imedi  /  19 ოქტომბერი 2020, 12:47 / სანდო წყარო

საფრანგეთიდან ექსტრემიზმში ბრალდებული 231 უცხოელის გაძევება იგეგმება

ჟერალდ დარმანენი

ჟერალდ დარმანენი

ფრანგი სამართალდამცველები ქვეყნიდან ექსტრემიზმში ბრალდებული 231 უცხოელის გაძევებას აპირებენ. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.

საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, სასწრაფო წესით ქვეყნიდან 231 უცხოელი იქნება დეპორტირებული. აღნიშნულ პირებს ბრალი რადიკალიზაციაში ედებათ. გარდა ამისა, ჟერალდ დარმანენი პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

საფრანგეთის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველები 4 ათასზე მეტ უცხოელს აკვირდებიან, რომლებიც რადიკალური შეხედულებებით გამოირჩევიან, ხოლო 2020 წლის დასაწყისიდან რადიკალური შეხედულებების გამო, საფრანგეთიდან 400-ზე მეტი უცხოელი გააძევეს.

16 ოქტომბერს ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელის, სამიუელ პატის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში მოკლა, მანამდე ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 18 წლის აბდულა ა არის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

ყველა სიახლე

მირდატ ქამადაძე

02 დეკემბერი 2020, 17:42

რეგიონი

მოძრაობამ „იმოქმედე" აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშლილ ერთ-ერთ კარავში კაფე გახსნა

მოძრაობის წევრები ამ ფორმით პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აღნიშნული პირველი შემთხვევაა, როდესაც აქციის მონაწილეები წესებს არ ემორჩილებიან. პანდემიის მიუხედავად აღნიშნულ ფაქტზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ საფრთხეს ვერ ხედავენ. მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ყველამ თავად უნდა აიღოს.

ვლადიმირ ვაისი

02 დეკემბერი 2020, 17:40

სპორტი

სლოვაკეთის გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში გატარებულ პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

სლოვაკეთის გამოცემა „სპორტ სლოვაკიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში გატარებულ 5-წლიან პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება, თუმცა როგორც თავად განაცხადა, მას სურს საქმიანობა საკლუბო ფეხბურთში განაგრძოს.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 17:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ამ მინისტერიალზე განახლებული პაკეტი გვექნება, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას

ჩვენი მოლოდინია, რომ ამ მინისტერიალზე განახლებული პაკეტი გვექნება, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენ მდგრადობას, თავსებადობას ნატოსთან და იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ლიონელ მესი

02 დეკემბერი 2020, 17:35

სპორტი

ლიონელ მესი მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი ჟესტის გამო დააჯარიმეს

კატალონიური „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მარადონას ხსოვნისადმი მიღვნილი ჟესტის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ გამოცემა Dario Sport-ი წერს. არგენტინელმა „ოსასუნას“ კარში გატანილი გოლის შემდეგ „ნიუელს ოლდ ბოიზის“ 10-ნომრიანი მაისური გამოაჩინა, რაც მისი დაჯარიმების მიზეზი გახდა. როცა მესი ამ კლუბის ბავშვთა გუნდში თამაშობდა, მარადონა კლუბის მთავარი შემადგნელობის ღირსებას იცავდა. მარადონას პატივსაცემი ჟესტის გამო მესი 600 ევროს, კატალონიური კლუბი კი 350 ევროს გადაიხდის.

02 დეკემბერი 2020, 17:31

COVID19

ჯანმომ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განაახლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ სულ მცირე ერთი მეტრის დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადე როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის გარეთ უნდა ვატაროთ.

მაია ზალდასტანიშვილი

02 დეკემბერი 2020, 17:05

COVID19

ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგეს პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა

„ახლა ვაწესრიგებ მორიგე პერსონალს, რომ განყოფილება არ დავტოვოთ მორიგე ექიმების გარეშე და რაღაცნაირად შევადგინე სია და ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმედია, ექიმები გვეყოლებიან“, - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

02 დეკემბერი 2020, 17:04

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება, ბიუჯეტში საგანგებოდ გამოთავისუფლებული ეკონომიები მიიმართა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე.

