imedi /  11 ნოემბერი 2020, 00:13 / სანდო წყარო

მაიკ პომპეო: ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ში ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მზად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯო ბაიდენის გუნდთან ითანამშრომლოს ხელისუფლების გადაცემის პროცესში, მაიკ პომპეომ უპასუხა:

„ტრამპის შემდეგი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების შეუფერხებელი გადაცემა მოხდება. ჩვენ მზად ვართ. მსოფლიო აკვირდება იმას, თუ რა ხდება. ყველა ხმა უნდა დავითვალოთ. როდესაც პროცესი დასრულდება, შეარჩევენ ამრჩევთა კოლეგიის წევრებს. ეს პროცესი კონსტიტუციაშია გაწერილი“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხელისუფლების გადაცემის პროცესი შეუფერხებელი იქნება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. 9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.

ყველა სიახლე

24 ნოემბერი 2020, 17:29

რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფლის ცენტრამდე გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.

24 ნოემბერი 2020, 17:18

საზოგადოება

ვაჟა სირაძე პროექტის, „სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელს, ტერი სკაიფს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

24 ნოემბერი 2020, 17:02

მსოფლიო

ოქსფორდის ლექსიკონმა წლის ერთი სიტყვის ნაცვლად 16 შეარჩია

ლექსიკოგრაფებმა იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით თითო თვისთვის ერთიდან სამ თვემდე შეარჩიეს, რომლებსაც დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ხშირად იყენებდნენ.

24 ნოემბერი 2020, 16:58

საზოგადოება

ზამთრის მოახლოების გამო, დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება

დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია. ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება.

24 ნოემბერი 2020, 16:47

COVID19

ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში არსებული პედიატრიული საწოლფონდი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებს დროული სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ

ქვეყნაში, ბოლო პერიოდის სტატისტიკით, ბავშვების წილი 111 ათას ინფიცირებულში 7-8 პროცენტამდეა. თუ ავიღებთ ამ მაჩვენებელს, ქვეყანაში სავარაუდოდ 5-7 ათასი ბავშვია ინფიცირებული და მათგან მხოლოდ 3 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

გივი მიქანაძე

24 ნოემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა აქციების ორგანიზატორებს, გაეთვალისწინებინათ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება

ოპოზიციის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა არსებულ კოვიდვითარებაზე გავლენა იქონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება. „ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის ინფიცირების და ათეულობით გარდაცვალების შემთხვევის მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ლანჩხუთი

24 ნოემბერი 2020, 16:13

სპორტი

„ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ „როზენგორს“ დაუპირისპირდება

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ „როზენგორს“ დაუპირისპირდება. გურული კლუბის მეტოქე უეფას მიერ ჩატარებულმა კენჭისყრამ გამოავლინა.

24 ნოემბერი 2020, 16:01

რეგიონი

ბახმაროდან დამსვენებლების გამოსაყვანად გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბახმაროში ჩარჩენილი დამსვენებლების გამოსაყვანად, ბახმარომდე მისასვლელი გზა გაიწმინდა, ამ დროისთვის ყველა მათგანს შეუძლია კურორტის უსაფრთხოდ დატოვება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, კვლავ აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-53 კმ (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან.

ინგა მამუჩიშვილი

24 ნოემბერი 2020, 15:56

COVID19

ინგა მამუჩიშვილი: რამდენიმე ფაქტი ვიცი, კოვიდინფიცირებული ექიმი კოვიდინფიცირებულ პაციენტს უვლის

მიკრო და მაკრო ორგანიზმს შორის ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობს მსოფლიოში და საქართველო წინა ფრონტზე მყოფი ერთ-ერთი ქვეყანაა, - ამის შესახებ პე­დი­ატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ინგა მა­მუ­ჩიშ­ვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 15:53

ეკონომიკა

საქართველოდან 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (883 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (899 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

24 ნოემბერი 2020, 15:53

სამართალი

სახალხო დამცველი: 2020 წელს, 9 თვეში ფემიციდის 19 ფაქტი დაფიქსირდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ონლაინკონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ გამართა. ონლაინკონფერენცია მიზნად იმ ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის პრაქტიკების განხილვას ისახავდა, რომლებიც ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის არსებობს.

მეუფე იაკობი

24 ნოემბერი 2020, 15:45

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს

არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 15:41

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ბრუნდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური შეხვედრების სერია - ProductTank Tbilisi – პარასკევს, 27 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.

კარლ ჰარცელი

24 ნოემბერი 2020, 15:18

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა "რუსთავი 2-თან" განაცხადა, რომ მას მოლაპარაკებების შესახებ პატარა სიახლე აქვს. "სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, თუ როგორ გამოვნახოთ გამოსავალი. იმისათვის, რომ წინ წავწიოთ, ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცი მოლაპარაკების მესამე რაუნდი როდის გაიმართება, ეს განსაზღვრული არ არის, ამაზე ვმუშაობთ," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

24 ნოემბერი 2020, 15:14

COVID19

„გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო

გორის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ხაშურის კლინიკის გარდა კოვიდპაციენტების სტაციონარულ მართვაში ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც ჩაერთო. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ სამივე კოვიდკლინიკაში, 247 სტაციონარული პაციენტის მართვაა შესაძლებელი (გორში - 111, ხაშურში - 86, ქარელში - 50).

24 ნოემბერი 2020, 15:11

COVID19

საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხსა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გიორგი პერტაია

24 ნოემბერი 2020, 15:08

ეკონომიკა

გიორგი პერტაიამ ესტონელ ბიზნესმენებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა გააცნო

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ ბიზნეს სემინარში ,,საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა: ინვესტიციები და სავაჭრო შესაძლებლობები“. გიორგი პერტაიამ უცხოელ ბიზნესმენებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ესტონელები საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან აქტიურები არიან და ინვესტიციებს წლებია ახორციელებენ.

24 ნოემბერი 2020, 15:05

საზოგადოება

გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე ეწყობა. რის შემდეგაც, დაახლოებით, 4 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

24 ნოემბერი 2020, 15:00

საზოგადოება

საქართველოს რამდენიმე ქალაქის სკოლებში სწავლა პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გორის, გარდაბნის, ფოთისა და მარნეულის სკოლებში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ნოემბერი 2020, 14:54

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: საბედნიეროდ, მსოფლიოში კორონავირუსის ხელახლა დაინფიცირების შემთხვევები მასობრივად არ ფიქსირდება

„კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით არა მარტო ანტისხეულები, უჯრედული იმუნიტეტის სიმყარეც კი ნახეს, როდესაც პაციენტების დიდი ნაწილი მინიმუმ 6-8 თვე იქნება დაცული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაცული ვერ ვიქნებით დაცულები ამის გარანტია იქნება განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.