09 ნოემბერი 2020, 15:07 / სანდო წყარო

​იაპონიის პრინცი აკიშინო იმპერატორის ტახტის პირველ მემკვიდრედ ოფიციალურად შერაცხეს

​იაპონიის პრინცი, აკიშინო იმპერატორის ტახტის პირველ მემკვიდრედ ოფიციალურად შერაცხეს. ერთდღიანი ცერემონია აპრილში იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ტახტის მემკვიდრედ შერაცხვის ცერემონიაზე სტუმრების უმრავლესობას პირბადე ეკეთა.

პრინცი აკიშინო 54 წლისაა, ის ტახტის პირველი მემკვიდრე მას შემდეგ გახდა, რაც მამის ტახდიდან გადადგომის შემდეგ, იმპერატორის ტიტული მის ძმას, ნარუ-ჰიტოს ერგო.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2020, 15:23

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50,000-ს გადააჭარბა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,181 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 321 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 1,028,986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 50,016 ადამიანი გარდაიცვალა.

05 დეკემბერი 2020, 14:59

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 32 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 32 736 შემთხვევა გამოვლინდა, 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 4 811 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 527 070 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 14 509 ადამიანი, 423 142-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

05 დეკემბერი 2020, 14:47

სამართალი

პროკურატურამ „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შპს „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს - ი.წ-ს, გ.ჯ-ს და ვ.ნ-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატოურა ავრცლებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, შპს „ზღვის ჰოსპიტალს“ დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს.

სალომე ზურაბიშვილი ავღანეთი

05 დეკემბერი 2020, 14:40

თავდაცვა

უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს.

05 დეკემბერი 2020, 14:34

COVID19

მალხაზ თორია: აბაშაში 30 პაციენტზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება იმუშავებს

კორონავირუსის სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სწრაფი ტექსტის ჩატარება 30 ლოკაციაზე შეეძლებათ. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ლოკაციების რაოდენობა 7 დეკემბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

05 დეკემბერი 2020, 14:28

სპორტი

„უეფამ“ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „უეფამ“ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, - ინფორმაციას Be Soccer-ი ავრცელებს. ისევე როგორც წინა თვეებში, ლიდერი ამჯერადაც „ბაიერნია“, რომელმაც 2020 წელს ყველა საკლუბო ტიტული მოიგო და მიუნხენური გრანდი ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა.

05 დეკემბერი 2020, 14:21

პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ბარიერგადალახული პარტიები იმ ძალებს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ.

05 დეკემბერი 2020, 14:19

საზოგადოება

6-7 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება

6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გია ნიჟარაძე

05 დეკემბერი 2020, 14:07

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 4 დეკემბერს გამართულ რაგბი ევროპის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა, ორგანიზაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და დირექტორთა საბჭოს წევრები აირჩიეს.

05 დეკემბერი 2020, 13:52

საზოგადოება

5 დეკემბერი მოხალისეთა საერთაშორისო დღეა

დღეს მოხალისეთა საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1985 წლის 17 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში (40/210) ხაზი გაუსვა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და შესთავაზა წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად აღენიშნათ 5 დეკემბერი, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღე.

05 დეკემბერი 2020, 13:46

რეგიონი

სოფელ ბულაჩაურის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შენობის შეკეთება და ეზოს კეთილმოწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს, რომლიც 2020 წლის ბოლოს დასრულდება შპს „დარი“ აწარმოებს. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69 476 ლარი დაიხარჯება.

05 დეკემბერი 2020, 13:41

საზოგადოება

წელს ახალი ღვინის ფესტივალი ონლაინ ჩატარდება

27, 28, 29 დეკემბერს, „ღვინის კლუბი” მე–11 „ახალი ღვინის ფესტივალს“ გამართავს, რომელიც ამჯერად ონლაინ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 100–ზე მეტი მარანი. წარმოდგენილი იქნება 2019 წლის ღვინოები, თუმცა მარნები სხვა მოსავლის ღვინოებსაც გაყიდიან ფესტივალის ფარგლებში.

ალესანდრო დელ პიერო

05 დეკემბერი 2020, 13:39

სპორტი

ალესანდრო დელ პიერომ, კრისტიან ვიერიმ და დანიელე დე როსიმ მწვრთნელობა დაიწყეს

იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავებმა ალესანდრო დელ პიერომ, კრისტიან ვიერიმ და დანიელე დე როსიმ მწვრთნელობა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ალესანდრო ალჩატომ გაავრცელა. სამივე მათგანმა საბუთები ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზა „კოვერჩიანოზე“ შეიტანა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თავის დროზე სწორედ აქ სწავლობდნენ და სამწვრთნელო ლიცენზია აიღეს მარჩელო ლიპიმ, ფაბიო კაპელომ და სხვა ცნობილმა სპეციალისტებმა.

კრიშტიანუ რონალდუ

05 დეკემბერი 2020, 13:33

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 35 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გასულ თვეში ხუთი გოლი გაიტანა, რაც „იუვენტუსს“ „სპეციას“ (4:1) და „კალიარის“ (2:0) დამარცხებაში დაეხმარა, „ლაციოსთან“ (1:1) კი ქულა ააღებინა.

კორონავირუსი ესტონეთი

05 დეკემბერი 2020, 13:29

COVID19

ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესტონეთში COVID-19-ის 561 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდიულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 13 939 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

05 დეკემბერი 2020, 12:59

COVID19

ახალი კორონავირუსული ინფექციით საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსული ინფექციით საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და ორივე მათგანს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისათვის კლინიკაში კოვიდდადებით 180 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში კი საავადმყოფო 700-მდე პაციენტს მოემსახურა.

სანდრო რაქვიაშვილი

05 დეკემბერი 2020, 12:51

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: ვერ გავიგეთ, ზურაბ ჯაფარიძე მიდის და ახალ პარტიას აარსებს, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პარტიის რესურსების გაყოფასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების დაზუსტებას სთხოვს. რაქვიაშვილის განცხადებით, საჭიროა შეხვედრა და დალაპარაკება.

ირაკლი ლექვინაძე

05 დეკემბერი 2020, 12:48

საზოგადოება

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წელს 5 დეკემბერი კონკურენციის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.

05 დეკემბერი 2020, 12:32

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისში კიდევ 300 ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

კორონავირუსი რუსეთი

05 დეკემბერი 2020, 12:29

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 28 782 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდიულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 2 431 731 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.