imedi  /  11 ნოემბერი 2020, 19:51 / სანდო წყარო

უნგრეთის მთავრობამ საკონსტიტუციო ცვლილება მოამზადა, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანას აკრძალავს

უნგრეთის მთავრობამ ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება მოამზადა, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანას აკრძალავს.

საკონსტიტუციო ცვლილების ტექსტში ნათქვამია, რომ „დედა ქალია, ხოლო მამა კი კაცი“ და მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს ეძლევათ ბავშვის აყვანის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ერთნაირსექსიანი წყვილების ქორწინება უნგრეთში კანონით აკრძალულია, თუმცა ბავშვის აყვანა შესაძლებელია, თუ ამას ერთ-ერთი პარტნიორი ცალკე ითხოვს.

საკონსტიტუციო კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვები გენდერული როლის ქრისტიანული ინტერპრეტაციით უნდა აღიზარდონ.

„ბავშვებმა განათლება უნგრეთის კონსტიტუციურ იდენტობაზე დაფუძნებული ღირებულებებით და ქრისტიანული კულტურით უნდა მიიღონ“, - წერია კანონპროექტში.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი აცრა

12 მაისი 2021, 10:15

COVID19

ლევან დავითაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად დავამარცხოთ კოვიდ-პანდემია და რეალურად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩემი მოწოდება და სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი დარგის ყველა წარმომადგენელი ყველა რეგიონში მაქსიმალურად მოკლე დროში აიცრას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

თეა წულუკიანი

12 მაისი 2021, 10:07

კულტურა

თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს“ ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს“ ეწვია და მის ხელმძღვანელ გოგა პიპინაშვილთან ერთად ცენტრში მოქმედი ინკლუზიური სახელოვნებო სწავლების პროექტს გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 10:04

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

12 მაისი 2021, 09:59

COVID19

თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში COVID19-ზე ტესტირება ჩატარდა

13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით COVID19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.

12 მაისი 2021, 09:48

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი €85 მილიონს გამოყოფს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიისგან დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ სარგებელს მიიღებენ 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.

12 მაისი 2021, 09:42

COVID19

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID19-ით დაღუპულთა ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID19-მა 4 205 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 23 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

12 მაისი 2021, 09:16

მსოფლიო

Reuters: ღაზაში დაღუპულია 35, ისრაელში კი - 5 ადამიანი

ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

12 მაისი 2021, 09:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 მაისს ქუთაისში +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. მცირედ ღრუბლიან დღეს და ქარს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

12 მაისი 2021, 08:41

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის სექტორში იერიშის შედეგად, „ჰამასის“ ორი ლიდერია ლიკვიდირებული

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან ხაოგი, ასევე მისი მოადგილე ვაილ ისსაა.

12 მაისი 2021, 08:23

საზოგადოება

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე აღინიშნება. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.

12 მაისი 2021, 08:16

COVID19

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. უწყების ცნობით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.

12 მაისი 2021, 08:10

COVID19

„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციას მოქალაქეები დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 08:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ჯიმ რიში

12 მაისი 2021, 02:44

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ყველა პარტია პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება.

12 მაისი 2021, 02:40

პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

12 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან.

ინდოეთი მძღნერი

12 მაისი 2021, 00:51

COVID19

ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ძროხის განავლის სხეულზე წასმა კორონავირუსის პრევენციის საშუალება არ არის

ქვეყნის დასავლეთით, გუჯარატის შტატში პოპულარული გახდა პრაქტიკა, როდესაც ადამიანების ძროხების თავშესაფრებში მიდიან, ფუნასა და შარდს აგროვებენ და სხეულზე ისვამენ. მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ, ან ინფიცირების შემთხვევაში ვირუსს მარტივად დაამარცხებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 მაისი 2021, 00:34

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.

გურამ ნიკოლაშვილი

12 მაისი 2021, 00:31

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან

არიან ადამიანები, რომლებიც ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან, - ამის შესახებ „იმედის“ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ქვეყნისა და დასავლეთის წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

12 მაისი 2021, 00:30

ტაბლოიდი

საქმროსთან გაშორების შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა უიქენდი ბენ აფლეკთან ერთად გაატარა

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ. წყვილი დანიშნულიც იყო, თუმცა 17 წლის წინ, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ.