imedi  /  16 ოქტომბერი 2020, 20:06 / სანდო წყარო

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: მაიკ პომპეოს განცხადება ყარაბაღის კონფლიქტზე აშშ-ის, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის სტატუსს არ შეესაბამება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე აშშ-ის, როგორც მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარის სტატუსს არ შეესაბამება.

„აზერბაიჯანული მხარე მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება კონფლიქტის თაობაზე აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ განცხადებებს არ შეესაბამება. გარდა ამისა, იგი აშშ-ის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარის სტატუსს არ შეესაბამება“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

15 ოქტომბერს, რადიოსადგურ WSB Atlanta-სთან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ „სომხები შეძლებენ თავის დაცვას იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ“. გარდა ამისა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტში ერევა და აზერბაიჯანს რესურსებს აწვდის, რაც კონფლიქტის რისკებს ზრდის.

ყველა სიახლე

ფირუზ გელაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 16:35

COVID19

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსი ფირუზ გელაშვილი, რომლის ოჯახი სწევრებიც ინფიცირებული არიან, ტესტირებაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსის ფირუზ გელაშვილის ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ფონზე გელაშვილი სპეციალისტების მოწოდებაზე, რომ მან კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს კატეგორიულ უარს აცხადებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

28 ოქტომბერი 2020, 16:35

საზოგადოება

სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრებზე განხილულ იქნა ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები, ასევე დაძმობილებულ ქალაქებს თბილისსა და ბრისტოლს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.

ავსტრალია მარჯნის რიფი

28 ოქტომბერი 2020, 16:34

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ავსტრალიაში აქამდე უცნობი მარჯნის რიფი იპოვეს

რიფის სიმაღლე 500 მეტრს შეადგენს და ის ისეთ ცნობილ ცათამბჯენებზე მაღალია, ვიდრე იმპაიერ სტეიტ ბილდინგი (ნიუ იორკი) და პეტრონას თვინ თაუერსი (კუალა ლუმპური). მეცნიერებმა რიფი ოკეანეს ფსკერის 3D-რუკის რუკის შექმნისას იპოვეს. მათი თქმით, ქვეყანაში მსგავსი აღმოჩენა 120 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.

თორნიკე რიჟვაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:27

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი შევიდა

დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირი აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია სოკარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოში ადგილობრივ მოქალაქეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხორციელდება მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები

28 ოქტომბერი 2020, 16:25

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 73 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 73 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 985 ადამიანი გარდაიცვალა.

28 ოქტომბერი 2020, 16:21

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ბოტანიკურ ბაღში წარმატებულ კარატისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა. კანდიდატის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. „სპორტის სხვადასხვა სახეობაში ზუგდიდს ბევრი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. მათ შორის არიან წარმატებული კარატისტები, მსოფლიოს, ევროპისა და კავკასიის ჩემპიონები სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში. დღეს მათ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შევხვდი. ჩემთვის სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ბავშვობა ამ სპორტთან ასოცირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ჩემი, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, საზრუნავი მათი წარმატებისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი შენგელია

28 ოქტომბერი 2020, 16:19

რეგიონი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზად არის როგორც ექიმი ჩაერთოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში

„ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების საქმეში მმართველი რგოლი აქტიურ მონაწილეობას იღებს, ვინაიდან ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ყველა ეტაპზე, მაღალია რადიოლოგიური კვლევების წილი, როგორც ექიმ რადიოლოგი, მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ფორმით და დროით, დამატებითი პირობების გარეშე ჩავერთო პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და დავეხმარო პირველადი ჯანდაცვის თუ ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებს, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად ექნებათ“.

28 ოქტომბერი 2020, 16:12

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 44 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 44,059,511 შემთხვევა გამოვლინდა, 1,168,569 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 29,843,500 - გამოჯანმრთელდა.

