imedi  /  18 ნოემბერი 2020, 20:09 / სანდო წყარო

ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ბაჰრეინი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა ისრაელში ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გამოაცხადეს.

როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ განაცხადა, საელჩოების გახსნის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„სიამოვნებით გადავეცი მინისტრ აშკენაზის ბაჰრეინის სამეფოს ოფიციალური მოთხოვნა ისრაელში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. მას ასევე შევატყობინე, რომ ისრაელის მსგავსი მოთხოვნა ბაჰრეინმა უკვე დაამტკიცა“, - განაცხადა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანიმ/

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაჰრეინში საპასუხო ვიზიტით დეკემბერში ჩავა.

19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება აშშ-ის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაჰრეინთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მშვიდობისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი უწოდა.

ყველა სიახლე

სვიტოსლავ ვაკარჩუკი

26 ივნისი 2022, 14:31

კულტურა

სვიტოსლავ ვაკარჩუკი: საქართველო ჩემი საყვარელი ქვეყანაა, უკრაინა იღბლიანია, რომ თქვენნაირი მეგობრები ჰყავს - ჩვენ ამ მეგობრობას სცენიდან ვუმღერებთ

უკრაინული როკჯგუფი „ოკეან ელზი“ საქართველოშია. სვიტოსლავ ვაკარჩუკი Tbilisi Open Air-ის სცენიდან საქართველოში შეკრებილ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

26 ივნისი 2022, 14:20

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ღამის კლუბში სულ მცირე 17 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ისტ-ლონდონში მდებარე ღამის კლუბ Enyobeni Tavern-ში სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა 18-დან 20 წლამდე ასაკისაა.

26 ივნისი 2022, 14:18

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო შემდგე კი იმერეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა.

26 ივნისი 2022, 14:03

ტაბლოიდი

TikTok-ის მომხმარებელს სახლიდან გასახლებით ემუქრებიან, თუ ხმამაღლა სიმღერას არ შეწყვეტს. ვიდეო

TikTok-ის პოპულარულ მომხმარებელი, ჯესი ტომასი, რომელიც სოციალურ ქსელში სახელით @thomboi__ არის რეგისტრირებული, ხმამაღლა სიმღერის სიყვარულმა ჭერის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დააყენა.

26 ივნისი 2022, 13:33

საზოგადოება

„სილქ როუდ ჯგუფი“: ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს - დიდი იმედი გვაქვს, რომ დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან

ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას, - ამის შესახებ ნათქვამია სილქ როუდ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

26 ივნისი 2022, 13:30

რეგიონი

რუსთავში, ქალაქის მერიისა და სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის შედეგებს ებრძოდნენ

ძლიერმა ქარმა რუსთავში, გვიან ღამით, სახურავები დააზიანა, მრავალწლოვანი ხეები მოტეხა და გარეგანათების ელექტროსადენები მოგლიჯა.

ლევან ნიკოლეიშვილი

26 ივნისი 2022, 13:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს

ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც დე ფაქტო უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება-რა, რის სანაცვლოდ?! მითუმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

26 ივნისი 2022, 13:14

ტექნოლოგიები

ხმოვანი ასისტენტი Alexa მომხმარებლებს გარდაცვლილი ახლობლების ხმით დაელაპარაკება 👀

Amazon-ი ხმოვანი ასისტენტი Alexa-ს მომხმარებლებისთვის სიახლეს ნერგავს - კომპანიამ გამოიყენა ხმის სინთეზის ტექნოლოგია, Alexa-მ გარდაცვლილი ადამიანების ხმით ისაუბროს.

26 ივნისი 2022, 12:52

საზოგადოება

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. წვრთნებში ქართველი, ამერიკელი, პოლონელი, ლატვიელი, ლიეტუველი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

26 ივნისი 2022, 12:47

COVID19

კვლევა: კოვიდვაქცინებმა ერთ წელიწადში, მსოფლიოში 20 მილიონამდე ადამიანი იხსნა სიკვდილისგან

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე, კოვიდვაქცინაციამ 19,8 მილიონი ადამიანი გადაარჩინა, - აღნიშნულია მათემატიკურ მოდელირებაზე დაყრდნობით მომზადებულ კვლევაში, რომელიც Lancet Infectious Diseases-მა გამოაქვეყნა.

ვიოლა ფონ კრამონი

26 ივნისი 2022, 12:31

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს, მათ შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთახში - კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რის გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ

„გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბულ ვითარებაში, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად არ ღირს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ილია მეორე

26 ივნისი 2022, 12:25

საზოგადოება

ილია მეორე: ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი

სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

26 ივნისი 2022, 12:09

ტაბლოიდი

აშშ-ში, ძაღლი შინაური ცხოველების სასტუმროდან გაიპარა, 3 კილომეტრზე მეტი იარა და სახლში დაბრუნდა. ვიდეო

აშშ-ში, კანზასის შტატში, შინაური ცხოველების სასტუმროში დატოვებული ძაღლი სახელად დექსტერი სასტუმროდან გაიქცა და, 3 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვის შემდეგ, სახლში დაბრუნდა.

დავით ქართველიშვილი

26 ივნისი 2022, 11:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია

„ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი-ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

26 ივნისი 2022, 11:37

საზოგადოება

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჰიროიუკი მორს შეხვდა.

26 ივნისი 2022, 11:36

მსოფლიო

Reuters: გაერთიანებული სამეფო, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ

გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

26 ივნისი 2022, 11:34

სამართალი

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 3 ადამიანი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16- დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 ივნისი 2022, 11:21

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 123-ე დღე

ომის123-ე დღე - უკრაინა ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებს. რუსების კონტროლქვეშ გადავიდა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. ომის მეთვრამეტე კვირას მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანსკისა და ბახმუტის მიმართულებით. პარალელურად, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

ევგენი კორნიჩუკი

26 ივნისი 2022, 11:17

მსოფლიო

ისრაელში უკრაინის ელჩის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს

უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს, - ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

26 ივნისი 2022, 11:08

საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მშობლიურ სოფელში, გომბორში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს კახეთში დაკრძალავენ. ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელ გომბორში გუშინ საღამოს გადაასვენეს. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. 42 წლის ალუდა ზვიადაური სევეროდონეცკში საბრძოლო მოქმედებების დროს მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილის დახმარებას ცდილობდა. რუსეთ-უკრაინის ომს ჯამში 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.