22 აგვისტო 2020, 18:40 / სანდო წყარო

ჩრდილოეთ ლიბანში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჩრდილოეთ ლიბანში, სოფელ კაფტონში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სოფლის გზაზე მიმავალი ავტომობილიდან გახსნეს. მანქანა მოგვიანებით მიტოვებული იპოვეს. მასში კი მაყუჩიანი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ელექტროკაბელები აღმოაჩინეს.

სროლის შედეგად, ორი კაცი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი - მოგვიანებით.

თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2020, 11:46

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,476 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,476 ადამიანს დაუდასტურდა, 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 132,346 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,090 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 105,149.

27 ნოემბერი 2020, 11:43

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონვირუსის 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 135 ადამიანი. რუხის კლინიკაში იმყოფება 146 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 80. სენამედის კლინიკაში იმყოფება - 30 კოვიდ პაციენტი.

ბრიუსელი

27 ნოემბერი 2020, 11:36

მსოფლიო

ბელგიის პრემიერი: დღეს თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ის ადამიანებიც დაგვეღუპებიან, ვის სიცოცხლესაც შეზღუდვებით გადავარჩენდით

ლოკდაუნი ბელგიაში 13 დეკემბრამდე მოქმედებს. ქვეყანას გარე საზღვრები ტურისტებისთვის დაკეტილი აქვს. მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ბელგიის საზღვის გადაკვეთის უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აქვთ.

27 ნოემბერი 2020, 11:28

საზოგადოება

თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩა N23-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში („ოქროს საწმისის“ შენობა) მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერია იუწყება, წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა და ამ ეტაპზე, წყალარინების სისტემა იცვლება. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 92 ოჯახისთვის წყალსადენის ახალი შიდა ქსელი დამონტაჟდა - ბინებში არსებული სველი წერტილების სისტემა სრულად შეიცვალა, რამაც ჯამში, 3 200 გრძივი მეტრი შეადგინა. ასევე, ყველა ოჯახში შეიცვლება წყალარინების შიდა ქსელი. 331 გრძივ მეტრზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გარე ქსელი მოეწყო, აგრეთვე, შენობის მიმდებარედ 8 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

27 ნოემბერი 2020, 11:24

მსოფლიო

მარადონა ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაო „ბელა-ვისტაზე“ დაკრძალეს, სადაც დიეგოს მშობლები არიან დასაფლავებული. როგორც არგენტინული მედია იუწყება, დაკრძალვის ცერემონიაში მხოლოდ მარადონას ნათესავები და ახლობლები მონაწილეობდნენ. მანამდე კი არგენტინის დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ლეგენდასთან გამოსათხოვარ ცერემონიას მასობრივი არეულობები მოჰყვა. სამოქალაქო პანაშვიდზე მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, ცერემონიაზე მოხვედრა კი ბევრმა ვერ შეძლო და ამას პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირებები მოჰყვა.

ნინო ბურჯანაძე

27 ნოემბერი 2020, 11:23

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლების მხრიდან რეალური წინადადება იქნება წარმოდგენილი, მაშინ მესამე რაუნდს აზრი ექნება

„მესამე რაუნდის აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება რეალური წინადადება წარმოდგენილი, თუ ასეთი არ იქნება, რაუნდი რაუნდისთვის არავის არ სჭირდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

27 ნოემბერი 2020, 11:16

საზოგადოება

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება

სახელმძღვანელო საშუალებას მისცემს მათ განახორციელონ სკოლის შიდა, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, რათა მოახდინონ დროული რეაგირება არსებულ გამოწვევებზე. ეს იქნება დისტანციური სწავლების მართვის პირველი გზამკვლევი საქართველოში.

27 ნოემბერი 2020, 11:08

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 976 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 976 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-447, აჭარაში-154, იმერეთში-226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში-201, აჭარაში-49, იმერეთში-45. 3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1266-თბილისში, 2 039-აჭარაში, 278-იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 ნოემბერი 2020, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 863 თბილისში, 664 აჭარაში, 648 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 4 780 შემთხვევიდან, 1 863 თბილისში, ხოლო აჭარაში 664 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 4 780 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4,780 დაუდასტურდა, კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 123,470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102,270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,161 მოქალაქე.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 10:54

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 16,218 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 16,218 ადამიანს დაუდასტურდა, 192 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 693,407 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 11,909 პაციენტი ემსხვერპლა, 326,238 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

27 ნოემბერი 2020, 10:43

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსით 1 006 394 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ბოლო 24 საათში გერმანიაში 22 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 426 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ვირუსს 15 586 ადამიანი ემსხვერპლა, 670 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

ქარელი

27 ნოემბერი 2020, 10:43

სამართალი

ქარელში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქარელში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არიან მუშები, რომლებიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციაა.

27 ნოემბერი 2020, 10:39

სპორტი

თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-მ, მადრიდის „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-მ, მადრიდის „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში - 74:73 დაამარცხა. ეს რუსული კლუბის მე-8 გამარჯვებაა და ის ლიდერთა შორისაა. თორნიკე შენგელიამ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ამ სეზონში და „ცსკა“-ს მაისურით, საუკეთესო მატჩი ითამაშა - მან 15 ქულა ჩააგდო. შენგელიამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, თორნიკეს ანგარიშზეა 7 მოხსნაც.

ლევან გოფოძე

27 ნოემბერი 2020, 10:33

COVID19

ლევან გოფოძე: ყველანაირი მცდელობა, როგორმე ინფექცია შეჩერდეს - გამართლებულია

შემთხვევათა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციას ქმნის, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ​„ქრონიკაში“ განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 10:30

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 43,082 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 43,082 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,3 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 492 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 135,223-ს აღწევს, ჯამში 8,7 მილიონზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ბექა ფერაძე

27 ნოემბერი 2020, 10:25

COVID19

ბექა ფერაძე: საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება

საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნული შეზღუდვების აღსრულების საკითხი მკაცრად იქნება გაკონტროლებული, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. მისი თქმით, შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტები, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ერთობლივი ძალებით გააკონტროლებენ შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ალექსანდრე გოგინავა

27 ნოემბერი 2020, 10:21

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: შეზღუდვების დანიშნულებაა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს

საყურადღებო სიტუაციაა და ბოლო რამდენიმე კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ბოლო დღეებია 3-დან 4-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის არის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობის შემქმნელი.

სტომატოლოგია

27 ნოემბერი 2020, 10:20

მსოფლიო

NYT: კოვიდპაციენტებს შესაძლოა სტომატოლოგიური პრობლემები შეექმნათ

პაციენტები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ხშირად კბილებს კარგავენ, რაც ხშირ შემთხვევაში სისხლდენის გარეშე ხდება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კორონავირუსი ღრძილებსა და სისხლძარღვებზე ახდენს გავლენას, თუმცა როგორც NYT წერს, ეს მხოლოდ დაკვირვების საფუძველზე გაკეთებული დასკვნებია და საფუძვლიანი გამოკვლევები ამ მიმართულებით ჯერ არ ჩატარებულა.