imedi /  31 აგვისტო 2020, 19:39 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: ანარქისტები თავს გავიდნენ და არავის უსმენენ - მძინარა ჯოც კი აიძულეს სარდაფიდან გამოსულიყო

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები თავისივე ხალხს ვეღარ აკონტროლებენ.

„იმ ქალაქების რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები, სადაც ეს შეშლილი ძალადობა ხდება, საკუთარ „მოძრაობასაც“ კი ვეღარ აკონტროლებენ. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანარქისტები და აგიტატორები თავს გავიდნენ და არავის უსმენენ. მათ მძინარა ჯოც კი აიძულეს სარდაფიდან გამოსულიყო“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

საპროტესტო გამოსვლები უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი დაჭრა. საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც დემონსტრანტების ნაწილმა ქალაქის სასამართლოს შენობაში შეჭრა სცადა.

ყველა სიახლე

ენტონი ფაუჩი

06 დეკემბერი 2021, 05:32

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადრეული მინიშნებები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.

ჟოზეფ ბორელი

06 დეკემბერი 2021, 05:09

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პრევენციაზე მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პრევენციაზე მუშაობს.

კარინ ჟან-პიერი

06 დეკემბერი 2021, 04:45

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვერაფერი ჩაანაცვლებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დიალოგს.

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2021, 04:23

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თუ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ და ამაზე რეაგირება არ იქნება, სხვა ქვეყნები დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება

თუ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ და ამაზე რეაგირება არ იქნება, სხვა ქვეყნები დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

06 დეკემბერი 2021, 04:01

მსოფლიო

მედია: ისრაელი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი და „მოსადის“ დირექტორი, დავიდ ბარნეა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2021, 03:38

COVID19

ავსტრალიის მარეგულირებელმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ავსტრალიის მარეგულირებელმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია 10 იანვარს დაიწყება.

06 დეკემბერი 2021, 03:20

COVID19

ბრიუსელში, პოლიციამ კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა

ბრიუსელში, პოლიციამ კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ერიკ ზემური

06 დეკემბერი 2021, 03:07

მსოფლიო

ერიკ ზემური: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, ეს იქნება არა ძალაუფლების მორიგი როტაცია, არამედ მსოფლიოს ყველაზე დიადი ქვეყნის დაბრუნება

თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, ეს იქნება არა ძალაუფლების მორიგი როტაცია, არამედ მსოფლიოს ყველაზე დიადი ქვეყნის დაბრუნება, - განაცხადა საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ერიკ ზემურმა ქალაქ ვილპანტში გამართულ მიტინგზე.

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2021, 02:46

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი დეესკალაციას აირჩევს, უკრაინის საზღვრიდან თავის ძალებს გაიყვანს და დიპლომატიურ გზას გაჰყვება

დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი დეესკალაციას აირჩევს, უკრაინის საზღვრიდან თავის ძალებს გაიყვანს და დიპლომატიურ გზას გაჰყვება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ფრენსის კოლინზი

06 დეკემბერი 2021, 02:23

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი: „ომიკრონი“ ვარიანტი, შესაძლოა, კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იყოს

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დირექტორმა, ფრენსის კოლინზმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი, შესაძლოა, კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იყოს.

გია ცაგარეიშვილი

06 დეკემბერი 2021, 01:02

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: დარწმუნებული ვარ, უგულავა პირდაპირ იყო ჩართული ყველა დარბევასა და სისხლისღვრაში

დარწმუნებული ვარ, უგულავა პირდაპირ იყო ჩართული ყველა დარბევასა და სისხლისღვრაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, უგულავასთან დაკავშირებით მას პირველ რიგში მიტინგებსა და აქციებზე დარბეული ადამიანები, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის გამო იქიდან გამოსახლებული მოქალაქეები და სხვა ფაქტები ახსენდება.

გია ცაგარეიშვილი

06 დეკემბერი 2021, 00:59

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ ხელოვანებს: სად იყავით, როცა ხალხს დაუნდობლად ეპყრობოდნენ, არ გაინტერესებდათ?

„არცერთი მათგანი არ მახსოვს ხმაამოღებული, როდესაც ხალხს პირდაპირ თბილისის ქუჩებში ხოცავდნენ. ვერ ვიხსენებ. სიას ვკითხულობ და გული სისხლისგან მეცლება. სად იყავით, როცა ამ ხალხს დაუნდობლად ეპყრობოდნენ? სად იყავით, არ გაინტერესებდათ? არავინ გაინტერესებდათ? არც გირგვლიანი, არც რობაქიძე, არც ვაზაგაშვილი, არც სულხან მოლაშვილი, არც სერგო თეთრაძე?“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიორგი ცაგარეიშვილი

06 დეკემბერი 2021, 00:52

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ყველაფერში ჩართული იყო გიგი უგულავა ორი გვამის „კიოსკზე“ შემოდებით დაწყებული 7 ნოემბრის უმაგალითო დარბევებით დამთავრებული

ყველაფერში ჩართული იყო გიგი უგულავა ორი გვამის „კიოსკზე“ შემოდებით დაწყებული 7 ნოემბრის უმაგალითო დარბევებით დამთავრებული. ყველაფერში იქნებოდა ჩართული იმიტომ, რომ ის იყო ქალაქის მერი. ის შედიოდა და დღესაც შედის სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში. მის გარეშე არც ერთი სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

06 დეკემბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულო არ მგონია ქართველი ხალხის წინაშე - 9 მილიონს კი არა, ბევრად მეტს ვაპატიებდით, სხვა ნაწილში რომ კარგად მოქცეულიყო

