imedi /  11 დეკემბერი 2020, 20:50 / სანდო წყარო

ჯო ბაიდენი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ კამალა ჰარისთან ერთად წლის ადამიანი გავხდი

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია, რომ ჟურნალ Time-ის ვერსიით წლის ადამიანი გახდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კამალა ჰარისთან ერთად წლის ადამიანი გავხდი. მადლობელი ვარ, რომ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად წლის ადამიანის სიაში მოვხვდი. ყველა ამერიკელმა მიმდინარე წელს გაჩენილ გამოწვევებს მტკიცე პასუხი გასცა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანებად აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და მომავალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაასახელა.

„ისინი არიან არამხოლოდ მიმდინარე წლის, არამედ მომავალი წლის ადამიანებიც“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Time-მა twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს.

ყველა სიახლე

ხათუნა სამნიძე

01 მარტი 2021, 20:26

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: პროცესი მედიაციაში გადავიდა, რაც პოზიციების შეთანხმების პროცესში ჩვენი პარტნიორების უშუალო ჩართულობას ნიშნავს

„ის, რაც დღეს გაჟღერდა არის ის, რომ ევროკავშირის ზრდის თავის ჩართულობას და მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი, ჩვენთან შეხვედრა და ახლა უკვე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის ორგანიზება არის იმის მთავარი გზავნილი, რომ ქვეყნაში შექმნილი კრიზისი არის უმაღლესი პრიორიტეტის საკითხი ჩვენი პარტნიორებისთვის და ისინი გააგრძელებენ ჩართულობას იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. პროცესი მედიაციაში გადავიდა, რასაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები უშუალოდ იქნებიან ჩართული პოზიციების შეთანხმების პროცესში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

აკაკი მინაშვილი

01 მარტი 2021, 20:25

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილი: ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება პირველი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დავაფიქსირებ

პირველ რიგში მინდა, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ამ მაგიდის ირგვლივ დღეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ამიტომ მისი გათავისუფლება იქნება მთავარი და პირველი საკითხი, რომელსაც ამ შეხვედრაზე დავაფიქსირებ და შემდგომ პოლიტპატიმრებზე - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 მარტი 2021, 20:22

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ეკატერინე ტიკაარაძე

01 მარტი 2021, 20:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ COVAX პლატფორმას ვუჩივლოთ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ COVAX პლატფორმას, ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა იმ ბრალდებაზე, რაც მათ „ინტერპრესსნიუსსთან“ ინტერვიუში გააჟღერეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 20:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად

მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ივანე მაჭავარიანი

01 მარტი 2021, 20:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ევროპის საინვესტიციო ბანკი პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის აღდგენის პროცესში

„საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკს უკვე ინვესტირებული აქვს 2 მილიარდ ევრომდე. აქედან, 1,5 მილიარდი ევრო საჯარო, ხოლო, ნახევარ მილიარდ ევრომდე - კერძო სექტორში. ბანკის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია. შეგახსენებთ სფეროებს, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ესაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მონაკვეთები, ასევე, ენერგოსექტორი, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები და პროგრამები“.

ნათია თურნავა

01 მარტი 2021, 19:58

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, პირადად ჩაერთოს სხვადასხვა საკითხის დარეგულირებაში, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში

ეს ვიზიტი შედგა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ასევე ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს COVID 19-ით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ევროკავშირი, დღეს, ისე როგორც არასდროს არის ჩვენს გვერდში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათი თურნავამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 მარტი 2021, 19:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: პოლარიზაცია ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობს

„არ ვიცი ამ შეხვედრას მეხუთე რაუნდი უნდა ვუწოდოთ თუ არა, მაგრამ ბატონმა მიშელმა განაცხადა, რომ ვიდრე ის საქართველოში იგი შეეცდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 19:48

პოლიტიკა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.შეხვედრა 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 19:45

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: შარლ მიშელმა შეხვედრაზე დააანონსა, რომ აპირებდა პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის შეხვედრის დაორგანიზებას, როცა დაინახა ჩვენი მზაობა შემდეგ გააკეთა განცხადება

ჩვენთვის არ უთქვამს ბატონ შარლ მიშელს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე ჰქონდა მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრთან. მან გვითხრა, რომ მზადაა ასეთი შეხვედრის ორგანიზება დააანონსოს და ამის შესახებ ეტყვის პრემიერს. როცა დაინახა ჩვენი მზაობა, ამის შესახებ მას უნდა განეცხადებინა და ამიტომ არაფერი ვთქვით ჩვენს ინტერვიუებში. სწორედ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს ჩაინიშნა შეხვედრა, - ეს განცხადება „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

პენიტენციური სამსახური

01 მარტი 2021, 19:37

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ბრალდებულის გადაყვანისას ესკოტირების მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებს N10 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავდათ ბრალდებული პირი, რა დროსაც დაბა ქსნის ტერიტორიაზე ესკოტირების მანქანის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს.

ნიკოლა სარკოზი

01 მარტი 2021, 19:28

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი თავისუფლების აღკვეთის ერთ წელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი თავისუფლების აღკვეთის ერთ წელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს.

უჩა სეთური

01 მარტი 2021, 19:27

საზოგადოება

უჩა სეთური: კომუნიკაციების კომისიის რეგულაციებით სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, აი ეს არ მოსწონთ დიდ კომპანიებს და ამას აკრიტიკებენ

„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ტელეკომ ბიზნესის ინტერესებს იცავს, რაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მოსწონთ, ვინაიდან ისინი ვეღარ იქნებიან ამ ბაზარზე მონოპოლისტები“,- ასე შეაფასა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის კანდიდატების არჩევის დროს სატელეკომუნიკაციო დიდი ოპერატორების მიერ გამოთქმული კრიტიკა და შეფასებები მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 19:24

COVID19

თამარ გაბუნია: ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს Moderna-სთანაც

„ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს Moderna-სთანაც“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა. რაც შეეხება Novavax-ს ამასთან დაკავშირებით თავად Covax-მა დაიწყო კომუნიკაცია.

ალეკო ელისაშვილი

01 მარტი 2021, 19:23

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ძალიან მოულოდნელი იყო, როცა შარლ მიშელმა გვითხრა, დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა

„თითქმის ყველა მხარისგან ამ ინიციატივას მზაობა ჰქონდა. აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე. კომპრომისები და დიალოგი ქვეყანას სჭირდება, დიალოგს ალტერნატივას არ აქვს. ძალიან მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრის დასასრულს გვითხრა - დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, ცოტა დამაბნეველიც იყო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა, აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 მარტი 2021, 19:08

COVID19

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მარტში წარადგენს

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მიმდინარე თვეს წარადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 19:02

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ბრიუსელში ორ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება გვექნება

„ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება. ასოცირების საბჭოს შეხვედრაა ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის“, - განაცხადა მიშელმა.

ალეკო ელისაშვილი

01 მარტი 2021, 18:54

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: არ ესმით ევროპელებს ოპოზიცია პარლამენტში რატომ არ შედის

„ასეთი მეგობრები ჩვენს ქვეყანას 90-ანების დასაწყისში რომ ჰყოლოდა, როგორი კარგი ქვეყანა ვიქნებოდით და ჩვენ არ დაგვატყდებოდა თავს ის, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთს უკომპრომისობით დაატეხეს. შეხვედრაზე ძალიან გულახდილი ლაპარაკი იყო და პირდაპირ იყო დაუფარავად მოწოდება, რომ ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს“.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:51

პოლიტიკა

შარლ მიშელი: შესაძლოა, დღეს ყველაფერი ვერ გადავჭრათ და ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დილოგისთვის ჩარჩო შეიქმნება

შესაძლოა, დღეს ყველაფერი ვერ გადავჭრათ და ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო სისტემა დილოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ​როგორი იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობა დღევანდელი შეხვედრის დროს და რა როლი შეუძლია მას ითამაშოს საქართველოში პოლიტიკური პროცესების დეესკალაციაში, მიშელმა განაცხადა, რომ დღეს საღამოს იქნება შანსი, რომ საკითხში წინსვლას მიაღწიონ.

01 მარტი 2021, 18:50

რეგიონი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნული ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულმა, მამუკა საღარეიშვილმა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალური ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილეს.