საფრანგეთში სათხილამურო კურორტებს 7 იანვრიდან გახსნიან
ფოტო: Reuters
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამთო-სათზილამურო კურორტები 7 იანვრიდან გაიხსნება, - ამის შესახებ France 24 წერს.
გადაწყვეტილება საფრანგეთის პრემიერმა, ჟან კასტექსმა სათხილამურო კურორტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
ქვეყანაში, მეორედ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გასული თვიდან დაიწყეს, თუმცა, მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ზამთრის კურორტებს იქამდე არ გახსნიდნენ, ვიდრე ვირუსის მეორე ტალღის პირობებში, ინფიცირების შემთხვევები არ შემცირდებოდა.
საფრანგეთში 300-მდე სათხილამურო ცენტრია. სწორედ ეს კურორტები აღმოჩნდა გასულ სეზონზე, ევროპის მასშტაბით, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 2.37 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 58 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
22 იანვარი 2025, 02:54
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის საინაუგურაციო გამოსვლა ევროპის დედაქალაქებისთვის პანღურის ტოლფასი იყო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო გამოსვლა ევროპის დედაქალაქებისთვის პანღურის ტოლფასი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
22 იანვარი 2025, 02:07
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: სენატორმა შაჰინმა გამოაცხადა, რომ თურმე ამერიკას ორი საგარეო გამოწვევა აქვს - საქართველო და ჩინეთი. ასეთი რა დავაშავეთ, რომ ჩვენზე ცუდი არავინაა?! სადღაც ძალიან მაგრად დავაბიჯეთ ფეხი ვიღაცას და ამაში უნდა გავერკვიოთ
ჩვენ 4 რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. გამოძიება იმიტომ არ მიდის, რომ გვაჩერებს ის ხალხი, ვინც თქვენ გაფინანსებთ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
22 იანვარი 2025, 01:45
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში: ის, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, ყველაზე აბსურდული ბრალდებაა
ის, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, ყველაზე აბსურდული ბრალდებაა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ბრანისლავ ონდრუშმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.
22 იანვარი 2025, 01:41
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: მე თუ ნორმალური ქვეყანა მაქვს, სადაც მინდა სტაბილურობა შევინარჩუნო და ვიღაცამ გაბედა, რაღაც ტყვიამფრქვევი მიუშვირა ჩემს პოლიციელს, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სნაიპერი მაშინვე მოხსნიდა
რასაც მე არ ვეთანხმები და მგონია, რომ არის სიგიჟე, არის, რომ თურმე პოლიციამ უნდა გამოიყენოს პროპორციული ძალა. ანუ დანით თუ მივიდა პოლიციელთან ვიღაცა, იმანაც დანა უნდა მოუქნიოს და პიროტექნიკა თუ ესროლა, ესროლოს პიროტექნიკა?!, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
22 იანვარი 2025, 01:16
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში - საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა
ევროკავშირი მუდამ ჩივის უცხოური ჩარევის შესახებ, თუმცა ამას საქართველოში აკეთებს, მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში, - განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.
22 იანვარი 2025, 01:10
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ბიძინა ივანიშვილიც მომწონს პიროვნულად და „ქართული ოცნებაც“ მომწონს. შემიძლია „ქართული ოცნება“ ვაკრიტიკო სამი დღე, შემიძლია უამრავ რამეზე ვაკრიტიკო, მაგრამ ასეთი განვითარება ჩვენ არ გვქონია ახალ ისტორიაში
„იმედი“ არსებობს იმიტომ, რომ არ მოვიდეს მეორე მხარე და სანამ არსებობს მეორე მხარე და ივანიშვილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ავტომატურად ივანიშვილის მხარეს, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
22 იანვარი 2025, 00:58
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ბრიუსელი აძლიერებს ჩარევას, რათა გააუქმოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება - საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება
ბრიუსელი აძლიერებს ჩარევას, რათა გააუქმოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.
22 იანვარი 2025, 00:47
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: არ შეიძლება ადამიანი დაასანქცირო იმიტომ, რომ ყველაზე წარმატებული ტელევიზია აქვს საქართველოში
„ჩვენ გვაქვს ძალიან ღია მედიასივრცე და ამ ღია მედიასივრცეში „იმედი“ ახერხებს, რომ იყოს 4-ჯერ დიდი, ვიდრე შემდეგი ტელევიზია. ხანდახან ნახევარჯერ დიდი, ყველა სრულფორმატიან ტელევიზიაზე. ეს არის წარმოუდგენლად მაგარი მიღწევა, მადლობა „იმედის“ ხალხს.
22 იანვარი 2025, 00:19
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
21 იანვარი 2025, 23:58
მსოფლიო
ორბანმა გააკრიტიკა უკრაინის გადაწყვეტილება რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების თაობაზე და განაცხადა, რომ ბუდაპეშტს შეუძლია საპასუხო ზომების მიღება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკრიტიკა უკრაინის გადაწყვეტილება რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების თაობაზე და განაცხადა, რომ ბუდაპეშტს შეუძლია საპასუხო ზომების მიღება.
21 იანვარი 2025, 23:58
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება. მე რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს
მე სანქციები არ მახარებს და არა მგონია, რომ მე სანქციები მემუქრება, მაგრამ ამ სიტუაციაში რომ ვარ არ მახარებს. მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც მე ძალიან მიყვარს და უზარმაზარი ბიზნესი მაქვს უკრაინაში აწყობილი და წარმოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და როდესაც ჩემი მეგობრები მიგზავნიდნენ მათი სახლის გვერდით ჩამოვარდნილი ბომბების ფოტოებს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
21 იანვარი 2025, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: მე ძალიან მიყვარს ამერიკა და არაფერს აქ ანტიამერიკულს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ თუ დიდი ბიჭები ჩვენს გარშემო ფეხბურთს თამაშობენ, მე არ მინდა, რომ საქართველო ბურთის როლში იყოს - არ მინდა საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს
მე ძალიან მიყვარს ამერიკა, უბრალოდ მე სულ ვიძახი, რომ ამერიკა საქართველოში იცავს მის ინტერესს და არა საქართველოსას და ეს საქართველომ უნდა იცოდეს, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
21 იანვარი 2025, 23:25
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილზე: ინგლისურად არსად არის ინფორმაცია ამ წერილზე. ეს იყო აქ დაწერილი, ამ ოფისში, სადაც ვსხედვართ, დაწერილი ქართულად. „რადიო თავისუფლებამ“ იცით, ვინ დაწერა წერილი, მაგრამ არ გვეუბნებით
ინგლისურად არ იყო არსად ინფორმაცია ამ წერილზე ეს იყო აქ დაწერილი, ამ ოფისში, სადაც ვსხედვართ, დაწერილი ქართულად „რადიო თავისუფლებამ“ იცით ვინ დაწერა წერილი, მაგრამ არ გვეუბნებით,- განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას, რომელიც კონგრესიდან მარკო რუბიოს გაეგზავნა.
21 იანვარი 2025, 23:22
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ჟურნალისტმა კაცი რომ მოკლას, რა კავშირშია მედიათავისუფლებასთან?! ანუ ხელშეუხებელი უნდა იყოს, რადგან ჟურნალისტია?! თუ მან რაიმე თქვა ტელევიზიიდან და ამის გამო დააკავეს, კი, ეს მედიათავისუფლების თემა ყოფილა
„ვერ მივადევნე ამ ამბავს თვალი, არ ვიცი ეგ ამბავი. ჟურნალისტმა კაცი რომ მოკლას, მედიათავისუფლების თემაა?! რა კავშირშია მედიათავისუფლებასთან. ანუ ხელშეუხებელი უნდა იყოს, რადგან ჟურნალისტია?! თუ მან რაიმე თქვა ტელევიზიიდან და ამის გამო დააკავეს, კი, ეს მედიათავისუფლების თემა ყოფილა და თუ ვიღაც გალახა აქციაზე, მაშინ არ არის მედიათავისუფლებასთან კავშირში.
21 იანვარი 2025, 23:12
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად ტყუილია, რომ „იმედს“ აქვს ანტიდასავლური ნარატივი. არ აქვს არანაირი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ამერიკა თუ ცუდად მოიქცა ჩემს ქვეყანასთან მიმართებით, „იმედმა“ არ უნდა თქვას?!
„აბსოლუტურად ტყუილია, რომ „იმედს“ აქვს ანტიდასავლური ნარატივი. არ აქვს არანაირი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ამერიკა თუ ცუდად მოიქცა ჩემს ქვეყანასთან მიმართებაში, „იმედმა“ უნდა თქვას. არ უნდა თქვას?!“ - აღნიშნა რუხაძემ.
21 იანვარი 2025, 23:03
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: „იმედი“ ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ვინაიდან 20 წელზე მეტი მაქვს გატარებული
„იმედი“ ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ვინაიდან 20 წელზე მეტი მაქვს გატარებული, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
21 იანვარი 2025, 23:00
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ელჩებთან შეხვედრაზე გიული ალასანია რომ იჯდეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მაგივრად, ელჩს ვერ ეტყვის, რომ ჩემი შვილი ციხეშია და მიუკერძოებელი ვარ
.„ჩაიხანა ტვ“ გვეჯდა გვერდით, რომელიც ლაპარაკობდა ქართული მედიის სახელით, ელჩებს ანახებენ, რომ ვითომ ეს არის მედია. მერე ეს რვავე ტელევიზია უყვება, რომ თურმე რა საშინელებაა, როგორ ეშინიათ, რომ ჩვენთან როგორ არის მედია დაჩაგრული, რომ ჩვენთან თითქოს სიტყვის თავისუფლება არ არის, უყვებიან ზღაპრებს. ამიტომ მე დავდივარ და ვეუბნები, რომ რატომ მოგყავთ ეს ბავშვები, მოიყვანეთ გიორგი თარგამაძე, მფლობელები, მაშინ ასე ვერ ილაპარაკებდნენ“.
21 იანვარი 2025, 22:50
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე: ყველა ის პარტია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გვერდით დგას ჩემთვის იგივე „ნაცმოძრაობაა“
ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ორივე პარტიაა, რომელიც გამოვიდა იქიდან და ჯამში 20% აიღო, მაგრამ ყველა ის პარტია, რომელიც მათ გვერდით დგას არის ჩემთვის იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
21 იანვარი 2025, 22:39
პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე რადიო „თავისუფლებას“: მე დამიხურეს ტელევიზია, მაგრამ თქვენ არ გაწუხებთ, რომ გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც ხურავდა. თანახმა ხართ, რომ ის უკან დაბრუნდეს. შეცვლილი გგონიათ?!
„მე ტელევიზია დამიხურეს, დამინგრიეს და ყველა სხვა ტელევიზია დახურეს და დაანგრია იმ ხალხმა, რომლებზეც მეუბნებით რატომ გინდათ, რომ არ დაბრუნდნენო. ზუსტად იმიტომ მინდა, რომ თქვენ [წამყვანს მიმართავს] შეგეძლოთ ასე [თავისუფლად] ილაპარაკოთ. თქვენ შეიძლება ილაპარაკოთ ისედაც, რადგან ამერიკის კონგრესი გაფინანსებთ, მაგრამ მე დამიხურეს ტელევიზია, მაგრამ თქვენ ეს არ გაწუხებთ, რომ გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც ხურავდა. თანახმა ხართ, რომ ის უკან დაბრუნდეს. შეცვლილი გგონიათ?! ყოფილი ბალტიისპირეთის ქვეყნები რომ ავიღოთ, სადმე არის ასეთი თავისუფალი მედია?! ერთ ქვეყანას დამისახელებთ?! ჩვენ ხომ იმათ უნდა შევედაროთ საიდანაც გამოვედით 30 წელია“, - აღნიშნა რუხაძემ.
21 იანვარი 2025, 22:29
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს - მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა
მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრონლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.