imedi /  18 ოქტომბერი 2020, 19:40 / სანდო წყარო

საფრანგეთში მოკლული მასწავლებლის ხსოვნის პატივსაცემად ქუჩებში ათასობით ადამიანი გავიდა

საფრანგეთი დემონსტრაცია

საფრანგეთში წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურების ჩვენების გამო მოკლული ისტორიის მასწავლებლის, სამიუელ პატის პატივსაცემად დემონსტრაციები იმართება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გავიდა. ისინი სკანდირებდნენ „მე მასწავლებელი ვარ“. მარსელში კი პედაგოგის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

დღეს საქმეზე უკვე მე-11 ადამიანი დააკავეს.

16 ოქტომბერს ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელის, სამიუელ პატის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში მოკლა, მანამდე ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 18 წლის აბდულა ა არის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: თურმე, ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან და მისი პოლიტიკაში მოსვლა მაშინ გადაწყდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა და ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ ინტერვიუს არაეფექტური ტყუილი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ელდარ გოგოლაძის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს „ექშენი“ აკლდა.

26 ოქტომბერი 2020, 13:14

COVID19

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით 77 წლის პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. „თერჯოლამედის" დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, 77 წლის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა. მას კორონავირუსთან ერთად გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს, ორი დღის წინ კი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ქუთაისიდან იყო.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, დაახლოებით რამდენმა ადამიანმა შეიძლება ვერ ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით არჩევნებზე

ცესკომ მიმართა სტანდარტულ პრაქტიკას, რაც გამოიყენება ზოგადად გადასატანი ყუთისთვის. ანუ, ადამიანს თუ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ბუნებრივია ის წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს. წინა დღეს ან არჩევნების დღეს შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს, ის არჩევნების უფლების ვერ სარგებლობს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვახერხეთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება

თუ საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ველოდებით კონკრეტულ ფაქტებს. როგორც კი ინება კონკრეტული ფაქტები, გვექნება მყისიერი რეაგირება, - სამართლიანი არჩევნების შუალედური ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. „მუდმივ რეჟიმში გვესმის ინფორმაცია ამაზე, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს, ფაქტებს არ გვაწვდიან. თქვენ გახსოვთ წინა არჩევნებზე ფეიკნიუსი გაავრცელეს, სამწუხაროდ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, პირადობის მოწმობების ბეჭდვასთან დაკავშირებით. შემდეგ ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ აღიარეს. ანუ ხშირად ხდება ასე, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები ავრცელებენ გარკვეულ ინფორმაციას ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არსებობს, ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება ძალადობას, იყო რამდენიმე ინციდენტი და სამართალდამცველების მყისიერი რეაგირების საფუძველზე მოხერხდა ასეთი ინციდენტების პრევენცია. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდი და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ვანო ჩხარტიშვილი რაიმე კავშირშია ციხის კადრებთან, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის

საერთოდ, რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი ციხის კადრებთან, მაგრამ თუ რაიმე კავშირშია, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის, რადგან სწორედ ამ კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ციხეებში 12-ჯერაა სიკვდილიანობა შემცირებული, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, ლადო ბედუკაძისა და ვანო ჩხარტიშვილია ასახული. ჩანაწერის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილმა 2 მილიონამდე გადაიხადა კადრების გასაჯაროებისთვის.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს

დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს. ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერებიც არიან გარეული ამ საქმეში, როგორც სააკაშვილი ამბობს 70-80 მილიონი აქვს ხომ მას აღებული ამ საქმეში, ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა, თუ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ აქციას ბათუმში „შეგნებულ დივერსიულ აქტს“ უწოდებს

„ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე, თუმცა კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდ-ინფექციას. შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში გრძელდება სხვა რეგიონებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:42

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 200-ლარიან დახმარების განაწილების კუთხით დისკრეცია არცერთ ორგანოს არ ენიჭება

