imedi /  01 სექტემბერი 2020, 00:14 / სანდო წყარო

აშშ ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს და ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს. მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ძალისხმევას საპრეზიდენტო არჩევნებში დარღვევების შემთხვევების დამოუკიდებელი შეფასების კუთხით. რუსეთმა პატივი უნდა სცეს ბელარუსის სუვერენიტეტსა და ბელარუსი ხალხის უფლებას, თავისუფალი და სამართლიანი გზით აირჩიოს თავისი ლიდერები“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“. მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

27 სექტემბერი 2020, 21:04

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის „ნაცმოძრაობის" სტილში განხორციელებული ვანდალური აქტი

„ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიულად განწყობილი მივიდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას რო რეაგირება არ მოყვა გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. მოხდა ჩხუბი, დაზარალდნენ „ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში. ვიმეორებ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი. სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები",- განაცხადა მათიკაშვილმა.

27 სექტემბერი 2020, 20:57

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

საღამოს კი ხელკეტებით შეიარაღებული „ნაცმოძრაობის“ 30-მდე აქტივისტი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა, მოხდა დაპირისპირება. დაშავებულია მმართველი გუნდის რამდენიმე აქტივისტი, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ნიგერია ისლამური სახელმწიფო

27 სექტემბერი 2020, 20:23

მსოფლიო

ნიგერიაში ისლამისტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. ისლამისტები გზაზე ჩასაფრდნენ და სამთავრობო ბადრაგს დაესხნენ თავს. ნიგერიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შედეგად 4 ჯარისკაცი, 10 პოლიციელი და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აქცია მინსკი ბელარუსი

27 სექტემბერი 2020, 20:02

მსოფლიო

ბელარუსში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პოლიცია სპეცსაშუალებების გამოყენებას აღიარებს და ამას იმით ხსნის, რომ აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. სამართალდამცველებმა დღევანდელ დემონსტრაციებზე სულ მცირე 50 ადამიანი დააკავეს.

კორონავირუსი

27 სექტემბერი 2020, 19:45

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 120 პაციენტი მკურნალობს. მათგან 117-ს ვირუსი დადასტურებული აქვს. 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

ნიკოლ ფაშინიანი

27 სექტემბერი 2020, 19:25

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს

„ჩვენ განვიხილავთ განვითარების ყველა სცენარს. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“,- განაცხადა ფაშინიანმა.

ალექსანდრე მოწერილია

27 სექტემბერი 2020, 19:09

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დემოკრატიზაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი

27 სექტემბერი 2020, 19:07

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში არსებული ვითარება ვლადიმერ პუტინთან განიხილა

„სომხური მხარის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიანი ყარაბაღის ზონაში სიტუაციის მკვეთრი ესკალაცია განიხილეს“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ბელარუსი

27 სექტემბერი 2020, 18:48

მსოფლიო

ბელარუსში აქციის მონაწილეებს აკავებენ

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე პროტესტის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსულმა სააგენტოები იტყობინებიან, რომ დაკავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. რამდენიმე მეტროსადგური დაიხურა და მობილური ინტერნეტი მიუწვდომელი გახდა.

ანდრია ბასილაია

27 სექტემბერი 2020, 18:34

კულტურა

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.

27 სექტემბერი 2020, 18:19

მსოფლიო

აზერბაიჯანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

აზერბაიჯანის პარლამენტმა დღეს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს. საომარი მდგომარეობა შემდეგ ქალაქებში ამოქმედდება: ბაქო, განჯა, ევლახი, გეიგელი. სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ჟოზეპ ბორელი

27 სექტემბერი 2020, 18:03

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთს და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი განცხადებას ავრცელებს.

ნატო

27 სექტემბერი 2020, 17:55

მსოფლიო

ნატო: მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი.

მსოფლიო მედია

27 სექტემბერი 2020, 17:53

საზოგადოება

რას წერს უცხოური მედია საქართველოზე - ტელეკომპანია „იმედის“ მიმოხილვა

კორონავირუსის პანდემია, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ეს ის თემებია, რაზეც უცხოურმა მედიამ ამ კვირაში გაამახვილა ყურადღება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 სექტემბერი 2020, 17:40

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას

აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთის ძალადობრივმა ქმედებებმა აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ავსტრალია ტასმანია ვეშაპი

27 სექტემბერი 2020, 17:26

მსოფლიო

ავსტრალიაში ნაპირზე გამორიყული ვეშაპების სამაშველო ოპერაცია დასრულდა

ოპერაციაში მონაწილეობას 100-ზე მეტი მაშველი იღებდა. ამის მიუხედავად, ვეშაპების უმეტესობა მოკვდა. ახლა სპეციალისტები მათი ცხედრების ოკეანეს სიღრმეში გადასვენებაზე მუშაობენ.

27 სექტემბერი 2020, 16:59

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 5 380 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 991 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 991 224 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 32 730 945 ადამიანი დაინფიცირდა.

ტოჩინოშინი

27 სექტემბერი 2020, 16:58

სპორტი

ტოჩინოშინი მე-15 ბრძოლაში ჰოკოტოფუჯისთან დამარცხდა

ტოჩინოშინი აკი ბაშოს ბოლო, მე-15 ბრძოლაში ჰოკოტოფუჯისთან დამარცხდა. ტოჩისთვის აღნიშნული მარცხი სუპერტურნირზე მეცხრეა. ლევან გორგოძემ მხოლოდ 6 გამარჯვების მოიპოვება შეძლო და დიდი ალბათობით, რეიტინგში 2-3 საფეხურით დაქვეითდება.

ნიკოლ ფაშინიანი

27 სექტემბერი 2020, 16:52

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ყარაბაღში სიტუაციის ესკალაცია შესაძლოა საერთაშორისო უსაფრთხოებას დაემუქროს

„კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანის რეჟიმს შეუძლია დანაშაულებრივი ქმედებები დაიწყოს სომხეთის საზღვრების მიმართულებით და პროვოკაციების გამოყენებით მთელს რეგიონში არასტაბილური ვითარება დათესოს. დანაშაულებრივი თავდასხმა ღირსეულ პასუხს მიიღებს“, - განაცხადა პრემიერმა.

სიმონ გულედანი

27 სექტემბერი 2020, 16:51

COVID19

შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთი 9 წლის ბავშვია

რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის განცხადებით, კოვიდინფიცირებულთა შორის 9 წლის ბავშვი, ის ტირძნისში, 17 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია; ერთი ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცია, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს; ერთი „მეგა ტექნიქსის“ თანამშრომელია და ე.წ „რუსთავის კლასტერის“ კონტაქტი, ხოლო ერთი შემთხვევაც 5 სექტემბერს გორში გამართულ ქორწილს უკავშირდება.