imedi /  16 ივნისი 2017, 22:22 / სანდო წყარო

შვედეთში ათასობით რადიკალი ისლამისტია

შვედეთი პოლიციის ხელმძღვანელის ანდერს ტორნბერგის განცხადებით, შვედეთში რადიკალი ისლამისტების რაოდენობა რამდენიმე ათასს აჭარბებს. 

"არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა. ისინი უკვე არა ასობით, არამედ ათასობით არიან. ეს "ახალი ნორმა" ისტორიული გამოცდაა", - განაცხადა ტორნბერგმა. მისივე თქმით, ამათგან მცირე რაოდენობას სურს ტერორისტული აქტის მოწყობა.

შვედეთის პოლიციის ცნობით, ადრე ჩრდილოეთ აფრიკელი, ახლო აღმოსავლეთელი და სომალელი რადიკალურად განწყობილი პირები ერთმანეთში არ ურთიერთობდნენ, ახლა კი ერთ გუნდათ შეიკრნენ. 

7 აპრილს, სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხით გადატვირთულ ქუჩაზე შევარდა. დაიღუპა 4 და დაშავდა 15 ადამიანი. დაღუპულებს შორის ერთ-ერთი 11 წლის გოგო იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული აქტი უზბეკმა რაჰმატ აკილოვმა მოაწყო.

კომენტარები ()