imedi /  31 ივლისი 2020, 00:36 / სანდო წყარო

ილჰამ ალიევი: სომხეთის ხელისუფლება სოროსის შეკვეთებს ასრულებს - სოროსის აგენტები არიან

ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთის ხელმძღვანელობა ჯორჯ სოროსის შეკვეთების შესრულებაში დაადანაშაულა.

„ცხადია, რომ სომხეთში მომხდარი რევოლუცია სოროსის და მასთან დაახლოებული წრეების მორიგი პროვოკაცია იყო. დიახ, სომხებს სძულდათ წინა ხელისუფლება. სომხეთის წინა ხელისუფლება სიძულვილის ღირსი იყო. თუმცა, ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან დიდად არ განსხვავდება. შემთხვევით კი არ გამოუყო სოროსის ფონდმა 600 000 დოლარი სომხეთს პანდემიასთან ბრძოლისთვის. კიდევ რომელ სხვა ქვეყანას გაუწიეს ასეთი დახმარება? აზერბაიჯანს გაუწიეს დახმარება? არა. აზერბაიჯანში სოროსის ფონდის კვალიც კი არ დარჩა, რადგან აქ პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულნი და ახალგაზრდებს ტვინს უწამლავდნენ. ახალგაზრდების სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობა სურდათ. თუმცა, ფართოდ გაშალეს ფრთები სომხეთში. ვიცით, რომ სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება ფულს სოროსის ფონდიდან იღებს, მათი აგენტები არიან და მათ შეკვეთებს ასრულებენ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში არჩევნებს ეუთო/ოდირის წარმომადგენლები დააკვირდებიან

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:16

რეგიონი

აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებმა ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა.

25 სექტემბერი 2020, 17:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,128,836-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 108 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,056-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 934,146 პაციენტი.

მურთაზ ზოდელავა

25 სექტემბერი 2020, 17:04

რეგიონი

ხობის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან ერთად ხობის აგრარულ ბაზარს სტუმრობდა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი ხალხთან საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ იყვნენ მისულები.

25 სექტემბერი 2020, 17:00

საზოგადოება

ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება

თბილისის მერიის ინფორმაციით,ზაჰესში გზის მოწესრიგების სამუშაოები, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე სრულდება. აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ქსელი. ამ ეტაპზე კი, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 16:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სტატიაში მოყვანილი ფაქტები აცდენილია რეალობას

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ უზუსტობებზე დაფუძნებული სტატია გამოაქვეყნა ყოფილმა დიპლომატმა. კონკრეტული ფაქტები აქვს მოყვანილი, რომელიც არ არის ზუსტი და აცდენილია რეალობას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა „ცუდი ნიშანია აღორძინებადი დემოკრატიისთვის“.

25 სექტემბერი 2020, 16:46

სპორტი

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი ჯგუფის ოთხ-ოთხ მატჩს ერთი ქალაქი უმასპინძლებს. დიდი ალბათობით თებერვლის ფანჯრის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს. შესარჩევი ეტაპის ფანჯრების „ბაბლის“ სისტემით ჩატარების ინიციატივით ფიბას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და ფიბას ბორდის წევრმა გიორგი ქართველიშვილმა მიმართა.

25 სექტემბერი 2020, 16:26

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადება დაიწყო. ნაკრების წევრების დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, მორაგბეები მზადების პირველ ეტაპზე 11 ოქტომბრამდე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იზოლაციაში იქნებიან და მათი ყველა ვარჯიში დახურული იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:26

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გახდა ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა, რომელიც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას შეუერთდა

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფოტო: ფოტო: ცესკო

25 სექტემბერი 2020, 16:20

პოლიტიკა

ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის​ სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

ლევან გორგაძე

25 სექტემბერი 2020, 16:20

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

ტოჩინოშინი აკი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ეს საკითხი დღეს, ლევან გორგაძის კაგაიაკისთან დამარცხების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდო, თუმცა მსაჯების თათბირის შემდეგ გამარჯვება კაგაიაკის ჩაეთვალა, რადგან ტოჩინოშინმა რკალსმიღმა ფეხი იმაზე ადრე დადგა ვიდრე კაგაიაკი მიწას ხელით შეეხო.

25 სექტემბერი 2020, 16:20

სამართალი

თბილისში, სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, სანაპიროზე ავარია მოხდა. სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ფასდაუდებელია

ჩვენი ქვეყანა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად მუშაობს, რათა კიბერუსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ფასდაუდებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციამ უკვე შეირცხვინა თავი ქართველ ამომრჩეველთან

ოპოზიცია უკვე ისე მართავს საარჩევნო პროცესებს, რომ თავი შეირცხვინეს ქართველ ამომრჩეველთან. ასე თუ გააგრძელეს, მათი რეპუტაცია საერთაშორისო დონეზეც იქნება ნულს ქვევით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის. შესაბამისი განცხადება სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიენ სტირკიმ გააკეთა. მისი თქმით, მათი ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისგან შედგება. ჩამოვა 27 გძელვადიანი დამკვირვებელი. ასევე იგეგმება ეუთოს წევრი ქვეყნებიდან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოყვანა, რომლებიც საქართველოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვევიან.

25 სექტემბერი 2020, 15:57

სამართალი

ლაგოდეხში პოლიციამ კანაფის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით 2 პირი დააკავა

ლაგოდეხში, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებამდე კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამი საცხოვრებელ სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

თინათინ ბერძენიშვილი

25 სექტემბერი 2020, 15:56

საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

სუსი

25 სექტემბერი 2020, 15:56

COVID19

სუსი უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სუსი უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საოკუპაციო ძალების მიერ, მიმდინარე წლის 3 ივლისს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია და ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2020, 15:55

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არჩევნებს ისე ჩავატარებთ, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებს ჰქონდეს ფართო დაკვირვება და მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 15:52

მსოფლიო

პარიზში, „შარლი ებდოს“ ძველ ოფისთან ოთხი ადამიანი დაჭრეს

საფრანგეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ პარიზში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ცნობილი ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს რედაქცია იყო განთავსებული, ოთხი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გამვლელებს თავს ორი პირი დაესხა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ცივი იარაღი. თვითმხილველთა ნაწილი მას ხორცის საკეპ ნახახად მოიხსენიებს, ნაწილი კი - დანად.