IMEDI /  11 აგვისტო 2020, 00:58 / სანდო წყარო

ანტარქტიდას სანაპიროსთან სავარაუდოდ ნაცისტების საიდუმლო გემი იპოვეს

Google-ს სატელიტურ რუკაზე იპოვეს 122 მეტრის სიგრძის გემი, რომელიც ანტარქტიდას სანაპიროდან 160 კილომეტრითაა დაშორებული. ამის შესახებ Daily Mail წერს. ქსელის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ეს ნაცისტების საიდუმლო გემია.

გამოცემის ცნობით, სატელიტური რუკის ანონიმურმა მომხმარებელმა შენიშნა გაყინული გემი, რომელიც საკრუიზო ლაინერს ჰგავს. მან ამ საკითხზე YouTube-ზე დისკუსია გამართა. მისი ვარაუდით, ეს 122 მეტრიანი გემია, რომელის ანტარქტიდის სანაპიროსთან ჩაიძირა.

გაყინული გემის ვიდეო ინტერნეტში ვირუსული გახდა.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 14:06

სამართალი

თბილისში დააკავეს 68 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვან ბიჭს რამდენიმე წლის განმავლობაში აუპატიურებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

22 სექტემბერი 2020, 13:58

COVID19

ზუგდიდში კოვიდინფიცირებული 71 წლის ქალი იმავე ქალაქის ერთ-ერთი ტაძრის მესანთლეა

ის ბოლო 10 დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა. ზუგდიდში ჩამოსვლისთანავე ცხელების ნიშნებით კლინიკას თავად მიმართა. PCR კვლევის შედეგად კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, მისი 25 კონტაქტია მოძიებული და ყველა იმყოფება თვითიზოლაციაში.

22 სექტემბერი 2020, 13:57

თემა

შემოდგომის დასაწყისიდან ევროპა COVID-19-ის ახალი ტალღისთვის ემზადება. რას ნიშნავს ეს?

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. ინფიცირებულთა მაჩვენებლის მატება შემოდგომის დაწყებასა და სკოლების გახსნას დაემთხვა (ყოველ შემთხვევაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში). თუმცა ამაში მოულოდნელი არაფერია, რადგან სპეციალისტები ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაზე ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდნენ. როგორია კოვიდვითარება დღევანდელ ევროპაში? ვინ და როგორ ემზადება COVID-19-ის მორიგი შემოტევისთვის?

22 სექტემბერი 2020, 13:43

საზოგადოება

საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და„ლიბერთი ბანკის“გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

სალომე ზურაბიშვილი

22 სექტემბერი 2020, 13:27

საზოგადოება

პრეზიდენტი გაეროს სამიტზე საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალურია და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება, როგორც დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენის, ასევე, საქართველოსთვის ენდემური სახეობების კონსერვაციის თვალსაზრისით.

ლევან გორგაძე

22 სექტემბერი 2020, 13:19

სპორტი

ტოჩინოშინი მეათე საშეჯიბრო დღეს დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმისთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.

22 სექტემბერი 2020, 13:16

საზოგადოება

„თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების პროექტის“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

„ახლა იქმნება მუდმივი პლატფორმა. ეს არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმები, მითუმეტეს, რომ მას მხარს ევროსაბჭო უჭერს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

22 სექტემბერი 2020, 13:15

საზოგადოება

საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო აშშ-ში, საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებზე ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა.

22 სექტემბერი 2020, 13:15

COVID19

ზუგდიდში 2 ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთი ოქროს ბირჟის თანამშრომელია

რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ოქროს ბირჟა დროებით დაიკეტა და ყველა თანამშრომლის ტესტირება მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

22 სექტემბერი 2020, 13:09

რეგიონი

რესან კონცელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატმა გენერალ აბაშიძის, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩის მაცხოვრებლებლებთან გამართა.

22 სექტემბერი 2020, 12:56

პოლიტიკა

საქართველში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიან

საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტი (IRI) აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების გუნდის საქართველოში ჩამოვა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

22 სექტემბერი 2020, 12:53

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან დაფიქსირდა. 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ხიზაბავრასთან იყო.

ზაზა გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 12:43

პოლიტიკა

ზაზა გაბუნიამ ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ევროპის საბჭოს პროექტის „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება“ ფარგლებში გამართული შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

22 სექტემბერი 2020, 12:30

საზოგადოება

გიორგი ცუცქირიძე: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მიერ ციფრებით მანიპულირება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხანის „ოქროს ხანად“ წარმოჩენა, მის ნაციონალურ მრწამსზე კიდევ ერთხელ მიუთითებს

სააკაშვილის ახალი ვიდეო მიმართვიდან ელვისებურად, თითქოს დაწერილი სცენარიაო, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, იგივე სტილში და ციფრების მანიპულაციაზე დაფუძნებული პოსტი დადო თავის კედელზე,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო - საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

22 სექტემბერი 2020, 12:22

სპორტი

იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წაუგებელი სერია 15 თამაშამდე გაიზარდა

იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში მილანელებმა საკუთარ მოედანზე „ბოლონია“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით 2:0 დაამარცხეს.

22 სექტემბერი 2020, 12:19

სპორტი

ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში შედეგიანობის რეკორდი დამყარდა

ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში წლევანდელი სეზონის მეორე ტურში შედეგიანობის რეკორდი დამყარდა. 10 შეხვედრაში 44 ბურთი გავიდა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. მეორე ტურის უკანასკნელ თამაშში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ვულვზი“ 3:1 დაამარცხა. მეოცე წუთზე ანგარიში კევინ დე ბრუინმა თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანით გახსნა, ზუსტად 12 წუთში კი ფილ ფოდენმა სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. 78-ე წუთზე რაულ ხიმენესმა ერთი ბურთი გაქვითა, საბოლოო ანგარიში კი დე ბრუინის გადაცემით შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა დააფიქსირა.

22 სექტემბერი 2020, 12:14

COVID19

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდასტურდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავიდა და ტესტირება ჩაუტარდა.

22 სექტემბერი 2020, 12:08

ეკონომიკა

EBRD: საქართველო „მწვანე“ წყალბადის წარმოების პროცესს შეუერთდება

„საქართველო დგამს ძალიან დროულ ნაბიჯს საკუთარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებისა და თავისი გაზის ინფრასტრუქტურის პერსპექტიულობის უზრუნველყოფის კუთხით, რათა ნაკლები ნახშირბადის მქონე საწვავზე გადავიდეს. ჩვენ მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს პირველ ნაბიჯებს“- აცხადებს EBRD-ის წარმომადგენელი აიდა სიტდიკოვა.

გიორგი შერმადინი

22 სექტემბერი 2020, 12:05

სპორტი

გიორგი შერმადინისთვის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი წარმატებულად დაიწყო

გიორგი შერმადინისთვის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი წარმატებულად დაიწყო. „იბეროსტარ ტენერიფემ“ მისი ყოფილი გუნდი „სარაგოსა“ ოვერტაიმში 91:86 დაამარცხა. 31 წლის ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 32 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „იბეროსტარ ტენერიფე“ 23 სექტემბერს „ბილბაო ბასკეტს“ შეხვდება.

ნონა ეფაძე

22 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

ბოლო მონაცემებით, აჭარის კლინიკებში COVID-19-ზე 550 პაციენტი მკურნალობს

„სამწუხაროა გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს გახლდათ 67 წლის კაცი დატვირთული ანამნეზით, ანუ თანმხლები დაავადებებით“, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.