imedi  /  14 ოქტომბერი 2020, 16:15 / სანდო წყარო

ნიკოლ ფაშინიანი: მცირე აზიაში ახალი ჰიტლერის გამოჩენის ალბათობა არსებობს

ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მცირე აზიაში ახალი ჰიტლერის გამოჩენის ალბათობა არსებობს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანს არ დაუზუსტებია, რეგიონის რომელი ქვეყნის ლიდერს გულისხმობდა.

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ შეიძლება ახალი „მიუნხენის შეთანხმების“ საგანი გახდეს, ხოლო მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან ყარაბაღის კონფლიქტის უგულებელყოფა, ფაქტობრივად, „მიუნხენის შეთანხმების“ ანალოგია.

„ეს ძალიან ჰგავს 1938 წლის „მიუნხენის შეთანხმებას“, როდესაც მშვიდობის სანაცვლოდ გერმანიას ჩეხოსლოვაკია გადასცეს. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ახლა საკითხი ასე დგას: დაუშვებს თუ არა მსოფლიო ახალი ჰიტლერის გამოჩენას, ამჯერად უკვე მცირე აზიაში?“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ყველა სიახლე

შერონ სტოუნი

23 ოქტომბერი 2020, 23:55

ტაბლოიდი

62 წლის შერონ სტოუნმა ჟურნალ Vogue-სთვის ფოტოსესია გამართა

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობმა, პროდიუსერმა და ფოტომოდელმა შერონ სტოუნმა ჟურნალ Vogue-ს ბერძნული გამოშვებისთვის ფოტოსესია მოაწყო.ერთ-ერთ ფოტოზე 62 წლის სტოუნს დიზაინერ სარა სოკოლის გრძელი, გამჭვირვალე კაბა აცვია და ფართე ფარფლებიანი ქუდი ახურავს, უკანა ფონზე კი ცხენები და მხედრები ჩანს.

ჟოზეპ ბორელი

23 ოქტომბერი 2020, 23:50

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი და მაიკ პომპეო გარე მხარეებს მოუწოდებენ, ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ სახიფათო ქმედებებისგან თავი შეიკავონ

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული კონფლიქტი სატელეფონო საუბარში განიხილეს.

სოზარ სუბარი

23 ოქტომბერი 2020, 23:23

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ ბიზნესმენი სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და ადგილობრივ მოსახლეობა დაასაქმებს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს

ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც გადაწყვეტს, რომ სამგორის რაიონში ბიზნესი წამოიწყოს და სამგორის მოსახლეობა დაასაქმოს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა მოსკოვის გამზირის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო პროგრამა მეწარმეებს გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ილია თამარაშვილთან ერთად, მეწარმეებსა და სტარტაპერებს შეხვდა.

ნათია მეზვრიშვილი კახაბერ ქემოკლიძე

23 ოქტომბერი 2020, 23:09

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი NDI-ის პრეზიდენტს: არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პანდემიის პირობებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეოკონფერენციის ძირითადი თემები.

იოსებ ხახალეიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 23:08

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს„ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ამჯერად გელათის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივებს მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდება.

23 ოქტომბერი 2020, 22:39

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 184 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ქუთაისი ნაცმოძრაობა

23 ოქტომბერი 2020, 22:34

რეგიონი

ბაგრატის ტაძართან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ბორჯღალოსნები

23 ოქტომბერი 2020, 22:27

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს მართავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს მართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არის შესაძლებელი.

23 ოქტომბერი 2020, 22:26

COVID19

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, საზაფხულო სეზონის დროს ურუგვაი საზღვრებს დახურავს

ურუგვაის პრეზიდენტის, ლუის ლაკაიე პოუს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, საზაფხულო სეზონის დროს ქვეყნის საზღვრები დაიხურება.

23 ოქტომბერი 2020, 21:56

საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, საბურთალოზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე მოხდა მოკლე ჩართვა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 ოქტომბერი 2020, 21:46

COVID19

ჯანმოს დირექტორი: გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება.

23 ოქტომბერი 2020, 21:24

სამართალი

ავჭალაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალებია ცნობილი

ავჭალაში მოკლული კაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა, ამას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი ადასტურებს. ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, ის გარდაცვლილის ნათესავიცაა. მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იცის.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს - სომხები შესანიშნავი ხალხია, მათ დავეხმარებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებზე ძალიან კარგი პროგრესი შეინიშნება.

