imedi  /  02 ნოემბერი 2020, 19:12 / სანდო წყარო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

6.6-მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 962 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრას 1 044-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა, მათგან 43 შემთხვევაში ბიძგის სიმძლავრე ოთხ მაგნიტუდაზე მეტი იყო.

ამ დროისთვის 155 დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვიცნიაში სულ მცირე 20 შენობა გაანადგურა. მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე ათენშიც.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2022, 00:46

ტაბლოიდი

რიანა მშობიარობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

მომღერალი რიანა მშობიარობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა TMZ-ი წერს. რიანა შვილთან ერთად ლონდონში ჩავიდა, სადაც თავისი მეუღლის, A$AP Rocky-ს კონცერტს დაესწრო.

03 ივლისი 2022, 00:29

რეგიონი

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ზურაბ ჯაფარიძე

03 ივლისი 2022, 00:12

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოზე: მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია და მერე განათდება

პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ყველაზე ანტიდასავლურ, პრორუსული, ბნელი ხედვების გამავრცელებელ ცენტრად მოიხსენიებს. როგორც ჯაფარიძე წერს, საქართველოს საპატრიარქო რუსული „გრუ“-ს ღია რეზიდენტურა თბილისში. თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მუხრუჭი.

პეტრ მიკისკა

02 ივლისი 2022, 23:34

პოლიტიკა

პეტრ მიკისკა: გვესმის რატომაც შეიძლება იკავებდეს საქართველოს მთავრობა სანქციების დაწესებისგან თავს, ვაფასებთ მთავრობის ჩართულობას იმაში, რომ ფიზიკურ ან სამართლებრივ პირს ქვეყნის გავლით არ აქვს ბიზნესის წარმართვის საშუალება რუსეთთან

მე არ მინახავს პირდაპირი კრიტიკა ქართული მთავრობის მიმართ, რადგან ჩვენ გვესმის საქართველოს სიტუაცია. გვესმის რატომაც შეიძლება იკავებდეს საქართველოს მთავრობა სანქციების დაწესებისგან თავს. ასევე, გვესმის მთავრობის ქმედების მოტივები, - განაცხადა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ეთერში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ.

იაირ ლაპიდი

02 ივლისი 2022, 23:32

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: რატომ არის ისრაელში პოლარიზაცია უფრო საშიში, ვიდრე ოდესმე ყოფილა? პოლიტიკური სფერო სულ უფრო და უფრო ძალადობრივი და მანკიერი ხდება - ეს უნდა შევწყვიტოთ, ეს ჩვენი გამოწვევაა

ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია ისრაელისთვის გამოწვევაა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სფერო სულ უფრო და უფრო უკიდურესი, ძალადობრივი და მანკიერი ხდება.

02 ივლისი 2022, 22:45

საზოგადოება

აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

მიმდინარე აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. სატრანსპორტო საშუალებები კოჯორის, წავკისისა და კიკეთის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან.

მამუკა მდინარაძე

02 ივლისი 2022, 22:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობის ტელევიზიები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხვალ აქციაზე გავლენ, იმ მოძალადე სისტემის შეცვლაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხვალ აქციაზე გავლენ, იმ მოძალადე სისტემის შეცვლაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა - აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები“, - წერს მდინარაძე Facebook-ზე.

რატი იონათამიშვილი

02 ივლისი 2022, 22:13

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ანრის და სხვების ოჯახების მიმართ მუქარა და ამაზრზენი პროვოკაცია რომ გადაფარონ, ახალ, „საღადაო" ფეიკებს იგონებენ, თემის გადასაფარად, თუმცა, ეგაა ნაცის ბუნება

რატი იონათამიშვილი: ანრის და სხვების ოჯახების მიმართ მუქარა და ამაზრზენი პროვოკაცია რომ გადაფარონ, ახალ, „საღადაო" ფეიკებს იგონებენ, თემის გადასაფარად, თუმცა, ეგაა ნაცის ბუნება

კოკა კაციტაძე

02 ივლისი 2022, 21:49

სამართალი

კოკა კაციტაძე: პირველივე დღიდან, როგორც კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, ვამბობთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არის ამ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

„ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები გვაქს. დაახლოებით 9 სისხლის სამართლის საქმეზე ვაწარმოებთ გამოძიებას და უკვე 6 პირის მხილება მოვახდინეთ დანაშაულში, რომელთა მხრიდანაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული ჟურნალისტების, გადამღები ჯგუფის თუ ოპერატორის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს. სამსახური უმკლავდება ამ გამოწვევას და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალში ამ ტიპის საქმეების გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

გიორგი ამილახვარი

02 ივლისი 2022, 21:06

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი რადიკალურ ოპოზიციაზე: თუ მათ სურთ საზოგადოებას დაანახონ, რომ პროევროპულები არიან, მაშინ ხვალინდელ აქციაზე ენერგიის ხარჯვას, სჯობს ორშაბათიდან პარლამენტში მოვიდნენ

მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ არანაირი ევროკავშირისკენ მისწრაფების გაერთიანების იდეა არ არის ხვალინდელი თავყრილობა, ეს არის ვიწროპარტიული დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მორიგი მცდელობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

კოკა კაციტაძე

02 ივლისი 2022, 20:59

პოლიტიკა

კოკა კაციტაძე: სიამოვნებით ჩავერთვებით ნებისმიერ სამუშაო ფორმატში, რომელიც გულისხმობს და ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახური არის დამოუკიდებელი, ეს არის უზრუნველყოფილი კანონით და ის ექვემდებარე მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია. რაც შეეხება საკუთარი დამოუკიდებელი პროკურორების ყოლას, ასეთი მოდელი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს“, - განაცხადა კაციტაძემ.

გიორგი ამილახვარი

02 ივლისი 2022, 20:48

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: გავწერთ ყველა დეტალს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს დეოლიგარქიზაცია და ვშიშობ, რომ ამ საკითხში არა ბიძინა ივანიშვლი, არამედ ბევრი ოპოზიციური პარტიის წევრი, წარმომადგენელი, დამფინანსებელი თუ უკან მდგომი აღმოჩნდება

„მე ასე მესმის დეოლიგარქიზაცია და თუ ამას გადავიტანთ იმ კონტექტში, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს ქვეყანა და მიხეილ სააკაშვილი კანონის ავლით გამოვიდეს ციხიდან და რევანშისტულად დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მაშინ ამაზე კომენტარი ზედმეტია და ქართველი ხალხი თავად გასცემს პასუხს“, - განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარი

02 ივლისი 2022, 20:33

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არის ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიცია, რომელიც ვიწროპარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებს და ისეთ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ევროკავშირისკენ მისწრაფება - შემოუერთდება

„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესში მარტო არ იქნება, მაგრამ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, მათი პირვანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ნაცვლად, პარლამენტის წინ კარვებში ჯდომა აირჩიონ. ეს არის მათი პოლიტიკური აწმყოც და წარსულიც“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარი

02 ივლისი 2022, 20:25

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ახლა არ არის დრო უსაგნო, არაფრის მომცემ შეურაცხყოფასა თუ დებატებში გადავიტანოთ პოლიტიკა - ახლა არის მუშაობის დრო, რომლის გეგმა „ქართულმა ოცნებამ“ დადო

პირველად ისტორიაში, მოხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და გვაქვს 12 პუნქი შესასრულებელი იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

02 ივლისი 2022, 20:15

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნების“ წარდგენილ გეგმაზე: ყველა პროცესში, რომლის მიზანი იქნება რეალურად ამ პუნქტების შესრულება, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ

„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ უფლებას, რომ ოპოზიციას დააბრალოს პუნქტების ვერ შესრულება,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ლატარია

02 ივლისი 2022, 20:03

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: „მთავარმა არხმა“ აღმოაჩინა, რომ ქუჩაში ვიღაც რუსულად მღეროდა და გადაირია, მაგრამ ამავე დროს ტაშს უკრავდნენ არახამიას და ასევე ბუბა კიკაბიძეს, რომელმაც თბილისო რუსულად შეასრულა

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმიანება და წერს რომ - „მთავარმა არხმა“ აღმოაჩინა ქუჩაში ვიღაც რუსულად მღეროდა და გადაირია, მაგრამ ამავე დროს ტაშს უკრავდნენ არახამიას, რომელმაც აქციის მონაწილეებს რუსულად მიმართა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

02 ივლისი 2022, 19:07

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროპული პერსპექტივა ნათელია, მაგრამ ევროკავშირის წევრობისკენ გზა დიდ დროსა და რთულ სამუშაოს მოითხოვს

უკრაინის ევროპული პერსპექტივა ნათელია, მაგრამ ევროკავშირის წევრობისკენ გზა დიდ დროსა და რთულ სამუშაოს მოითხოვს, - როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტში ვიდეოკავშირის დროს განაცხადა.

02 ივლისი 2022, 18:37

რეგიონი

ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ადგილზე მობილიზებულია მერის, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები, დაზარალებულებს ხვდება მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, იწმინდება სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

02 ივლისი 2022, 18:06

საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ იმართება

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს თემატური ფოტოკუთხეები, სახალისო აქტივობები, პრიზები, ზღაპრის გმირები და ანიმატორები დახვდებათ, სპეციალურად მოწვეული დიჯეის მუსიკალური გაფორმების ფონზე, ჩატარდება კოქტეილის მასტერკლასები.

02 ივლისი 2022, 17:34

საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ევროკავშირის ოფისთან აქციაზე ევროკავშირის დროშა დაწვეს

მათ ერთგვარი პერფორმანსი გამართეს და ადგილზე ევროკავშირის დროშა დაწვეს. აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეებმა კვლავ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.