imedi /  23 ივლისი 2020, 11:19 / სანდო წყარო

ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა, ქ. ვარნაში საზღვაო საკოორდინაციო ელემენტის გახსნაში მონაწილეობა მიიღო

2020 წლის 20 ივლისს, ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის კრასიმირ კარაკაჩანოვის მოწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ქ. ვარნაში მონაწილეობა მიიღო საზღვაო საკოორდინაციო ელემენტის (Maritime Coordination Element) გახსნაში, რომელიც წარმოადგენს ვარნის საზღვაო ოპერატიული ცენტრის ახლად შექმნილ ნაწილს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო საკოორდინაციო ელემენტი შეიქმნა შავი ზღვის არეში მოქმედებათა უკეთესი კოორდინაციისა და კონტროლისთვის, სწრაფი რეაგირებისა და გამოწვევებთან ბრძოლაში მეტი ინფორმირებულობისათვის.

სიტყვით გამოსვლისას ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა კრასიმირ კარაკაჩანოვმა აღნიშნა ქართული მხარის დასწრების მნიშვნელობა ღონისძიებაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეს, მათ შორის, თავდაცვის სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მოინახულა სამხედრო ფრეგადი „დრაჟკი“ და ეწვია ნიკოლა ვაპცაროვის სახელობის ვარნის უმაღლეს საზღვაო სასწავლებელს.

სასწავლებლის ხელმძღვანელმა, ფლოტის ადმირალმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბოიან მედნიკაროვმა, საქართველოს ელჩს გააცნო სასწავლების საქმიანობა და შესაძლებლობები. გამოითქვა სურვილი, რომ ქართული მხარე უფრო მასშტაბურად იყოს წარმოდგენილი აკადემიაში და სასწავლებლის თანამშრომლობა საქართველოსთან კიდევ უფრო განვითარდეს.​

ყველა სიახლე

ალექსანდრ ლუკაშენკო
ვლადიმერ პუტინი

15 აგვისტო 2020, 18:53

მსოფლიო

ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს

„ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ წარმოშობილი პრობლემები მალე მოგვარდება. მთავარია, რომ ამ პრობლემებით არ ისარგებლონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ სახელმწიფო ერთობის ჩარჩოში ორი ქვეყნისთვის სასარგებლო ურთიეობები დააზიანონ“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ზალკალიანი

15 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ინდოეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„ვულოცავთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა საერთო ვალდებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. ერთად გავაგრძელებთ ამ პარტნიორობაზე ზრუნვას. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, - წერს ზალკალიანი.

15 აგვისტო 2020, 18:41

რეგიონი

2022 წლისთვის ქუთაისში ახალი საცურაო აუზის მშენებლობის დასრულება იგეგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. მისი სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

მიხეილ ყაველაშვილი

15 აგვისტო 2020, 18:41

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები

დავით ბაქრაძემ ქართული ჯარის დადანაშაულება ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში ღალატი კი არა, კომპრომისია და სწორად მოვიქეცითო- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას.

15 აგვისტო 2020, 18:23

რეგიონი

სხვადასხვა რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, - ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2020, 18:15

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი

დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაქარაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ მათ მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას და დაუშვეს რეზოლუციაში ისეთი ტექსტის ჩაწერა, რომლითაც მათ საკუთარ სამშობლოსა და ჩვენს ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს.

ცოტნე ზურაბიანი

15 აგვისტო 2020, 18:07

პოლიტიკა

ცოტნე ზურაბიანი: მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია

პარლამენტის წევრი, ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას აფასებს. „დავით ბაქრაძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია“, - წერს ზურაბიანი Facebook-ზე.

15 აგვისტო 2020, 18:06

კულტურა

Disney-მ „მულანის“ ახალი ტრეილერი გაავრცელა

კომპანია Disney-მ რეჟისორ ნიკი კაროს ფილმ „მულანის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1998 წლის მულტფილმის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგო თავს კაცად ასაღებს და ჯარში მიდის. შედეგად, ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მეომარი ხდება.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

15 აგვისტო 2020, 18:04

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 34 107 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 506 ადამიანი. ვირუსისგან 31 697 პაციენტი განიკურნა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

15 აგვისტო 2020, 17:57

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბაქრაძემ აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება

დავით ბაქრაძემ აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება, ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა, კასეტური ბომბების გამოყენება და სხვა - ამის შესახებ ეკონომისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ზე წერს.

