IMEDI /  08 აგვისტო 2020, 00:20 / სანდო წყარო

ჩინეთში უდანაშაულოდ ცნეს კაცი, რომელმაც ორი ბიჭის მკვლელობისთვის 26 წელი ციხეში გაატარა

ჩინეთში, უდანაშაულოდ ცნეს კაცი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 26 წელი ციხეში გაატარა. ამის შესახებ Global Times წერს.

53 წლის ჩჟან იუხანმა საპატიმრო 4 აგვისტოს დატოვა. პროვინცია ცზიანსის სასამართლომ ის არასაკმარისი მტკიცებულებების გამო უდანაშაულოდ ცნო.

ორი ბიჭი 1993 წელს გარდაცვლილი იპოვეს, მათ სიკვდილში ეჭვმიტანილი მეზობელი ჩჟან იუხანი დააპატიმრეს. მას სიკვდილი მიუსაჯეს, შემდეგ კი სასჯელი პატიმრობით შეცვალა. მან სააპელაციო სასამართლოს მიმართა და აცხადებდა, რომ ბიჭები არ მოუკლავს. სასამართლომ საქმის მეორედ განხილვა 2001 წელს დანიშნა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

მთელი ეს წლები, ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, რომ ჩჟან იუხანი უდანაშაულოა. მათ განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ ის 2020 წლის 4 აგვისტოს გაამართლა. გამოცემის ცნობით, მას შეუძლია სახელმწიფოს კომპენსაცია მოსთხოვოს.

ყველა სიახლე

სტეფან ლოფვენი

24 სექტემბერი 2020, 19:02

COVID19

შვედეთის პრემიერი: ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოფვენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 18:59

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის როლზე, ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულებას და დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:55

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: ციფრული განათლების მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ

განათლების სამინისტროს მიზანია ციფრული განათლების კუთხით განვითარება და ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ამ მხრივ მასწავლებლებსა და სკოლებს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ციფრული განათლების მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ეს არის პროცესი, როდესაც სისტემა ვითარდება.

ნავიდ აფკარი

24 სექტემბერი 2020, 18:48

მსოფლიო

მოჭიდავე ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო აშშ ირანს სანქციებს დაუწესებს

უახლოეს დღეებში აშშ ირანს 27 წლის მოჭიდავის, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯის გამო დამატებით სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ სენატში სიტყვით გამოსვლისას ირანისა და ვენესუელის საკითხებში ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 18:44

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,686 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 581 ადამიანი. ვირუსისგან 37,255 პაციენტი განიკურნა.

24 სექტემბერი 2020, 18:40

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.

ირაკლი ბერაია

24 სექტემბერი 2020, 18:40

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 სექტემბერი 2020, 18:36

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოწვევაა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოწვევაა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

ირაკლი ბერაია

24 სექტემბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ბრიტანეთი არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი

ბრიტანეთი არის ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების განმტკიცებას. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არის პრიორიტეტულად მნიშნელოვანი და ვდგამთ ყველა ნაბიჯს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეშვიდე რაუნდი, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, სადაც განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

კახა კუჭავა

24 სექტემბერი 2020, 18:21

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში

ჩვენ კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ იმ სხვადასხვა საკითხზე, რომლის გარშემოც ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამ მიმართულებით ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ფინანსური ისე ტექნიკური, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის, მათ შორის, კიბერ-უსაფრთხოების მიმართულება, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:19

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენ სკოლებში აკადემიურ წელს არ გამოვაცხადებთ

მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართეს, გვემუქრება თუ არა საფრთხე, გამოცხადდეს აკადემიური წელი და თუ მუშაობს განათლების სამინისტრო ამ სცენარზეც. დგებუაძემ გაზაფხულის პერიოდში სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებები გაიხსენა, კერძოდ განათლებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება, რომლის შედეგადაც ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:13

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: სიცხის გაზომვის გარეშე სკოლაში ვერც ერთი პირი ვერ შევა

სიცხის გაზომვის გარეშე სკოლაში ვერც ერთი პირი ვერ შევა, მათ შორის მოსწავლე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიცხე აღმოაჩნდება, ის გადადის სხვა სივრცეში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ხდება სიცხის შემოწმებად და თუ ისევ დაფიქსირება ტემპერატურა, მოსწავლე გადადის საიზოლაციო სივრცეში და სკოლამ ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პიტერ ალტმაიერი

24 სექტემბერი 2020, 18:12

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, პიტერ ალტმაიერი კარანტინში გადავიდა.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:10

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: მე-6 კლასის ზემოთ განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სპეცმასწვლებლები სკოლებში ასწავლიან

მე-6 კლასის ზემოთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ განსხვავებული მიდგომები, მათთვის სკოლის კარები ღია იქნება“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სკოლებში არსებული საგანმანათკლებლო საჭიოროების მქონე მოსწავლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაახლოებით, 10 ათასი ასეთი მოსწავლე იღებს ზოგადი განათლებას საფეხურზე განათლებას.

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:03

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, მშობლების სურვილის შემთხვევაში, როგორ გაგრძელდება 1-6 კლასელთათვის დისტანციურად სწავლა

„ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს ვთავაზობთ კიდევ ერთ განსხვავებულ სერვისს და მოდელს, რაც გულისხმობს შემდეგს: მშობლებს, რომელსაც აქვთ შიში, რომ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, სკოლები დააორგანიზებენ ერთ განსხვავებულ კლასს, რომელიც ამ მოსწავლეებისთვის წარიამრთება დისტანციურ ფორმატში. ეს არის არჩევანი და შეთანხმება სკოლასა და მშობელს შორის“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სტელა კირიაკიდესი

24 სექტემბერი 2020, 17:59

COVID19

ევროკომისარი: ევროპა მზად უნდა იყოს შეზღუდვების დაწესებისთვის

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროპა შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს.

24 სექტემბერი 2020, 17:55

რეგიონი

„ქართული ოცნება“ აჭარის წარმატებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

წარმატებულ პროექტებს შორისაა ზარზმის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობა, პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ და ღვინის ორი ქარხანა, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგე-საჩითილე მეურნეობა.

ირაკლი ანთაძე

24 სექტემბერი 2020, 17:53

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი უკანონო პატიმრობიდან ხვალ გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 17:46

სამართალი

პოლიციამ მეუღლისა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ახალციხეში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 სექტემბერი 2020, 17:43

სამართალი

პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშავედ ცნო.