25 სექტემბერი 2020, 17:33 / სანდო წყარო

ლონდონში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ ლონდონში, პოლიციის ოფიცერი დაჭრეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევა კროიდონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაკავებულმა, 23 წლის პირმა გახსნა. ის თავადაც დაჭრილია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს, საპასუხოდ, მისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ და, არსებული ინფორმაციით, მან თავად მიიყენა ჭრილობა.

საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

20 ოქტომბერი 2020, 13:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვინც თვითშეგნებით ეკიდება დაწესებულ დროებით შეზღუდვებს, მადლობას ვუხდით

მას შემდეგ, რაც პანდემიიდან გამომდინარე 22:00 საათიდან შეზღუდვები დაწესდა რესტორნების მუშაობაზე, თბილისის რესტორნებიდან წამოვიდა საკმაოდ სამართლიანი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა, ვინც მანამდე გვიანობამდე სტუმრობდა თბილისის რესტორნებს, საათების შეზღუდვის შემდეგ გადაინაცვლეს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებისკენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 13:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისვლა იმაზე უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ტრანსპორტში ან სუპერმარკეტში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 13:00

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ჩანაცვლების გარკვეული რეზერვი არსებობს

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმში არიან გადაყვანილი, რათა თავის სამუშაო ადგილს ისევ მალე დაუბრუნდნენ. ეს არის ზოგჯერ 48 და ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმების გარკვეული რეზერვები არსებობს.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:58

COVID19

ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ქვეყანა არის წინაასაარჩევნო პროცესში. მესმის, რომ ამ დროს აუცილებელია წინასარჩევნო აგიტაციები, შეხვედრები, მაგრამ ყველასთვის აუცილებელია დაიცვას ქვეყანაში დადგენილი წესები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:44

COVID19

ამირან გამყრელიძე: „რემდესივირი“ არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით

„რემდესივირი“ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ საერთაშორისო კვლევის ფარგლებში და ის არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით. ის არ იყიდება არსად და არც შეიძლება იყიდებოდეს, რადგან ის ინიშნება მკაცრად, ექიმის დანიშნულებით, მხოლოდ სპეციალური ჩვენებისას, მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებში , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:40

COVID19

რას ურჩევს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ

ბინაზე პროტოკოლით რჩებიან 18-დან 65 წლამდე ადამიანები, ძირითადად უსიმპტომო და მსუბუქი სიმძიმით მიმდინარე. ისინი, სადაც არ გვქვს ჩვენ სუნთქვის უკმარისობის გარკვეული ხარისხი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ახლაც არსებობს, თუმცა მასში ცვლილებები შედის.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მკვლელობები, ძალადობა და გაყალბება რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ ძალიან კარგად იცის

ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება, თქვენ აკვირდებით ამ ყველაფერს. გამოძიებამ უდნა დაადგინოს რა კავშირი იყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაბუნიას საქმეს შორის, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უკრაინაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ მიმდინარე ჟურნალისტურ გამოძიებას.

20 ოქტომბერი 2020, 12:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გადასატანი ყუთით ხმის მიცემაზე: ოპოზიცია ყველაფერში გაყალბებას ეძებს, ალტერნატივა თავად შემოგვთავაზონ

ის ადამიანები, რომლებიც გადასატანი ყუთით მისცემენ ხმას, შეადგენენ, მაქსიმუმ ამომრჩეველთა ნახევარ პროცენტს. თქვენ წარმოიდგინეთ რომ პარტიამ მიიღოს ზომები და ნახევარ პროცენტში რაღაც იმაიმუნოს, რაღაც გააყალბოს. ეს სრული ნონსენსია,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:23

COVID19

ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამზადებული ტესტებითაც განხორციელდება

ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამზადებული ტესტებითაც განხორციელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტი ჩვენი უცხოელი დამკვირვებლების დასწრება იქნება

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მისები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყოფილიყო საქართველოში და არაერთი მისია, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები აკვირდებიან დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ამისათვის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო“.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:21

COVID19

ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა, მენეჯმენტი რთულდება იმ პირობებში, როდესც ვირუსის გავრცელება იმატებს

ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტიანი მენეჯმენტი, როდესაც პანდემიის პირველი ტალღა წამოვიდა ქვეყანაში და ასეთივე ეფექტიანი მენეჯმენტი გვაქვს მეორე ტალღის ფარგლებში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რა ტქმა უნდა, მენეჯმენტი რთულდება იმ პირობებში, როდესც გავრცელება იმატებს, მაგრამ ყველა წინაპირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ არ შეიქმნას პრობლემები. გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, ამაზე ისაუბრა გუშინ პრემიერმაც, მათ შორის ქოლცენტრების მიმართულებით, მათ სორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში დალაგებას ექვემდებარება და ამ კუთხით იქნება ზომები მიღებული. დღეს მთლიანად მთავრობა არის კონცენტრირებული იმაზე, რომ ყველა ხარვეზი მაქსიმალურად აღმოიფხვრას“, - განაცხადა კობახიძემ.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

ამირან გამყრელიძე: მთელ ქვეყანაში 800-900 საწოლია თავისუფალი

„საუბარია სხვადასხვა პროფილის საწოლზე, რადგან კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებით და მოუწიოთ დიალიზის გამყოფილებაში დაწოლა ან შესაძლოა იყოს ონკო პაციენტი. ამიტომ ერთონაბაში ამდენი საწოლია მობილიზებული“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, ვინც მძიმე და რისკ-ჯგუფის პაციენტია, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფრთხილად იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

20 ოქტომბერი 2020, 11:58

COVID19

ბოლო 24 საათში ინფიცირებულებიდან 60 მედპერსონალია

1194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია, 222 კი ინფიცირებულების კონტაქტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 60 მედპერსონალია, 35 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ვირუსი აღმოაჩნდა.

20 ოქტომბერი 2020, 11:53

COVID19

ნათია თურნავა: საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის წესი იცვლება. საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 ოქტომბერი 2020, 11:50

საზოგადოება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ,“- განაცხადა ჩხენკელმა.

ნათია თურნავა

20 ოქტომბერი 2020, 11:46

ეკონომიკა

ნათია თურნავამ რეგულარული რეისების განახლების დეტალები განმარტა

გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, ეს არის მთელი რიგი მიმართულებები, ძირითადად კი ევროპული.

მიხეილ ჩხენკელი

20 ოქტომბერი 2020, 11:44

საზოგადოება

განათლების მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში

„ჩვენი მიზანია რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და მოხდება კიდეც, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:40

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა

მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესის დახმარების შესახებ მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებებზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას.

მიხეილ ჩხენკელი

20 ოქტომბერი 2020, 11:34

საზოგადოება

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი, 28, 29 და 30 ოქტომბერს, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

მომავალ ოთხშაბათს ხუთშაბათსა და პარასკევს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.