imedi  /  26 ნოემბერი 2020, 18:57 / სანდო წყარო

ანკარის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 337 პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ანკარის სასამართლომ თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 337 პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

მსჯავრდებულებს შორის ასევე არიან თურქეთის საჰაერო ძალების ოფიცრები და მფრინავები. სასამართლომ ისინი დამნშავედ ცნო კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში, პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობებში.

2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირს ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს.

2016 წლიდან დღემდე გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი 500000-ს აჭარბებს.

ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 10:24

ეკონომიკა

უსაფრთხოების ბალიშების პრობლემის გამო, Ford-ი ბაზრიდან 3 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

კომპანია Ford Motor-ის განცხადების თანახმად, უსაფრთხოების ბალიშების პრობლემის გამო, ბაზრიდან $610 მილიონის ღირებულების ავტომობილებს გაიწვევს. დეფექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაადგონა. არსებული ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხევაში, მძღოლის გვერდით მგზავრისთვის განკუთვნილი ბალიშის ინფლატორები (ტივტივა კომპენსატორის გასაბერი აპარატი) სკდება და შესაძლოა, ლითონის ფრაგმენტების გამოტყორცნა გამოიწვიოს.

22 იანვარი 2021, 10:09

COVID19

გერმანიაში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 50,000-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 17,862 ადამიანს დაუდგინეს, 859 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,106,262 შემთხვევა გამოვლინდა, 50,642 ადამიანი გარდაიცვალა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

22 იანვარი 2021, 09:40

სამართალი

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

კახეთი

22 იანვარი 2021, 09:30

სამართალი

კახეთში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობს, კაცს - 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს - 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

22 იანვარი 2021, 09:17

COVID19

Reuters-ის ინფორმაციით, Pfizer-ი და BioNtech-ი COVAX-ის პროგრამას შეუერთდნენ

გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, მხარეები ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ დღის ბოლომდე გააკეთებენ. COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს. პროექტი მსოფლიოს 92 ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.

იოზეფ ბლატერი

22 იანვარი 2021, 09:13

მსოფლიო

იოზეფ ბლატერის მდგომარეობა სტაბილურია

FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი ერთი კვირაა, ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა განაცხადა. „მამა ერთი კვირა ხელოვნურ კომაში იყო. ექიმები მისი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილნი არიან, მაგრამ გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი“, - აღნიშნა კორინ ბლატერ ანდენმატენმა.

ბაღდადი

22 იანვარი 2021, 09:08

მსოფლიო

ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

აფეთქება ალ-ტაირანის მოედანზე ორმათვითმკვლელმა ტერორისმა მოაწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.

ამინდი

22 იანვარი 2021, 08:39

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 22 იანვარს ქუთაისში მზიან დღეს და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც +11 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ბათუმში +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +11, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 იანვარი 2021, 08:28

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად არააუცილებელი მგზავრობის შეჩერება საჭიროა

„შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათთვის, ვინც მეზობელ სახელმწიფოში მუშაობს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ტვირთების გადასაზიდად, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად არააუცილებელი მგზავრობის შეჩერება საჭიროა“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 08:18

სამართალი

როდის გაიმართება ალეკო ელისაშვილსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია

სახელისუფლებო გუნდი მზადაა, შეხვდეს კონსტუქციულად განწყობილ ყველა ოპოზიციურ ძალას და ასევე მზად არის, პასუხისმგებლობისთვისაც იმ საკითხებზე, რაზეც დახურულ თუ ღია შეხვედრებზე უკვე ისაუბრეს. ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო შეხვედრისთვის მზადაა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე საუბარია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 იანვარი 2021, 08:18

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: მე გამოვედი ინიციატივით, ვაქცინის გაზიარება მოხდეს, ვიდრე COVAX-ი ვაქცინის დიდი დოზით ღარიბ ქვეყნებს მოამარაგებს

„პანდემია გლობალურია. რამდენიმე თვეში ევროკავშირში გვექნება COVID19-ის საწინააღმდგო ვაქცინის იმდენი დოზა, ვიდრე ჩვენ გვჭირდება“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 08:06

პოლიტიკა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

წელს, ნატო-საქართველოს პირველ სხდომაზე გასული წლის ეროვნულ პროგრამას შეაფასებენ. ნატო-საქართველოს ერთობლივი გეგმები, განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს მომავალი წევრობა ნატოში, ალიანსის 2030 წლის კონცეფცია, ოკუპირებული ტერიტორიები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემების, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბბინაში განიხილავს.

ჯეისონ მილერი

22 იანვარი 2021, 04:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა 45-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა 45-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

22 იანვარი 2021, 03:41

მსოფლიო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო, ალბანეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო, ალბანეთის მთავრობამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

22 იანვარი 2021, 03:16

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 59 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 335 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

22 იანვარი 2021, 02:47

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 358 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯენ ფსაკი

22 იანვარი 2021, 02:43

მსოფლიო

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის.

ენტონი ფაუჩი

22 იანვარი 2021, 02:26

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვგრძნობ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შევძლებ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში კორონავირუსის პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შეძლებს.

22 იანვარი 2021, 01:42

COVID19

ნიდერლანდების პარლამენტმა ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას მხარი დაუჭირა

ნიდერლანდების პარლამენტმა ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას მხარი დაუჭირა.

22 იანვარი 2021, 00:58

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 610 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 610 413 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 569 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.