადება გახდა ცნობილი, რომელიც მან სენატის საგამოძიებო კომიტეტზე უკვე წარმოთქვა. BBC-ის ცნობით, ამ განცხადებაში კომი ამბობს,რომ პრეზიდენტი ტრამპი პირადად მის მიმართ ერთგულებას თხოვდა.

სენატის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ჯეიმს კომი 27 იანვარს ტრამპთან ერთად საქმიანი ვახშმის დეტალებს იხსენებს. ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი გამოძიების ფედერალურ ბიუროზე „პატრონაჟის მსგავსი ურთიერთობის“ დამყარებას ცდილობდა. „ამან ძალიან შემაშფოთა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტრადიციულად დამოუკიდებელი სტატუსი აქვს,“-ამბობს კომი. დონალდ ტრამპმა ყოფილ მაღალჩინოსანს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე მინდა ერთგულება. ველოდები ერთგულებას.“

კომი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მას ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საქმის გამოძიების შეწყვეტას მოითხოვდა, რომელიც აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან კონტაქტების დამალვაშია ეჭვმიტანილი. „იმედი მაქვს, თქვენ თავს დაანებებთ გამოძიებას და ფლინს, ის კარგი ბიჭია,“- ასე მიმართა ტრამპმა კომის. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ტრამპთან 30 მარტს გამართულ სატელეფონო საუბარსაც იხსენებს, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიება „ღრუბელია“, რომელიც მას ქვეყნის მეთაურის რანგში მოქმედებებში უშლის ხელს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გადააყენა და განაცხადა, რომ ყოფილი ხელმძღვანელი ბიუროს ეფექტიანად მართვას ვერ ახერხებდა. მოულოდნელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს კომიმ სენატში გამოსვლისას ჰილარი კლინტონის წერილებზე არასწორი მონაცემები მოიყვანა. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი თავის მარცხს არჩევნებში კომის აბრალებდა. ტრამპის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომის გათავისუფლება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიებას უკავშირდება. თავად პრეზიდენტმა ამ გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ვინც FBI-ის უფროსი მოხსნა. 1993 წელს ბილ კლინტონმა ამ თანამდებობდან უილიამ სეშნსი გადააყენა.  

ყველა სიახლე

თამარ ზოდელავა

14 ივნისი 2025, 15:36

საზოგადოება

თამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტზე: ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ეფუძნება აქტიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქის იდეას და რომელიც თანამშრომლობს სახელმწიფოსთან

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ეფუძნება აქტიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქეს და რომელიც ეხმარება, თანამშრომლობს, ერთი მხრივ საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ სახელმწიფოსთან, რომ მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზება განახორციელოს, დისკუსია გახსნას და გარკვეული საკითხები მიიტანოს სახელმწიფოსთან, - განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ სახელმწიფო გრანტზე საუბრისას.

მაკოი პიტი

14 ივნისი 2025, 15:35

მსოფლიო

აშშ ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრება. განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის ელჩმა, მაკკოი პიტმა გააკეთა.

ზურაბ ქადაგიძე

14 ივნისი 2025, 15:34

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში - „აკაცუკები" ამას ვერ გაიგებენ, თუმცა ისინი იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასატანია მათი უმადურობა

საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რომელიც ავიამიმოსვლის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

14 ივნისი 2025, 15:32

სპორტი

სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს „ოაზისის თასზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს „ოაზისის თასზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წამატება უსურვა.

14 ივნისი 2025, 15:30

სპორტი

რომში წყალში ხტომის მე-15 საერთაშორისო ჩემპიონატზე ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს

იტალიის დედაქალაქ რომში წყალში ხტომის მე-15 საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს.

14 ივნისი 2025, 15:27

რეგიონი

ქალაქ სამტრედიაში 450 აღსაზრდელზეა გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

პროექტი ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ბავშვების საჭიროებებს. მოეწყობა უსაფრთხო და მყუდრო სასწავლო სივრცეები, სათამაშო ზონები და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.

14 ივნისი 2025, 15:21

სპორტი

თბილისი 2026 წელს ფარიკაობაში კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

თბილისი 2026 წელს კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს, სადაც საქართველოს კანდიდატურას მხარი 42-მა ქვეყანამ დაუჭირა.

ვასილი ნებენზია

14 ივნისი 2025, 15:06

მსოფლიო

რუსეთის ელჩი გაეროში: ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა

ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, - განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებეზნიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

ლევან მაჭავარიანი

14 ივნისი 2025, 15:05

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის საელჩოზე: ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. „საუბარია, „ტაბულაზე“ და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებზე

ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. მოდით, ჩავიხედოთ, ვისზე არის საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემაზე საუბრისას.

14 ივნისი 2025, 14:58

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

14 ივნისი 2025, 14:45

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა

საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ორი დღის განმავლობაში მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.

ისრაელ კაცი

14 ივნისი 2025, 14:38

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენი გააფრთხილა, თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2025, 14:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთის საელჩოს ასეულობით ათასი გირვანქა სტერლინგით უნდა დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც საჯაროდ არიან აღიარებულები, რომ მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, დაფინანსების თემაზე საელჩოს დუმილი ნიშნავს იმას, რომ საელჩო „დიფ სთეითის“ მიზნებშია გარეული.

ლევან მაჭავარიანი

14 ივნისი 2025, 14:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ლიეტუვის საგარეო უწყების მხრიდან გვარამიას მხარდამჭერ განცხადებაზე: კანონს ჩახედონ და კეთილი ინებონ, გაეცნონ ამ საქმის მსვლელობას - ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე

ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოში კანონის ფარგლებშია, ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

14 ივნისი 2025, 14:33

საზოგადოება

პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს

პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყნის 23 წარმომადგენელი მონაწილეობს.

14 ივნისი 2025, 14:16

მსოფლიო

„ცაჰალი“ ცხრა ირანელი მეცნიერის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდნენ

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გუშინ ირანზე განხორციელებული თავდასხმის დროს ცხრა ირანელი მეცნიერი მოკლა, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2025, 14:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: ეს არა მარტო ჩარევაა, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა - ქართველი ადამიანი არავის არაფერს აპატიებს, თუკი წავა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ლეო XIV

14 ივნისი 2025, 13:41

მსოფლიო

რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 ივნისი 2025, 13:18

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია - რომელიმე მხარის მხარდაჭერის მოთხოვნა, უპირველესად ჩვენი სახელმწიფოს მტრობაა და სცილდება ჩვეულებრივ მავნებლობას

რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია, ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ მშვიდობის მომხრეები, მით უმეტეს თუ დიდ პოლიტიკურ თამაშში, რომლის შედეგადაც ესკალაცია უფრო გაიზრდება და ფართო მასშტაბებს მიიღებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

14 ივნისი 2025, 13:18

მსოფლიო

New York Post: USAID-ის ოფიციალურმა პირმა 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობა აღიარა: „საზოგადოების ნდობა შელახულია“

ფედერალური სამსახურის კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ USAID-თან ერთად 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობდნენ. სტატიას ამ შინაარსით New York Post-ი ავრცელებს.