200-ლარიან დახმარების განაწილების კუთხით დისკრეცია არცერთ ორგანოს არ ენიჭება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 200-ლარიანი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსულ რესურსს იყენებს ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ არის მხილებული რუსული საქმის კეთებაში საქართველოში

„გოგოლაძეს რაც შეეხება, არის ცნობილი საქმე. ამერიკელი ჩინოსანი იყო საქართველოში, რომელიც მოკლეს და იქ იკვეთება გოგოლაძის სახელი და გვარი. ჩვენ ვერაფერზე ვისაუბრეთ, ვიდრე არ დადგინდება ეს დანაშაული. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მასზეც არსებობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ეჭვები. დანარჩენი არის სასამართლოს საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

26 ოქტომბერი 2020, 12:30

პოლიტიკა

ამერიკელი გენერალი: დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას. დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება

„საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ბევრი ამერიკელისთვის შეუმჩნევლად დარჩა ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონთან დაკავშირებით კონფლიქტმა ხელახლა იფეთქა. სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული სომხეთი და აზერბაიჯანი ჩართულნი არიან უპრეცედენტოდ გამანადგურებელ ბრძოლებში, რომელთა მსგავსიც მათ წლების განმავლობაში არ უნახავთ“.

თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:30

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: გლობალური პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკურმა გუნდმა აჭარის ბიუჯეტის 3,2%-იანი ზრდით დაგეგმვა მოახერხა

„რეალურად ეს ნიშნავს, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის არცერთი სოციალური პროექტი არ გაჩერდება. ასევე, იცით, რომ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები იგივე კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების ხელფასის ზრდის მიმართ და, შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

მერაბ ქვარაია

26 ოქტომბერი 2020, 12:24

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: სამეგრელო ყოფილა სააკაშვილის „ცხოვრების არსი" - სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა და რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა

სრული ცინიზმი - სამეგრელო ყოფილა თურმე სააკაშვილის „ცხოვრების არსი". სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა, რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა, სადაც ყველაზე მეტი დაიჭირა, დააპატიმრა, მოსპო და გაანადგურა, სადაც ყველაზე მეტი უსამართლობა ჩაიდინა, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მერაბ ქვარაია.

26 ოქტომბერი 2020, 12:20

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში

26 ოქტომბერი 2020, 12:18

სამართალი

თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ქ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - 290 აბი ,,მეტადონი" აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:17

COVID19

თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

„მე მათ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ბათუმელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები რაც გვაქვს და შეკრებებიც გააკეთონ სწორედ ამ წესების დაცვით და ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეების პასუხისმგებლობით, რეკომენდაციების დაცვით აუცილებლად შევძლებთ ვითარების სტაბილურად მართვას მომავალშიც“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის - რუსული რესურსის გამოყენებით

დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე და მნიშვნელოვანია, ამ დღეების განმავლობაში, შევინარჩუნოთ კონსტრუქციული საარჩევნო გარემო, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: პირბადის 95%-იანი ტარება თუ შესრულდება, სერიოზულად შევამცირებთ ინფექციის გავრცელებას

პირბადის ხმარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. 60%-დან, რომ ავიდეთ 95%-მდე მნიშვნელოვნად შევამცირებთ ინფიცირების მატებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გვაქვს სამ დიდ ქალაქში მოქმედებს.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება

„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად ვეყრდნობით სამ მოდელს, ვფიქრობთ, პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მთავარია, ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს სრულად მართვადი“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რუსეთი კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 12:04

COVID19

რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 219 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 26 269 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 146 096 პაციენტი.

26 ოქტომბერი 2020, 12:01

რეგიონი

ჭიათურაში დამატებით 500 ადამიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ჭიათურის მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, ქალაქში არის დასახლება, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება და წყლით შპს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ამარაგებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ქალაქ ჭიათურაში ფანცულაიას ქუჩის, სოფელ პერევისას 30 ოჯახის, საჩხერის გზატკეცილზე რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსისა და მიმდებარე ობიექტების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება - მშენებლობას ითვალისწინებს.