imedi  /  27 ოქტომბერი 2020, 19:15 / სანდო წყარო

მაიკ პომპეომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, სატელეფონო საუბრის დროს მაიკ პომპეომ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მხარეებს სთხოვა, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტისა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირების გზების ძიების ვალდებულებები“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

25 ოქტომბერს ვაშინგტონი, ბაქო და ერევანი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება.

26 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხება დაარღვიეს. სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 03:27

COVID19

26 იანვრიდან აშშ-ში შემსვლელ პირებს ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ

26 იანვრიდან აშშ-ში შემსვლელ პირებს ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების საბუთის წარდგენა მოუწევთ.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2021, 03:05

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს.

26 იანვარი 2021, 02:19

მსოფლიო

ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო ვაშინგტონში მარტის მეორე ნახევრამდე დარჩება

აშშ-ის ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო ვაშინგტონში მარტის მეორე ნახევრამდე დარჩება. ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯონ უიტლიმ განაცხადა.

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი

26 იანვარი 2021, 01:10

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს.

ბლიუ და სელეტა

26 იანვარი 2021, 00:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობაზე $10 ათასი დახარჯა🐔

„ეს დიდი თანხა, დაზღვევა მხოლოდ 2,5 ათასს ფარავს. მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით. მაგრამ როცა ვამბობ, რომ თანხა ქათმის სამკურნალოდ დავხარჯე ხალხი ამბობს: „ამდენი ქათამზე დახარჯე? შეგეძლო უბრალოდ ქვაბში ჩაგედო“,- ამბობს ნოტნაგელი.

26 იანვარი 2021, 00:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 449 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კირა ნაითლი

26 იანვარი 2021, 00:31

ტაბლოიდი

კირა ნაითლი კაცი რეჟისორების ფილმებში გაშიშვლებაზე უარს ამბობს

35 წლის ბრიტანელი მსახიობი, კირა ნაითლი აცხადებს, რომ აღარ სურს იმ ფილმების შიშველ სცენებში მონაწილეობა, რომელსაც კაცი რეჟისორები გადაიღებენ. „შიშველი სცენების გადაღებაზე კატეგორიულ უარს არ ვამბობ, მაგრამ არ მსურს, ამის კაც რეჟისორებთან გაკეთება“ - აღნიშნა ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა.

ენტონი ფაუჩი

26 იანვარი 2021, 00:29

COVID19

ენტონი ფაუჩი: ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

გიორგი კახიანი

26 იანვარი 2021, 00:26

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობოს იდეას, ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა

გვახსოვს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეფასებები არცევნებზე შეიცვლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ შეფასებები არის იგივე, რაც იყო თავიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა. „ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური. იმავდროულად, ჩვენ ვხედავთ მოწოდებებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისკენ ოპოზიციის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ თუკი რაიმე იმედი ჰქონდა ოპოზიციას, რომ შეფასებების შეცვლა შესაძლებელი იყო, ეს ასე არ მოხდა. ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს იმ იდეას, რასაც საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დავით მათიკაშვილი

26 იანვარი 2021, 00:01

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგი და მუქარა ნამდვილად არახალი მოვლენაა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგი, მუქარა და ასე შემდეგ ნამდვილად არახალი მოვლენაა და ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით. მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ისინი ოპოზიციაში არიან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი იაგო ხვიჩიას განცხადებას, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. „არსებობს საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ამ კუთხით მოქმედებს და რა თქმა უნდა, ვინმე თუკი თვლის რომ მას ემუქრებიან, მას შეუძლია განაცხადოს ეს შესაბამისი ფორმით. ოპოზიციაში შიგნით რომ არეული მოცემულობაა და ერთმანეთის მიმართ კადრულობენ აბსოლუტურად ყველაფერს, ეს ცხადზე ცხადია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ჯენ ფსაკი

25 იანვარი 2021, 23:58

მსოფლიო

თეთრი სახლი: ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენი უფლებას იტოვებს, რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენი უფლებას იტოვებს, რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს მაშინ და ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს.

25 იანვარი 2021, 23:18

ტაბლოიდი

თეთრ სახლს გერმანული ნაგაზები მაიორი და ჩემპი დაიცავენ

თეთრი სახლის მცველები მაიორი და ჩემპი უკვე დანიშნულების ადგილზე არიან. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს. პირველი ძაღლები დელავერიდან ვაშინგტონში დღეს ჩამოფრინდნენ. გერმანულ ნაგაზებს თეთრი სახლის ეზოში პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დახვდა.გერმანული ნაგაზები, სახელად, მაიორი და ჩემპი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჯო და ჯილ ბაიდენებთან ერთად თეთრ სახლში იცხოვრებენ.

25 იანვარი 2021, 23:17

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 514 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 514 098 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 434 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

25 იანვარი 2021, 23:09

COVID19

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის რეგულაციების გამკაცრებას განიხილავს

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის რეგულაციების გამკაცრებას განიხილავს. აღნიშნული წინადადებით ევროკომისია გამოდის.

გივი მიქანაძე

25 იანვარი 2021, 23:01

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ აფასებენ საკუთარი ამომრჩევლების მიერ გამოხატულ მხარდაჭერას და კუთვნილ მანდატებზე უარის თქმით, ცდილობენ მოახდინონ საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟი

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც კონკურენტული, სადაც დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და რომ პარტიებს ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ სტრასბურგში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

25 იანვარი 2021, 22:54

საზოგადოება

კახა კალაძე: მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა. დედაქალაქის მერი გუდიაშვილის მოედანზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად იმყოფებოდა.

25 იანვარი 2021, 22:42

პოლიტიკა

Brusselsmorning-ი: საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა

საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა, ამ სათაურით სტატიას Brusselsmorning-ი აქვეყნებს და ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მიმოიხილავს. „შეხვედრის შემდეგ, სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და საქართველო უფრო უახლოვდება ნატოს წევრობას.

ანტონიო გუტერეში

25 იანვარი 2021, 22:29

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის მუტაციის ფონზე ვაქცინების გავრცელების შეყოვნებამ უფრო მეტი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მუტაციის ფონზე ვაქცინების გავრცელების შეყოვნებამ უფრო მეტი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს.

თამარ ტალიაშვილი

25 იანვარი 2021, 22:09

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მადლობას გადავუხდი ევროპის კავშირისა და აშშ-ს ელჩებს მათი პოზიტიური წვლილისათვის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის პროცესში

ჩვენ სრულად ვიზიარებთ მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ სინანულს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ძლიერი შესაძლებლობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში განაცხადა.

კახა კუჭავა

25 იანვარი 2021, 22:00

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპის საბჭოში ერთსულოვნად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს

„ევროპის საბჭოში ფაქტობრივად ერთსულოვნად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს მანდატები და დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „ქრონიკას“ განუცხადა.