imedi /  02 სექტემბერი 2020, 00:50 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპმა ქალაქ კენოშაში არეულობას შიდა ტერორიზმის აქტი უწოდა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ კენოშაში არეულობას „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა და ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის თანხების გამოყოფა დააანონსა.

„ბანდიტებმა გაანადგურეს ან ზიანი მიაყენეს სულ მცირე 25 კომპანიას, ადმინისტრატიული შენობები დაწვეს, პოლიციელებს აგურები დაუშინეს. ეს მშვიდობიანი პროტესტი არ არის, ეს შიდა ტერორიზმია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ქალაქ კენოშაში ვიზიტის დროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობა ქალაქ კენოშაში სამართალდამცველებსა და მცირე ბიზნესს ჯამში 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

„ქალაქ კენოშაში სამართალდამცველებს ერთ მილიონ დოლარს გამოვუყოფთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე 4 მილიონი დოლარი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება“, - დასძინა მან.

საპროტესტო გამოსვლები უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი დაჭრა. საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც დემონსტრანტების ნაწილმა ქალაქის სასამართლოს შენობაში შეჭრა სცადა.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

26 სექტემბერი 2020, 18:35

COVID19

თამარ გაბუნია: ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად ბაზრობებს უკავშირდებოდა

ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად ბაზრობებთან იყო დაკავშირებული, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს მასიური ტესტირება, კონტაქტების მოკვლევა და სწორედ აქედან გამომდინარეობს დღეს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შემთხვევა. „იმედი გვაქვს, რომ ეს „კლასტერიც“ ჩაიხურება და ინფექცია მის მიღმა არ გავრცელდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

26 სექტემბერი 2020, 18:24

საზოგადოება

დევნილებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცეს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ 13 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმფორმაციით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

თამარ გაბუნია

26 სექტემბერი 2020, 18:22

COVID19

თამარ გაბუნია: ბათუმში მდგომარეობა სტაბილიზაციას უახლოვდება

ბათუმში მდგომარეობა სტაბილიზაციას უახლოვდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება უკეთესი პროგნოზული მაჩვენებელი გვქონდეს.

ამირან გამყრელიძე

26 სექტემბერი 2020, 18:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: აჭარაში გვაქვს შემთხვევები, როცა კოვიდინფიცირებულთა პირველწყაროზე ვერ გავდივართ

„COVID19-ის ყველაზე დიდი გავრცელების მაჩვენებელი გვაქვს ამჟამად აჭარის რეგიონში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

26 სექტემბერი 2020, 18:13

COVID19

ბათუმში ეპიდაფეთქების გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ბათუმში ეპიდაფეთქების გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა აღარ მუშაობენ, სამსახურის გარეშე დაჩენილები კი სესხებს ვეღარ ფარავენ. აქციაზე შეკრებილები სამორინეების გახსნას, რესტორნებში მუსიკოსების დაბრუნებას, სესხების გადავადებას, 200-ლარიანი კომპენსაციის გაგრძელებასა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებას ითხოვენ.

26 სექტემბერი 2020, 18:12

საზოგადოება

თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 13 დევნილს ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცეს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ 13 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა.

თამარ გაბუნია

26 სექტემბერი 2020, 18:10

COVID19

თამარ გაბუნიას განმარტებით, მწვანე ზონის სტატუსი იცვლება, თუ დღეში კორონავირუსის 500-დან 700-მდე შემთხვევა ფიქსირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „მწვანე ზონის სტატუსის“ საკითხი კიდევ ერთხელ განმარტა. თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ინფიცირების შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს.

ამირან გამყრელიძე

26 სექტემბერი 2020, 18:05

COVID19

ამირან გამყრელიძე: ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით, ჯერჯერობით, საქართველოში გვაქვს 0.57%. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, - ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

26 სექტემბერი 2020, 18:03

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 108 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,895 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 585 ადამიანი. ვირუსისგან 37,523 პაციენტი განიკურნა.

26 სექტემბერი 2020, 17:58

სამართალი

აღკვეთის ღონისძიების სახით, ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული დუმილის უფლებას იყნებდა, ბრალდების მხარე კი ფურცხვანიძისთვის პატიმრობას ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ ​პროკურატურის მოთხონა დააკმაყოფილა.

26 სექტემბერი 2020, 17:40

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა

ოკუპირებული აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსზე ტესტირება 200-მდე ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 102 პაციენტი მკურნალობს. მათგან 99-ს ვირუსი დადასტურებული აქვს.

26 სექტემბერი 2020, 17:17

რეგიონი

კახეთში უკვე 181 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 19 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მევენახეების შემოსავალი 183 მლნ ლარს აჭარბებს. 26 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 181 ათას ტონაზე მეტი ყურძენი: 130 ათასი ტონა რქაწითელი, 42 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

26 სექტემბერი 2020, 17:12

რეგიონი

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ქალაქის მერი გიორგი შენგელია, პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშოებისთვის საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

არჩილ თალაკვაძე

26 სექტემბერი 2020, 17:04

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი

ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი არიან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჩოხატაურში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას, სადაც ადგილობრივებს ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარუდგინა.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2020, 16:53

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი, ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა,“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

26 სექტემბერი 2020, 16:52

რეგიონი

ზუგდიდში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები; საბანკო ურთიერთობები; მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია; მემკვიდ

ჰასან როუჰანი

26 სექტემბერი 2020, 16:46

COVID19

ირანში ოქტომბერში დაგეგმილი ტრადიციული რელიგიური ღონისძიებები გაუქმდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ირანში ოქტომბერში დაგეგმილი ტრადიციული რელიგიური ღონისძიებები გაუქმდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

დავით სონღულაშვილი

26 სექტემბერი 2020, 16:31

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ერთი ნაბიჯით, მინიმუმ ოთხი წლით ვუსწრებთ ჩვენს ოპონეტებს, რომლებიც ახლა სთავაზობენ ამომრჩეველს გურჯაანის აგრარულ ჰაბად ჩამოყალიბებას

„ბიზნესი იმედზე“ რუბრიკის სტუმარი „სახელმწიფო მოხელე „ჰოლონის“ პირისპირ“, ამჯერად პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იყო. მან გადაცემაში თავის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

26 სექტემბერი 2020, 16:22

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 90 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271,339 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 199,403-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,218 ადამიანი ემსხვერპლა.

თამარ გაბუნია

26 სექტემბერი 2020, 16:02

COVID19

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო „მწვანე ზონის" სტატუსს ინარჩუნებს

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის - 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე), - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.