imedi /  18 სექტემბერი 2020, 18:51 / სანდო წყარო

ლინას ლინკევიჩუსი: ლუკაშენკოს მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია

ლინას ლინკევიჩუსი

ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია.

„იყო განცხადებები, რომ ნახევარი არმია გადაისროლეს დასავლეთის მიმართულებით საზღვრის დასაცავად. თითქოს აქ რაღაც ემუქრებათ, ვინმე თავდასხმას აპირებს. ეს არაადეკვატური ადამიანის არაადეკვატური რეაქციაა“, განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

მისივე თქმით, როდესაც მეზობელი ქვეყნის ეკონომიკა გაკოტრების ზღვარზეა, მსგავსი ნაბიჯები აწონილად უნდა გადაიდგას.

17 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი იძულებულია პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვარი ჩაკეტოს, ხოლო უკრაინასთან კი სასაზღვრო რეჟიმი გაძლიერდება. ბელარუსის პრეზიდენტმა პოლონელ, ლიეტუველ და უკრაინელ ხალხს მოუწოდა, თავიანთი შეშლილი პოლიტიკოსები შეაჩერონ და ომის გაჩაღება არ დაუშვან.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ევროპაში ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა მომავალი 2-3 თვის განმავლობაში მზარდი იქნება

სამწუხაროდ გლობალურად სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება. პირიქით, უფრო უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

26 ოქტომბერი 2020, 11:51

COVID19

მიხეილ ჩხენკელი: სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადებას გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში COVID-ის სამედიცინო მენეჯმენტში ჩაერთვებიან

„დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის ერთგვარი რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან COVID-ის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს. მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების ლექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში გვქნება უკვე სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების ბაზა, რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს“, - განმარტა ჩხენკელმა.

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:42

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: თუ გვექნება წესების 90%-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, ვირუსის გავრცელების ტემპის 70%-ით შენელებას შევძლებთ

„მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგში დგომისას, გაჩერებებზე“.

საქართველოს დროშა

26 ოქტომბერი 2020, 11:41

თავდაცვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანები: ჩვენი შემადგენლობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ

„ჩვენი შემადგენლობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელთა ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს ერთიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ თანამებრძოლთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე უფროს და ახალგაზრდა ვეტერანებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობას, რამეთუ სამშობლო ერთი გვაქვს და თითოეული ჩვენგანის ვალია, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, გულის ფიცარზე გვეწეროს მისი დაცვის ვალდებულება, მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და გარკვეული ოდიოზური პირები აქტიურად ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ იმ დიდი ოჯახში, რასაც ვეტერან მეომართა ერთობა წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:39

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: წესების დაცვა არის თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მაქსიმალურად უნდა შეასრულონ

წესების დაცვა არის თითოეული პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ უნდა შეასრულონ მაქსიმალურად, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავა

26 ოქტომბერი 2020, 11:38

COVID19

ბერდია სიჭინავა: ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 11:37

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ახალი შეზღუდვების დაწესებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ

წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის აუცილებლობა იყო, დაწესებულია, მოქმედებს და ახალი შეზღუდვების დაწესებას ამ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, არ ვაპირებთ. ხვალ თუ რაიმე შეიცვლება, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:29

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ

როგორც ხედავთ, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. იზრდება საქართველოშიც და ეს ზრდა ისევ მოსალოდნელია. დღეს 1 872 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიით სვლას, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდია, მივდივართ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 11:28

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება

„შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე უკვე იმუშავეს, ამაზე დეტალურად უკვე ცესკო ისაუბრებს ალბათ და შესაბამისი უფლებამოსილი პირები. თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ როგორც ამომრჩევლებს, ასევე დამკვირვებლებს“, - მეზვრიშვილმა.

26 ოქტომბერი 2020, 11:27

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში გამოვლინდა

„რაც შეეხება აჭარას, იქ 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 337 , სამეგრელო ზემო-სვანეთი - 90, ქვემო ქართლში - 89 , შიდა ქართლში - 54, კახეთში - 13, გურიაში - 32, მცხეთა მთიანეთი - 30 , სამცხე-ჯავახეთი - 11, რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ალექსანდრე ქანთარია

26 ოქტომბერი 2020, 11:13

პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია: რასაც ვინმე ელდარ გოგოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელეთის ტელევიზიაში კადრულობს, უსინდისობის ყველა ზღვარს სცილდება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

26 ოქტომბერი 2020, 11:10

რეგიონი

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის აგრარულ ბაზარში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა.

26 ოქტომბერი 2020, 11:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 10:59

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ლაშა ნაცვლიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 10:58

საზოგადოება

ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას: გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული, თუმცა იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა პატიმრებისთვის და იჯდები ბრეივიკივით და გააპროტესტებ ყავა რატომაა ცივი

კერძო პირის მოსაზრება ამა თუ იმ საქმის განვითარებაზე, თეორიულადაც ვერ შეფასდება დაპატიმრების მუქარად,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

26 ოქტომბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

ბოიკო ბორისოვი

26 ოქტომბერი 2020, 10:53

COVID19

ბულგარეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ის რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილისგან, ნიკოლაი ნანკოვისგან გადაედო. ბორისოვმა ნანკოვის ინფიცირების შესახებ 23 ოქტომბერს გაიგო, რამდენიმე საათით ადრე კი თავად ჩაიტარა გეგმური ტესტირება და, პირველ ჯერზე, პასუხი უარყოფითი იყო.

26 ოქტომბერი 2020, 10:40

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 43 009 311 შემთხვევა გამოვლინდა, 1 153 857 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 959 776 - გამოჯანმრთელდა.

26 ოქტომბერი 2020, 10:30

COVID19

ჩინეთში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სინძიანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 137 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს. ტესტირება მას ჩემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.

26 ოქტომბერი 2020, 10:27

რეგიონი

„საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1 000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.