გიორგი ვოლსკი

15 აგვისტო 2020, 17:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ 2008 წელს ომი დაიწყო, იყო უშველებელი ღალატი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ რეზოლუციაზე ხელმოწერის შედეგად, რუსეთს მისცა რესურსი, რომლითაც დღემდე ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.

15 აგვისტო 2020, 17:53

საზოგადოება

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედროები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 2 სამხედრო პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის.

ლუკაშენკო

15 აგვისტო 2020, 17:47

მსოფლიო

Bloomberg: ლუკაშენკოს გარემოცვა კრემლის წარმომადგენლებთან რუსეთში გაქცევის შესაძლებლობას განიხილავდა

თავად ლუკაშენკომ 14 აგვისტოს უარყო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქვეყანას დატოვეს. „ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ წავსულვარ“, - განაცხადა მან. დღეს კი ლუკაშენკომ ვითარება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა. პუტინის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტები დარწმუნებულები არიან, რომ სიტუაცია ბელარუსში მალე დარეგულირდება.

15 აგვისტო 2020, 17:31

თავდაცვა

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები რეზერვისტების დამსაქმებლებს შეხვდენენ

სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ადგილზე 101-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფასაც“ დააგემოვნეს.

15 აგვისტო 2020, 17:10

პოლიტიკა

თბილისში, საბურთალოს რაიონში 150-მდე დაავადებული ხე მოიჭრა

თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. საბურთალოს რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

15 აგვისტო 2020, 17:06

მსოფლიო

ახალ სამხრეთ უელსში კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა

ახალ სამხრეთ უელსში, შელის სანაპიროსთან კაცმა ცოლი ზვიგენის თავდასხმისგან გადაარჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. დიდი თეთრი ზვიგენი ქალს თავს დაესხა და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, დაზარელებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში მისი გადაყვანა საჰაერო გზებით განხორციელდა. წყვილი სერფინგით იყო დაკავებული, როცა 35 წლის ქალს ზვიგენი თავს დაესხა, თუმცა მამაცმა ქმარმა მაშინევე ცოლის დახმარება გადაწყვიტა და მხეცს იქამდე ურტყა, სანამ თავი არ დაანება.

კანცელარია

15 აგვისტო 2020, 16:56

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს“.

დავით მათიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 16:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: ტყუილი და ფარსია, ბატონო დავით, თქვენი ვითომ „ურაპატრიოტული“ რიტორიკა. თქვენ ქართველ ხალხს ვეღარასდროს ვეღარ მოატყუებთ

„დავით ბაქრაძის ცინიზმსა და უპასუხისმგებლობას დანაშაულემდე ერთი ნაბიჯი აშორებს: დიახ, ჩვეულებრივი დანაშაული და ღალატია საკუთარი ხალხისა და ქვეყნის, როდესაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაბომბვაში ადანაშაულებ“.

იოსებ არჩვაძე

15 აგვისტო 2020, 16:54

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: საქართველოს Fitch-ის მიერ რეიტინგი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული რეიტინგის მნიშვნელობა კიდევ უფრო ფასეულია იმის გათვალისწინებით, რომ წინა შეფასების შემდგომ Fitch-მა შეამცირა იმ ქვეყნების უმრავლესობის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, მათ შორის ისეთი ქვეყნებისა, როგორებიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, კანადა და სხვ.

შოთა გულბანი

15 აგვისტო 2020, 16:43

ეკონომიკა

შოთა გულბანი: სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება უცხოელ ინვესტორებში მეტი ნდობის გაჩენას ნიშნავს

შოთა გულბანის განცხადებით, საკრედიტო რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საიმედო და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩარჩო, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას შოკების პერიოდში.