imedi /  05 სექტემბერი 2020, 16:53 / სანდო წყარო

გორდონ რამზი ახალი შოუსთვის მოხალისეებს ეძებს

გორდონ რამზი

გორდონ რამზი

გორდონ რამზი ახალი შოუსთვის ეძებს ხალხს, ვინც ცნობილ შეფთან მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს და სხვადასხვა საკვებს დააგემოვნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს.

Kitchen Nightmares-ის ლეგენდარული შეფ-მზარეული გორდონ რამზი, ახალი სამოგზაურო შოუსთვის, 16-21 წლამდე მოხალისეებს ეძებს.

ჯერჯერობით შოუს შესახებ საკმაოდ ცოტა დეტალია ცნობილი. შოუ Studio Ramsay-ს პროექტია და მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი კერძების მოხალისეებთან ერთად დაგემოვნებაა.

თუმცა როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შოუში მონაწილეობის მსურველი აუცილებელია, რომ მოხალისე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე იყოს.

ყველა სიახლე

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:26

COVID19

ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ

ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:24

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები

„გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები. ანუ ბინაზე მკურნალობა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე ავადმყოფებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა“, - განმარტა მეზვრიშვილმა.

21 ოქტომბერი 2020, 11:24

COVID19

თბილისში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1, 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:21

COVID19

გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია imedinews-ს გურიის გუბერნიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:18

საზოგადოება

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება არის შესაძლებელი

ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძისა და მათ მკვეთ ქუჩებზე შემოდის ზონალურ-საათობრივი პარკირება. 20 ოქტომბრიდან ვაკეში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, რათა მოსახლეობა მივიდეს და დაარეგისტრიროს ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 933 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ შევინარჩუნოთ ძვირფასი, რაც თბილისს გააჩნია

თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ძველი თბლისის შენობა-ნაგებობებზე, ძველ თბილისზე, თუ როგორი მოწიწებით ვუდგებით და ყველა დეტალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა, ეს გამოიხატა ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გუდიაშვილის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:14

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის კაცი გალიდან, ხოლო 70 წლის ქალი კი სამეგრელოდან იყო. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

მერიის სერვისცენტრებში პირბადის გარეშე მისულ მოქალაქეებს პირბადეებს დაურიგებენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურს სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგების უზრუნველყოფა დაავალა. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სერვისცენტრებში მისულმა მოქალაეებმა უნდა დაიცვან რიგები. ყველა ადამიანს უნდა დაურიგდეს პირბადე, რომელთაც ის არ ეკეთებათ. ამით ისინი დაიცავენ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას. მერმა ასევე, დაავალა გამგებლებს, ყველა მოხუცს დაურიგონ პირბადეები, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ.

ლურჯი ავტობუსები

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

თბილისის მერია მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ მარშრუტებს პარასკევს წარუდგენს

„პარასკევს გვინდა საზოგადოებას, თბილისის მოსახლეობას გავუკეთოთ პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები. გვექნება სრული პრეზენტაცია - რა ნომრები შემოდის, რა მიმართულებით იმოძრავებს ეს მარშრუტები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს გავუჩინოთ კომფორტი, ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტობუსებით მგზავრობა. და რაც ყველაზე მთავარია, ავტობუსი მიკროავტობუსთან უნდა იყოს თანხვედრაში, მეტროსთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პარასკევს“, - განაცხადა კალაძემ.

21 ოქტომბერი 2020, 11:05

რეგიონი

სოფელ გვიშტიბში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

21 ოქტომბერი 2020, 10:57

სპორტი

გიორგი შერმადინმა 21 წუთში, 26 ქულა დააგროვა

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება დაიწყო, რომელშიც გიორგი შერმადინის „ტენერიფე იბეროსტარი“ ასპარეზობს. პირველ ტურში ტენერიფელებმა დანიის „ბაკენ ბიარს“ უმასპინძლეს და 98:73 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებაში ქართველმა ცენტრმა დიდი როლი შეასრულა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:52

თემა

როგორ დავეხმაროთ ალკოჰოლდამოკიდებულს. ინსტრუქცია

თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლი უჭირს ან სასმელი მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახზე, სამსახურსა თუ სწავლაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ეს უკვე, დიდი ალბათობით, პრობლემაა. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევას ეხება, თუ ალკოჰოლის მიღება პრობლემებს თქვენს ცხოვრებაშიც იწვევს. მაშინაც კი, თუ თქვენი ახლობელი ადამიანი ყოველდღე არ სვამს და სამსახურებრივ თუ სწავლის საქმეებს უმკლავდება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც ალკოჰოლდამოკიდებულების დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, პრობლემა არ უნდა უგულებელყოთ: ზღვარი სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის მცირეა. ასეთი სირთულეების მქონე ადამიანს თავად პრობლემისა და მკურნალობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. როგორც წესი, ის ზოგჯერ და ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მკურნალობის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ ყოყმანობს. თუ ის თავის პრობლემას საერთოდ არ ცნობს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამას არასდროს აღიარებს. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც აქვს შანსი, ამ პროცესზე გავლენა იქონიოს.

კორონავირუსი ბრაზილია

21 ოქტომბერი 2020, 10:48

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 23 227 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 661 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რობოტიზაცია

21 ოქტომბერი 2020, 10:47

ტექნოლოგიები

კვლევა: 2025 წლისთვის სამუშაო ამოცანების ნახევარს მანქანები შეასრულებენ

კვლევა მსოფლიოს 300 უმსხვილესი კომპანიაში ჩატარდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „რობოტების რევოლუცია“ მსოფლიოს მასშტაბით 97 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, მაგრამ დაახლოებით ამავე რაოდენობის ადამიანი სამსახურს დაკარგავს, რაც უამრავი ადამიანის კეთილდღეობას რისკის ქვეშ დააყენებს.

21 ოქტომბერი 2020, 10:37

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,651,108-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 717 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 115,914-ს აღწევს. ჯამში 6,795,103 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:22

თავდაცვა

საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის შეფასება გაიარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. შსს-ს ინფორმაციით, შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ნიგერია საპროტესტო

21 ოქტომბერი 2020, 10:20

მსოფლიო

BBC: ნიგერიაში საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილე მოკლეს

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი ჯარისკაცებმა გაუხსნეს. შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 50 კი დაიჭრა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ დაღუპულების შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვთ.