imedi /  30 ნოემბერი 2020, 10:25 / სანდო წყარო

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენიფერ ფსაკი გახდება

ჯენიფერ ფსაკი

ჯენიფერ ფსაკი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის პრესმდივნად 41 წლის ჯენიფერ ფსაკი დანიშნა. შესაბამისი განცხადება ბაიდენის გუნდის მიერ შექმნილ გარდამავალი პერიოდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

2015-2017 წლებში ფსაკი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. ახლა ის ბაიდენის გარდამავალი გუნდის მრჩევლად მუშაობს.

ამასთან, ცნობილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი მხოლოდ ქალებით დაკომპლექტდა. მათ შორის 39 წლის კეი ბედინგფიილდი, რომელიც თეთრი სახლის კომუნიკაციების საკითხი დირექტორის პოზიციაზე იმუშავებს. მანამდე ბედინგფილდი ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერის მოადგილე იყო.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 21:04

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 290 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 37 892 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 290 ადამიანი გარდაიცვალა.

გოჩა ლორთქიფანიძე

21 იანვარი 2021, 20:58

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: განსაკუთრებით გამოვყოფდი პროკურატურის წვლილს მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში

არ მინდა რომელიმე უწყება გამომრჩეს, განსაკუთრებით გამოვყოფდი მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში პროკურატურის წვლილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაა.

სალომე ზურაბიშვილი და დავიდ სასოლი

21 იანვარი 2021, 20:51

პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

21 იანვარი 2021, 20:51

სპორტი

გორის „დილას“ ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის

დემჩენკომ პროფესიული კარიერა მოსკოვის „ცეესკაში“ დაიწყო, შემდეგ კი „აიაქსში“ თამაშობდა და მასთან ერთად ევროპის სუპერთასი მოიგო. მისი მწვრთნელის კარიერა 2010 წელს დაიწყო და მეტალურგს,მეტალისტსა და ლვოვს უკავშირდებოდა.

გურამ ნიკოლაშვილი

21 იანვარი 2021, 20:46

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: პროტოკოლში ნათლად წერია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1938 წლის მდგომარეობით უნდა გაევლოს. შემდგომი წლების სამუშაო პროცესში სწორედ ეს პრინციპი უგულვებელყვეს პროცესში ჩართულმა პირებმა

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა საქართველოს ტერიტორიულ ინტერესებთან დაკავშირებულ კიდევ ერთი მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დღეს გახდა ცნობილი სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც საქართველომ გაიმარჯვა რუსეთთან დავაში და ჩვენი ქვეყნის პოზიციები სასამართლომ გაიზიარა.

ნატალი საბანაძე

21 იანვარი 2021, 20:46

COVID19

ნატალი საბანაძე: მაქვს მოლოდინი, რომ ვაქცინის მოწოდების თემა საკმაოდ მალე გადაწყდება

„ეს ნიშნავს, რომ იწყება ტექნიკური დიალოგიც და იმედია, როგორც კი შესაძლებლობა იქნება ამის რეალიზება მოხდება.მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულა და ეს ყველა შეხვედრაზე მკაფიოდ ხაზგასმული იყო“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

21 იანვარი 2021, 20:45

მსოფლიო

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების ფონზე ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

ბენ ემერსონი

21 იანვარი 2021, 20:36

პოლიტიკა

საქართველოს ადვოკატი: ძნელია ვიფიქროთ, რომ სტრასბურგის სასამართლო დასკვნისა და გადაწყვეტილების გამოტანის პრეცენდენტი დამთხვევაა

„ასევე უნდა ითქვას რომ ეს გადაწყვეტილება ემთხვევა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიღებას, ყირიმის რუსეთის ოკუპაციის შესახებ, და ეს საქმეები აჩვენებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებების საბოლოოდ მიღებით, ევროპული სასამართლო ამკაცრებს თავის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ“, -აცხადებს ბენ ემერსონი.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 20:23

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ასევე მტკიცებულებები შეაგროვა თავდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანარჩენი მტკიცებულებების მოპოვებაში დიდი იყო მედიის როლი, იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად 2008 წლის ომის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად იყო გამოყენებული.

მამუკა ბახტაძე

21 იანვარი 2021, 20:03

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღეს ისტორიული დღეა.

21 იანვარი 2021, 20:00

პოლიტიკა

გივი ჭიჭინაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლემენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებს და მათი განმტკიცების პერსპექტივებს.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 19:54

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს გამარჯვებად აფასებს.

21 იანვარი 2021, 19:50

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა.

ალეკო ელისაშვილი

21 იანვარი 2021, 19:37

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტზე: არაფერს ვნანობ!

„როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

21 იანვარი 2021, 19:34

მსოფლიო

ხარკოვში მოხუცებულთა პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოხუცებულთა პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 19:28

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ შანსს, რაც ამომრჩეველმა მისცა და შემოვიდოდნენ პარლამენტში

ყველას აქვს უფლება აქციები გამართოს, თუმცა ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ იმ შანსს, რაც ამომრჩეველმა მისცა და შემოვიდოდნენ პარლამენტში. ბუნებრივია, პარლამენტში მუშაობა არ უშლის მათ ხელს აქციების გამართვაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

21 იანვარი 2021, 19:23

სამართალი

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსლან აბაშიძე

21 იანვარი 2021, 19:21

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!

ნიკოლოზ სამხარაძე

21 იანვარი 2021, 19:12

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადგენილი, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია

ეს არის სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს შანსებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს, კიდევ უფრო ზრდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად არის დადგენილი ის, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში და მას შემდეგ დაარღვია საქართველოს მოქალაქეების არაერთი ფუნდამენტური უფლება.

ანტონიუ კოშტა

21 იანვარი 2021, 19:08

COVID19

22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, 22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება. ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.