18 ივლისი 2020, 17:49 / სანდო წყარო

კორონავირუსის გამო, ავსტრალიის პარლამენტმა სხდომები 4 აგვისტომდე გადადო

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა პარლამენტის სპიკერს განცხადებით მიმართა და დაგეგმილი სხდომების ორი კვირით გადადება მოითხოვა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„მთავრობა ვერ უგულებელყოფს რისკს, რომელიც არსებობს პარლამენტარებისთვის, პერსონალისთვის და ფართო საზოგადოებისთვის”, - აღნიშნა მორისონმა წერილობით განცხადებაში და იქვე განმარტა, რომ სამედიცინო სფერის წარმომადგენელთა რჩევის საფუძველზე მოქმედებს.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას 4 აგვისტოს განაახლებს.

ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 11 441 ადამიანი დაინფიცირდა, 118 კი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

მარინა ეზუგბაია

06 აგვისტო 2020, 11:11

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია

კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. „9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებული შემთხვევაა. მათგან 3 სატვირთოს მძღოლია. ასევე, 2 ახალ შემთხვევაზე კი ინფიცირების წყაროს გამოსავლენად კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

06 აგვისტო 2020, 11:11

საზოგადოება

გიორგი გახარია: სასწავლო წლის დაწყებამდე 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

სასწავლო წლის დაწყებამდე 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „რომ შევაჯამოთ ყველა საქართველოს მოქალაქე, ბავშვი 17 წლამდე მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

06 აგვისტო 2020, 11:04

რეგიონი

თელავის აგრარული ბაზარი რეკომენდაციებისა და რეგულაციების დარღვევის გამო 2,000 ლარით დაჯარიმდა

თელავის აგრარული ბაზარი 2,000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი მთელი რიგი რეკომენდაციებისა და რეგულაციების დარღვევაა, რომელიც პანდემიის პერიოდში პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ამოქმედდა. დაჯარიმების შემდეგ ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება ბაზრის ადმინისტრაციამ თავად მიიღო, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილზე ჩავიდა და ვითარებას გაეცნო გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი. შიოშვილსა და ბაზრის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბაზარი ისევ გაიხსნება, მოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცემათ და გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება, სადაც არსებული წესების დაცვის შესახებ კონსულტაციებს გაივლიან.

06 აგვისტო 2020, 11:01

პოლიტიკა

სუს-ი: ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს

ქარელის რაიონ სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარეობს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, - ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. მათი განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - აცხადებენ სუს-ში.

06 აგვისტო 2020, 11:01

რეგიონი

შიდა ქართლის რეგიონში საცხოვრებელი ფართი 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დევნილთა სააგენტო ავრცელებს. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები, ადგილზე შეისწავლიან ყველა იმ დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 2.5 ქულა.

06 აგვისტო 2020, 11:00

COVID19

პერუში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

06 აგვისტო 2020, 10:55

საზოგადოება

გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში აბიტურიენტთა პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

06 აგვისტო 2020, 10:54

COVID19

მექსიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 829 ადამიანი გარდაიცვალა.

ნინო ცაციაშვილი

06 აგვისტო 2020, 10:52

სამართალი

ნინო ცაციაშვილი COVID-19-ის პანდემიის დროს გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი მონაწილეობდა გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში - „გენდერი და COVID -19 - უსაფრთხოების სექტორის მიერ მიღებულ გამოცდილება“. შეხვედრა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ გახსნა.

06 აგვისტო 2020, 10:51

მსოფლიო

ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს კოვიდინფიცირებული პაციენტები ემსხვერპლნენ

ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს კოვიდინფიცირებული პაციენტები ემსხვერპლნენ. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე აჰმედაბადში მოხდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად საათნახევარი დასჭირდათ. საავადმყოფოში მყოფი 35 პაციენტი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ენტონი ფაუჩი

06 აგვისტო 2020, 10:49

COVID19

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის აღმოფხვრას ვერ შევძლებთ, რადგან ძალზე გადამდები ვირუსია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსს ვერ აღმოფხვრის, ხოლო ვაქცინა კი ვირუსის გაკონტროლებას შეუწყობს ხელს.

იან რიდმანი

06 აგვისტო 2020, 10:38

სპორტი

17 წლის გერმანელი ველომრბოლელი იან რიდმანი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

17 წლის გერმანელი ველომრბოლელი იან რიდმანი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. შემთხვევა დილით ქალაქ ნიურნბერგთან ახლოს მოხდა. ახალგაზრდა სპორტსმენი საკუთარი მანქანით ვარჯიშზე მიდიოდა და საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილს შეეჯახა. საავადმყოფო შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით არის, ამიტომ გერმანელი მრბოლელი კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს, თუმცა თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რიდმანი კარიერის საწყის ეტაპზე Auto Eder Bayern-ის ველოსპორტის 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობდა.

ავარიული სახლის გამაგრება

06 აგვისტო 2020, 10:38

საზოგადოება

წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე სახლების გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. წყნეთში, გაგრის N8ა-სა და ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლების საფუძველი და კედლები. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 310 000 ლარს შეადგენს.

06 აგვისტო 2020, 10:32

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 388 ადამიანი გარდაიცვალა.

ფაბიო კაპელო

06 აგვისტო 2020, 10:30

სპორტი

ფაბიო კაპელო შესაძლოა „მილანში" დაბრუნდეს

როსონერის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი რამდენიმე დღის წინ კლუბის ოფისში იმყოფებოდა, სადაც „მილანის" პრეზიდენტთან პაოლო სკარონისთან 4-საათიანი შეხვედრა ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგაც 74 წლის სპეციალისტმა კომენტარი არ გააკეთა.

06 აგვისტო 2020, 10:25

საზოგადოება

შსს 1-ელ მაისამდე შემოყვანილი მანქანების მფლობელებს მიმართავს, საბაჟო პროცედურები 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები. სააგენტოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვლისწინებით და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა სწორედ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

06 აგვისტო 2020, 10:21

სპორტი

ევროპა ლიგის ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია

ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ხეტაფეს“ რომელუ ლუკაკუსა და კრისტიან ერიქსენის ბურთებით 2:0 მოუგო და მილანელები მეოთხედფინალში ითამაშებენ. ლუკაკუმ ევროპა ლიგის ზედიზედ მერვე შეხვედრაში გაიტანა და ალან შირერის მიერ 2005 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

06 აგვისტო 2020, 10:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე ახლახან განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს.

06 აგვისტო 2020, 09:59

საზოგადოება

პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება

„მოდუსს“ წელს მიღება 10 საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს გამოცხადებული: აღმზრდელი; მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება; მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება; ელექტროობა; სანტექნიკის სისტემების ექსპულატაცია; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი; მებაღეობა; შედუღება; ბუღალტრული აღრიცხვა; ინფორმაციის ტექნოლოგია.

06 აგვისტო 2020, 09:43

პოლიტიკა

Facebook-ი საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვებს ამკაცრებს

დღეიდან, საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ, აუცილებელი იქნება, რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს, რომელი ორგანიზაცია, ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონკრეტულ რეკლამაზე (Paid for By).