„ვადასტურებ იმას, რომ სააკაშვილი უდანაშაულო არ მგონია ამ ქვეყნის მოსახლეობასთან. მაგრამ თუ ამის მეტი ბრალდება არ ჰქონდა სააკაშვილს, პირობითად, რომ თავის შვილს 50 ათასი გადაურიცხა, სადღაც სასტუმროში იყო... 9 მილიონს ხომ არ ვედავებოდით ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს? 9 მილიონს კი არა, ბევრად მეტს ვაპატიებდით სხვა ნაწილში რომ მოქცეულიყო კარგად“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ალეკო ელისაშვილი

06 დეკემბერი 2021, 00:16

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: სიმართლე გითხრათ, სააკაშვილისგან მონანიებას არ ველოდი

„ამით სააკაშვილი ყველას გვეუბნება, რომ ჩვენ, ყველანი პუტინის მონები ვართ, „ქართულ ოცნებას“ რომ თავი დავანებოთ. არადა მე ასე არ მიმაჩნია. მიმაჩნია, რომ მეც და ყველა ამ ქვეყნის ნორმალური მოქალაქე რაღაც ფერხულში ვართ ჩართული, რომ პუტინის რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ. დღედაღამ ამაზე ვფიქრობ. ესეც შეურაცხყოფაა. არ ველოდი, რომ სააკაშვილი გამოვიდოდა, მოინანიებდა. მისთვის იყო კარგი. რომ გამოდიხარ და არათუ სინანულს გრძნობ, აბიაბრუებ ყველაფერს, რის გამოც გადაგირჩიეს, რის გამოც შეგიძულეს. გამოდიხარ და ამბობ, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობდა. პიარი იყო და ამის შემდეგ უარეს მეუბნები, რომ ვიღაც ქურდები ჩავიდნენ ერევანში და იმ ქურდების დაძახილზე გამოვიდა 7 ნოემბერს რუსთაველზე ხალხი, ამით კიდევ უფრო მეტ შეურაცხყოფას მაყენებ. რა ქურდმა უსოიანმა?! სიმართლე გითხრათ, მისგან მონანიებას არ ველოდი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი

06 დეკემბერი 2021, 00:08

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: როდესაც სააკაშვილმა დაკრა ფეხი, წავიდა საქართველოდან და უარი თქვა მოქალაქეობაზე, ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქვეყნისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა

„როდესაც ჩაჯდები კონტეინერში და შემოიპარები და ასე შემოხვალ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი ორჯერ იყავი, ასევე შეურაცხყოფას აყენებ საკუთარ ქვეყანას. და როგორ წარმოაჩინა მან საქართველო უცხოელების თვალში? რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც შეიძლება ასე შეიპარო“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

კარლ ვოლოხი

06 დეკემბერი 2021, 00:07

პოლიტიკა

კარლ ვოლოხი: სააკაშვილი მიტინგებს ჩემს სახლთან ატარებდა და რომ ვუსმენდი მინდოდა მისთვის ფანჯრიდან რამე მესროლა

მე ვცხოვრობდი ევროპის მოედანზე, სადაც სააკაშვილი თავის მიტინგებს ატარებდა. ხმა ისე შემოდიოდა, თითქოს მიტინგებს ჩემს ოთახში ატარებდა. როდესაც ამას ვუსმენდი, მინდოდა მისთვის ფანჯრიდან რამე მესროლა, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრისა და გენპროკურორის ყოფილმა მრჩეველმა, კარლ ვოლოხმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას განაცხადა.

კარლ ვოლოხი

05 დეკემბერი 2021, 23:55

პოლიტიკა

კარლ ვოლოხი: უკრაინელებს სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად არასდროს წარმოედგინათ, ის საკუთარ თავს თავად წარმოსახავდა ასე

სააკაშვილს პირველი ვიცე-პრემიერობა უნდოდა. ამის მიღწევას ცდილობდა. ამიტომ სჭირდებოდა, ტალახში ამოესვარა იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენუკის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა კიდეც, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრისა და გენპროკურორის ყოფილმა მრჩეველმა, კარლ ვოლოხმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას განაცხადა.

თამაზ ფაცაცია

05 დეკემბერი 2021, 23:54

რეგიონი

თამაზ ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნით, რომ ვერ მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა

საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზუგდიდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ფაცაცია წერს.

კარლ ვოლოხი

05 დეკემბერი 2021, 23:50

პოლიტიკა

კარლ ვოლოხი: ფული, რომელსაც კურჩენკო სააკაშვილს აძლევდა, „ეფ ეს ბეს“ ფული იყო

„იანუკოვიჩის დროს კურჩენკო რიგით თანამდებობას იკავებდა და მულტიმილიონერი და შეიძლება მილიარდერიც კი გახდა. იმ მომენტში, როცა კურჩენკომ ნაქურდალი აქტივებით რუსეთში გადაინაცვლა, ის, ისევე როგორც უკრაინული ხელფასის წევრები, სრულიად „ეფ ეს ბეს“ კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ანუ ფული, რომელსაც კურჩენკო აძლევდა სააკაშვილს, ხუმრობით ამას „მიხომაიდანს“ ვეძახდით, ეს იყო „ეფ ეს ბეს“ ფული. სააკაშვილის აბსოლუტური უპრინციპობის კიდევ უფრო ზუსტი მაჩვენებლის, რომელიც მუდამ თავს წარმოაჩენს როგორც პუტინთან მებრძოლს და პუტინის მტერს, წარმოდგენა შეუძლებელია“, - განაცხადა ვოლოხმა.