imedi /  10 აგვისტო 2020, 19:47 / სანდო წყარო

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს

სვეტლანა ტიხანოვსკაია

სვეტლანა ტიხანოვსკაია

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კანდიდატის პრესმდივანმა, ანა კრასულინამ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.

„სვეტლანა ტიხანოვსკაია მონაწილეობას არ მიიღებს საპროტესტო აქციებში, რათა თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების პროვოკაციები მისი დაკავების მიზნით. ჩვენ იგი თავისუფლებაზე გვჭირდება“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესმდივანმა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

ყველა სიახლე

კომუნიკაციების კომისია

30 სექტემბერი 2020, 10:35

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება დაიწყო

კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ახალი საგნის - „ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა“ სწავლება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინფორმაციული წიგნიერება, კიბერეთიკა, კიბერ საფრთხეები, მედიაეკონომიკის საფუძვლები და ა.შ.

ნატა საბანაძე

30 სექტემბერი 2020, 10:34

პოლიტიკა

ნატა საბანაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: გიორგი გახარიამ უკვე დასახა გზები მომავალი თანამშრომლობის, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან

„პრემიერს ექნება შეხვედრები ევროკომისრებთან, რომლებიც კურირებენ განათლებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, მართლმსაჯულებას. ფაქტიურად, ყველა სფერო არის მოცული. ამიტომ, შინაარსობრივად ძალიან დატვირთული ვიზიტია. დიდი ინტერესი გამომდინარეობს ასევე იქიდანაც, რომ ერთ თვეში საქართველოში არჩევნებია, ყველა საუბრობს ამ არჩევნებზე და მოლოდინი მაღალია“, - განაცხადა საბანაძემ.

თეა წულუკიანი

30 სექტემბერი 2020, 10:33

სამართალი

თეა წულუკიანი: ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.

30 სექტემბერი 2020, 10:29

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.

30 სექტემბერი 2020, 10:27

საზოგადოება

მაგისტრ სტუდენტთა განაცხადების მიღება ელექტრონულად იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ პორტალზე.

ევროპაბეთი

30 სექტემბერი 2020, 10:26

საზოგადოება

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.

30 სექტემბერი 2020, 10:21

რეგიონი

ოთარ ხატიაშვილი აკურაში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის დადგმული სპექტაკლი

„ინციდენტი რაღაცას ემსახურება და ამის უკან ვიღაცები დგანან. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ შეიტანონ უკმაყოფილება ყურძნის ჩაბარების პროცესში. ჩემი ინფორმაციით, ამ მოქალაქეს შტაბთან კავშირი ჰქონდა, მე მგონი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას აუხსნეს , რომ მისი კუთვნილი ყურძენი "გრუზვიმპრომში" ჩაებარებინა. რიგები დაახლოებით 7-საათიანი ინტერვალი არის. რთველი ჩვეულ რეჟიმ ში მიმდინარეობს. რეგიონში 89 ქარხანა მუშაობს და ჩართული ყურძნის გადამუშავების პროცესში. "- განაცხადა ბესარიონ სულაქველიძემ.

კიბერდანაშაული

30 სექტემბერი 2020, 10:14

მსოფლიო

LinkedIn-ზე კიბერთავდასხმაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს აშშ-ში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთი ოლქის ფედერალურმა სასამართლომ კიბერთავდასხმაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ევგენი ნიკულინს 88-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Courthouse News Service-ი წერს.

30 სექტემბერი 2020, 10:08

ეკონომიკა

Disney გასართობი პარკების თანამშრომლებს ამცირებს

კომპანია Disney-ს ხელმძღვანელობა იძულებულია გასართობი პარკების თანამშომლები შეამციროს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.

ნიკოლ ფაშინიანი

30 სექტემბერი 2020, 09:54

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების შეყვანის საკითხს არ განვიხილავთ

სომხეთი კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

30 სექტემბერი 2020, 09:40

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვედრებს დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში გამართავს

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვედრებს დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში განაგრძობს. ევროკომისიაში დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრა ევროკომისრებთან, ხოლო ევროპარლამენტში - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებთან.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 09:18

მსოფლიო

ჯოზეფ ბაიდენი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. მისი კანდიდატურა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრმა კრის ბრაიანტმა დაასახელა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თუ დავინახავ, რომ ათასობით ბიულეტენი ჩაწყობილია, ამას ვერ გავატარებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას არჩევნებში ფოსტით ხმiს მიცემის მეთოდი კვლავ გააკრიტიკა.

30 სექტემბერი 2020, 08:50

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.რეზოლუცია საბჭომ გვიან ღამით, საგანგებო სხდომაზე მიიღო. მანამდე მხარეებს ვითარების ესკალაციისა და დიალოგისკენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს.

30 სექტემბერი 2020, 08:44

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი პუტინის ლეკვია

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

ნინო ნიჟარაძე

30 სექტემბერი 2020, 08:29

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია

აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს. მისი თქმით, არსებული რესურსი უმკლავდება იმ მოთხოვნას, რომელიც ამ ჟამად დგას სამედიცინო დაწესებულებების წინაშე.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ტრამპს: გაჩუმდები? ისე იქცევი, როგორც პრეზიდენტს არ შეეფერება

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გაჩუმება მოსთხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლო

30 სექტემბერი 2020, 08:15

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება. დაიკითხებიან მოწმეები.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: პანდემიასთან ბრძოლაში ვერასდროს გააკეთებდით იმას, რაც ჩენ გავაკეთეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდებოდა.