19 ივლისი 2020, 08:31 / სანდო წყარო

BBC: ბრიტანეთში რუსეთის ელჩი რუსი ჰაკერების მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ინფორმაციის მოპარვის მცდელობას უარყოფს

რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ანდრეი კელინი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.

მათი არსებობის შესახებ ბრიტანული მედიიდან გავიგე. ამ სამყაროში შეუძლებელია, რომ ჰაკერების რომელიმე ჯგუფი რომელიმე ქვეყანას მიაწერო. მე საერთოდ არ მჯერა ამ ამბის, ამაში არანაირი აზრი არ დევს“ - განაცხადა დიპლომატმა.

16 ივლისს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კანადის უსაფრთხოების სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰაკერების ჯგუფმა, სახელწოდებით APT29, მიზნად დაისახეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების მასალების მოპარვა. ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) განაცხადა, რომ 95%-ზე მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ აღნიშნული ჯგუფი რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილია.

აქამდე, ამ ამბავს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რუსეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობებთან კავშირი არ აქვს.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

06 აგვისტო 2020, 16:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე აუცილებელია თითოეული ოჯახის და განსაკუთრებით, მიზნობრივი ჯგუფების დახმარება სახელმწიფოს მხრიდან

საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოზიტიური, სხვებისგან გამორჩეული შედეგი დავდეთ, მეორე ტალღა საყურადღებოა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

06 აგვისტო 2020, 16:55

პოლიტიკა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების შესახებ იმსჯელეს

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, სამომავალო გეგმებზე, რეგიონის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ვიმსჯელეთ“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომებს, რომლებიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.

ირაკლი კობახიძე

06 აგვისტო 2020, 16:51

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პაკეტში სეგმენტები ძალიან სწორადაა შერჩეული

მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან სწორად არის შერჩეული სეგმენტები, სხვადასხვა სეგმენტი, რომლისთვისაც არის მიმართული ეს დახმარება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გიორგი ახვლედიანი

06 აგვისტო 2020, 16:51

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი ბაჩალიაშვილის საქმეზე: ადვოკატისა და მისი პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებების 99% პოლიტიკურია

ძალიან დიდი განსხვავებაა პოლიტიკურ განცხადებასა და სამართლებრივ შეფასებას შორის. ადვოკატისა და მისი პარტიის წევრებისგან გაკეთებული განცხადებების 99 პროცენტი არის არა სამართლებრივი შეფასდება, არამედ პოლიტიკური განცხადება, - მის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, გიორგი ახვლედიანმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

დონალდ ტრამპი

06 აგვისტო 2020, 16:47

მსოფლიო

კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო Facebook-მა დონალდ ტრამპის პოსტი წაშალა, Twitter-მა კი მისი შტაბის ანგარიში დაბლოკა

წაშლილი პოსტი შეიცავდა ბმულს ტრამპის ინტერვიუზე, რომელიც მან ტელეგადაცემას Fox & Friends მისცა. ის ჯერ Facebook-ზე აიტვირთა, შემდეგ კი ტრამპის Twitter-ის პირად გვერდზე გაჩნდა.

06 აგვისტო 2020, 16:31

რეგიონი

რაჭაში მოსახლეობამ სტიქიის ზონაში სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით 243-ჯერ ისარგებლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავისა და მოქალაქეების ტრანსპორტირება 243-ჯერ განხორციელდა, მათ შორის 149-ჯერ სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადატანა მოხდა, ხოლო 94-ჯერ მოქალაქეებმა ისარგებლეს საბაგირო მაგისტრალებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ბექა ლილუაშვილ

06 აგვისტო 2020, 16:19

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: თვითდასაქმებულებისთვის არასოდეს, არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია, არანაირი დახმარება მათ შორის კრიზისების დროს არ გაუცია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე

თვითდასაქმებული ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებზეც არასოდეს არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია და არანაირი დახმარება მათ შორის კრიზისების დროს არ გაუცია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც შეავსო განაცხადი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრული, მიიღებს 300-ლარიან კომპენსაციას.