იაროსლავ კაჩინსკი

28 ოქტომბერი 2020, 16:10

მსოფლიო

იაროსლავ კაჩინსკი: უნდა დავიცვათ პოლონეთის ეკლესიები, ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვათ

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ მხარდამჭერებს ეკლესიების დაცვისკენ მოუწოდა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ გაამხილა, რამდენი დახარჯეს ოპოზიციურმა პარტიებმა Facebook-რეკლამაზე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მას 3 ძირითად Facebook-გვერდზე, რომლითაც მოქმედებს Facebook-არეალში, დახარჯული აქვს 228 873 ლარი და წარმოიდგინეთ, ერთ კაცზე საუბარი, არანაირი გუნდი აქ რეალურად არ არსებობს, ამ ერთ კაცს საკუთარ პიარში 3 გვერდიდან, რაც ჩანს Facebook-ის ღია წყაროებით, დახარჯული აქვს 228 873 ლარი, ხოლო დეკლარაციაში შეტანილი აქვს ამ პერიოდისთვის 91 597 ლარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიგი უგულავა

28 ოქტომბერი 2020, 16:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გიგი უგულავა, რომელმაც 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა, ახლა ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ

გიგი უგულავა სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ იმაში, რომ 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა. ახლა კი ამ დანაშაულის ჩამდენი ამბობს, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სრულ გარანტიას გაძლევთ, არავითარ ლოკდაუნზე საუბარი არ არის

ხელისუფლება არჩევნების მეორე დღეს ჩაკეტავს და ლოკდაუნს გამოაცხადებს - მეტს რომ ვერაფერს ფიქრობ, რითი მოატყუო ხალხი და გააგიჟო, ეს არის, მეტი არაფერი?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მაუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 16:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, საშუალება აქვს სასურველ პარტიას ხმა უსაფრთხოდ მისცეს

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

ლევან დავითაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 15:55

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: თუ რუსეთი ხორბალსა და ფქვილზე კვოტებს დააწესებს, იმპორტიორები სხვა ბაზრებზე გადაეწყობიან

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფქვილსა და პურზე ფასების შესაძლო ზრდაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ტვ „პირველის“ ეთერში, ასევე მან განმარტა რა სტრატეგიას აირჩევენ იმპორტიორები, თუ რუსეთი ხორბალზე კვოტებს შემოიღებს.

თავდაცვის სამინისტრო

28 ოქტომბერი 2020, 15:50

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არაა

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

28 ოქტომბერი 2020, 15:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ლიეტუვის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

28 ოქტომბერს, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

28 ოქტომბერი 2020, 15:41

COVID19

ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსისგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გამოვლინდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 1500-ზე მეტი იდენტიფიცირებული ბოტი და ყალბი ანგარიში

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს მივაწვდით ინფორმაციას - დეტალურს და უფრო ჩაშლილს, ვიდრე მე დღეს წარმოგიდგენთ. არსებობენ ნამდვილი სპიკერები, რეალური ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სქემაში არიან თავიდან ბოლომდე, გეგმაზომიერად ჩართულები და საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევასთან, რომელსაც ებრძვის Facebook-ი და Facebook-ი იქნება ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, რომელსაც ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას“, - განაცხადა მდინარაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 15:38

COVID19

ლაგოდეხში კოვიდინფიცირებული 65 წლის კაცი გარდაიცვალა

ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. უცნობია, ჰქონდა თუ არა მას თანმხლები დაავადებები. ცნობილია, რომ პაციენტი კლინიკაში 4 დღის წინ მოათავსეს და ის მკურნალობის კურსს გადიოდა. იგეგმებოდა მისი თბილისში გადაყვანა, თუმცა 65 წლამდე კაცი დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2020, 15:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ არჩევნების დღეს 12:00 საათიდან პარლამენტის წინ შეკრებას და ფსონის სიტუაციის რადიკალიზაციაზე გაკეთებას გეგმავს

ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბებიან. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ისინი არა არჩევნების, არამედ ამ მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.