ბრუნო ლე მერი

23 ოქტომბერი 2020, 21:20

ეკონომიკა

კომენდანტის საათის დაწესება საფრანგეთს 2 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება

კორონავირუსის პანდემიის გამო კომენდანტის საათის დაწესება საფრანგეთს 2 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება. ამის შესახებ რადიო Europe 1-თან საუბარში საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 20:50

ეკონომიკა

Coca-Cola 200-მდე ბრენდს აღარ გამოუშვებს

Coca-Cola ზოგიერთი ძველი ბრენდის წარმოებას შეწყვეტს. ამის შესახებ CNN იტყობინება. კომპანიის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ 200-მდე სასმელს, მათ შორის, Tab-ს, Zico-ს, Powerade-ს, Smart Water-ს, Dasani-ს და Odwalla-ს აღარ გამოუშვებს, პორტფელის შემცირება კი მათ შესაძლებლობას მისცეს ისეთ აქტუალურ პროდუქტებზე მოახდინონ კონცენტრირება, როგორიცაა მაგ, Coca-Cola Zero Sugar-ი და Topo Chico hard seltzer-ი.

კორონავირუსი

23 ოქტომბერი 2020, 20:42

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 144 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთ​ში, 495 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბექა მჭედლიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 20:21

საზოგადოება

ბექა მჭედლიშვილი: იაფფასიანი სპექტაკლებით ხალხს ახლა ვეღარ მოატყუებენ, თუმცა მაინც გულმოდგინედ ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჯარს

ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და საბჭოთა მეთოდებით დადგმული, იაფფასიანი სპექტაკლებით, ფეიქებით და იმით, რითიც ოდესღაც ფონს გადიოდნენ, ხალხს ახლა ვეღარ მოატყუებენ, თუმცა მაინც გულმოდგინედ ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჯარს, ვიმეორებ ჯარს, რომელიც ქვეყნის სახეა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი Facebook-ზე წერს.

მაია ცქიტიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 20:20

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: დამნაშავის დაკავებით ჟურნალისტებზე და ოპოზიციაზე მეტად მთავრობაა დაინტერესებული

„ძალიან მძიმე სანახავი იყო. სამწუხაროდ, მოხდა ფაქტი, როდესაც 43 ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნა. ჩვენი სამართალდამცავების პირველი რიგის ამოცანა იყო ის, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულიყო მსხვერპლის გარეშე. ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. ამ ნაწილშიც ჩვენ ვიხილეთ პოლიციელების ძალიან ღირსეული ქმედებები და ვნახეთ, რომ კონფლიქტის ამ ძალიან რთული ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ეს ამ ოპერაციის მხოლოდ პირველი ეტაპია. დარწმუნებული ვარ, როგორ ღირსეულადაც იქცეოდნენ პოლიციელები და რა მაგალითებიც გვქონდა ოპერაციის პირველ ეტაპზე, ასევე თითოეული პოლიციელის ღირსების ამბავი იქნება, რომ დამნაშავე დააკავონ. ოპერაციის მეორე ეტაპის წარმატების დასრულება იქნება გარანტია, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდება, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა. გუშინწინ მოხდა ეს დანაშაული. ნახეთ, რომ რეაგირების პირველი ნაწილი განხირციელდა. ახლა მიმდინარეობს ძალიან აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ყველა ასეთი ტიპის ფაქტს სჭირდება გამოძიება, რეაგირეა და დრო. დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებსა და ოპოზიციაზე უფრო მეტად, უშუალოდ სამართალდამცველები და მთავრობა არის დაინტერესებული, რომ დამნაშავის დაკავება და ღირსეული რეაგირება მოხდეს. ყველა ადამიანს, რომელიც იქ მძევლად იმყოფებოდა, ვუსურვებ, სწრაფად გადალახონ სტრესი, რომელიც რთული გარემოთი იყო გამოწვეული. ასეთი ტიპის დანაშაულებზე ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა იყოს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

23 ოქტომბერი 2020, 20:16

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 19 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 851 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 231 ადამიანი გარდაიცვალა.