კორონავირუსით გარდაცვალება

02 დეკემბერი 2020, 16:56

რეგიონი

კორონავირუსით ქუთაისის ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი გარდაიცვალა

54 წლის მარინე გოდუაძე ორი კვირის წინ დაინფიცირდა. კლინიკის დირექტორის გოგიტა ბაბუნაშვილის განცხადებით, მას თანმხლები დაავადება დიაბეტი ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

02 დეკემბერი 2020, 16:52

მსოფლიო

NBC News: დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

02 დეკემბერი 2020, 16:47

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 3,942 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 3,942 ადამიანს გამოუვლინდა, 37 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 129,544 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,470 ადამიანი. ვირუსისგან 79,162 პაციენტი განიკურნა.

თამთა მეგრელიშვილი

02 დეკემბერი 2020, 16:43

საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ამ მკვლელი რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, კობა დავითაშვილი დღეს გარდაიცვალა

კობა დავითაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს უმოწყალოდ სცემეს, ნაცემს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და სასიკვდილოდ გაწირეს,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ში წერს. მისი თქმით, სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები მას მძიმე დაავადებად ექცა და წლების განმავლობაში იტანჯებოდა.

დავით ბაქრაძე

02 დეკემბერი 2020, 16:37

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ვადამდელი არჩევნები არის ის დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ყველა საპარლამენტო დემოკრატია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამოსავალი არ არის გაყალბებული არჩევნების დაკანონება და პარლამენტში შესვლა, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მთავარი რასაც ოპოზიცია განიხილავს, ეს არის ის, თუ როგორ უნდა გამოიხატოს ხალხის ნება და როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ეს გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე.

02 დეკემბერი 2020, 16:21

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, პროცესების დისტანციურად განხილვამ დღის წესრიგში დააყენა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს. ამის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმის განხილვა გადაიდო.

ნიდერლანდები პოლიცია

02 დეკემბერი 2020, 16:16

მსოფლიო

ჰააგაში პოლიცია ეძებს ადამიანს, რომელმაც ქალაქის ცენტრში დანით ორი ადამიანი დაჭრა

ნიდერლანდების პოლიცია ეძებს ადამიანს, რომელმაც ჰააგის ცენტრში დანით ორი ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Den Haag FM-ი ავრცელებს.

02 დეკემბერი 2020, 16:15

სამართალი

შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძე დააკავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოცქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფით იმუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი, 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

02 დეკემბერი 2020, 16:14

COVID19

პოლონეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 1,000,000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 13,855 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 609 ინფიცირებული კი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 1,013,747 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 18,208 ადამიანი გარდაიცვალა.

02 დეკემბერი 2020, 16:13

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში არსებულ ღია და დახურული ტიპის ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიზნესსუბიექტებს აუხსნეს,რომ დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევაში თავდაპირველად მოხდება სუბიექტების გაფრთხილება,ხოლო განმეორებით ფაქტებზე გამოყენებულ იქნება ის სანქციები, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

02 დეკემბერი 2020, 16:10

COVID19

სერხი რობერტოს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს სერხი რობერტოს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას La Vanguardia ავრცელებს. ვირუსი უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე მიმდინარეობს და ინფიცირებული სპორტსმენი სახლის პირობებში მკურნალობს. აღსანიშნავია, რომ 28 წლის მცველი ტრავმირებულია და „ბარსელონას“ ისედაც დაახლოებით 2 თვით ვერ ეხმარებოდა და ბაზაზე არ დადის, რის გამოც მისგან კლუბის სხვა წევრების ინფიცირების საფრთხე არ არსებობს.

მიკ შუმახერი

02 დეკემბერი 2020, 16:00

სპორტი

მიხაელ შუმახერის ვაჟი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს

მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს. 21 წლის ავტომრბოლელმა „ჰაასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. წლევანდელ სეზონში უმცროსი-შუმახერი ფორმულა 2-ში გამოდის და საერთო ჩათვლასაც ლიდერობს, „ჰაასში“ კი მისი მეწყვილე, 2021 წელს, რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი იქნება.

პაბლო მატერა

02 დეკემბერი 2020, 15:56

სპორტი

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ქსენოფობიური და რასისტული პოსტების გამო გუნდიდან მოკვეთეს

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი პაბლო მატერა გუნდიდან ქსენოფობიური და რასისტული პოსტების გამო მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მატერას მიერ 9 წლის წინ Twitter-ზე დაწერილი სტატუსები, არგენტინულ მედიაში ახლახანს გახმაურდა.