ბეირუთი აფეთქება

06 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

ევროკავშირი ლიბანს დახმარების სახით 33 მილიონ ევროს გამოუყოფს

ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლიბანის მთავრობის მეთაურთან, ჰასან დიაბთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. მან ასევე დააზუსტა, რომ ბეირუთისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

06 აგვისტო 2020, 16:19

კულტურა

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა და ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა

„ილია და თბილისი“ მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია. სერიის პირველი გამოცემა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი „გალაკტიონი და თბილისია“. გარდა სამუზეუმო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებისა, გაერთიანება აქტიურად მუშაობს საგამომცებლო მიმართულებით.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 16:16

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია, მინდა, მას თვალებში ჩავხედო

მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია. მინდა, ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბავშვები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სოციალური დახმარების მიზნობრიობაც სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 16:12

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს არის მასშტაბით უპრეცედენტო

დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს არის მასშტაბით უპრეცედენტო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 16:11

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით

მთავრობისთვის ორი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ პირველ რიგში ეზრუნა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და შემდეგ - ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე; პარალელურად, მთავრობა დგამდა ნაბიჯებს იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლილუაშვილის განმარტებით, დღეს შესამჩნევია, რომ გარემო გაუარესდა და ამას მოწმობს საერთაშორისო მასშტაბით არსებული გაურკვევლობის მაღალი ხარისხი.

06 აგვისტო 2020, 16:01

სამართალი

ექსპერტიზის დასკვნით, მანქანაში აღმოჩენილი წერილი თამარ ბაჩალიაშვილმა დაწერა

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მანქანაში ამოღებული წერილი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილია - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

06 აგვისტო 2020, 15:56

მსოფლიო

ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებები წელს იაპონიაში მცირე მასშტაბით და უსაფრთხოების წესების დაცვით იმართება. ჰიროსიმაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბი 1945 წლის 6 აგვისტოს ჩამოაგდო, რასაც 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა დიდ ნაწილს მშვიდობიანი მოსახლეობა შეადგენდა.

06 აგვისტო 2020, 15:42

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით განმეორებით აცხადებს. კონკურსის თემებია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი; დედამიწის დღე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას.

მიხეილ ჩხენკელი

06 აგვისტო 2020, 15:34

თავდაცვა

მიხეილ ჩხენკელი: ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, გულისხმობს მრავალმხრივ განვითარებულ, თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ჯარს

„ჩვენი ქვეყნის განვითარების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სამხედრო ძალებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, იგი მიესალმება თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომელიც ჯარისკაცზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას დაუდებს სათავეს.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 15:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ბიუჯეტში 130 მლნ Stopcov-ის ფონდის თანხაა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი შემოწირულობა

„ანტიკრიზისული გეგმის მესამე, ახალი ეტაპის მთლიანი საბიუჯეტო პაკეტი 410 მლნ ლარია, საიდანაც 130 მლნ ლარი Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხებია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ 410 მლნ ლარში, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება ამ პროგრამის დასაფინანსებლად, 130 მლნ ლარი არის Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხები და, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი შემოწირულობის სახით - 100 მლნ ლარის ოდენობის შენატანი, ასევე სხვადასხვა ქართული ბიზნესის მიერ გაღებული შენატანები. ეს თანხები რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის 17 წლის ჩათვლით ბავშვების 200-ლარიან დახმარებაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

06 აგვისტო 2020, 15:16

რეგიონი

გუდაურში სასმელი წყლის დებიტის გაზრდის მიზნით ახალი ჭაბურღილების მოწყობა მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანია დაბა გუდაურში წყლის ჭაბურღილების მოწყობას მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაასრულებს. სამუშაოებს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 1 600 000 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილების მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც სათავე ნაგებობაზე გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი.

თამარ ბაჩალიაშვილი

06 აგვისტო 2020, 15:07

სამართალი

რა წერია ექიმის დასკვნაში თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია თამარ ბაჩალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დასკვნა ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ, 2012 წელს არის შედგენილი. ექიმი დეტალურად აღწერს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილი მასთან მისვლის დროს. როგორც ექიმი განმარტავს, ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხშირ შემთხვევაში იყო უკონტაქტო, გამოირჩეოდა აგრესიულობით. მედიკოსი ამბობს იმასაც, რომ სავარაუდოდ, ეს ფონი ოჯახური მდგომარეობით იყო განპირობებული. უფრო ზუსტად, გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოირჩეოდა აგრესიულობით, ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლს და ამის გამო კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან. ექიმის თქმით, ამ ყველაფრის გამო თამარ ბაჩალიაშვილის მაშინდელი ფსიქიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

არჩილ თალაკვაძე

06 აგვისტო 2020, 15:03

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ ოჯახზე და ერთად შევძლებთ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვას

„როგორც ჩანს, პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურებში, აღდგეს სასწავლო პროცესი, ყველა სოციალური, ეკონომიკური ფუნქცია განახლდეს ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო, თუმცა, გვესმის, რომ ამას დასჭირდება დრო, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ მოქალაქეზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.